მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. რისთვისაც ერთ–ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების (როგორც წარმომადგენლობითი ისე აღმასრულებელი ორგანოს) მიერ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის შესახებ .კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8 722,5 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის პროგნოზი
2027 წლის პროგნოზი
2028 წლის პროგნოზი
2029 წლის პროგნოზი
05 00
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
8 722,5
9 695,6
10 159,9
10 196,3
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
3 009,4
3 474,7
3 594,0
3 209,6
05 01 01
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
2 624,7
2 649,7
2 650,9
2 650,6
05 01 01 01
ბორჯომის სკოლისგარეშე სასპორტო სკოლა
2 009,2
2 034,5
2 035,4
2 035,4
05 01 01 02
ა(ა)იპ ბორჯომი ფეხბურთი 2013
615,6
615,2
615,6
615,2
05 01 02
სპორტული ღონისძიებები
355,4
325,0
343,1
359,0
05 01 03
ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების მოწყობა
29,3
500,0
600,0
200,0
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
5 693,1
6 200,8
6 545,8
6 966,6
05 02 01
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა
3 637,1
3 605,8
3 910,8
4 248,6
05 02 01 01
მუსიკალური სკოლების დაფინანსება
663,7
722,5
787,2
858,4
05 02 01 02
საბიბლიოთეკო გაერთიანება
884,0
946,7
1 029,5
1 123,0
05 02 01 03
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
1 889,4
1 936,6
2 094,1
2 267,3
05 02 01 05
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი
200,0
-
-
-
05 02 02
ეროვნული, სახალხო და საგანმანათლებლო ღონისძიბები
850,0
850,0
1 155,0
1 190,0
05 02 03
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიოტორიაზე კლუბების და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები
86,0
500,0
200,0
200,0
05 02 04
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეყწობა
300,0
300,0
300,0
300,0
05 02 06
ახალგაზრდობის ხელშეწყობა(დახმარება)
820,0
945,0
980,0
1 028,0
05 03
საინფორმაციო მომსახურეობა
20,0
20,0
20,0
20,0
კოდი
პროგრამის დასახელება
სპორტის სფეროს განვითარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01
3 009,4
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
პროგრამის აღწერა
საბაზისო მონაცემების გათვალისწინებით, სპორტით ძირითადად 6-18 წლამდე მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან დაკავებულები, მდედრობითი სქესის პროცენტული წილი თითქმის 50%-ს შეადგენს, ხოლო შშმ პირებისთვის არახელსაყრელი ინფრასტრუქტურის გამო, დაინტერესების მიუხედავად ისინი ვერ ახერხებენ სპორტით აქტიურად დაკავდნენ. აღნიშნული მდგომარეობა ჩვენი აზრით შეიძლება ერთის მხრივ გამოწვეული იყოს, როგორც იმ სპორტის სახეობების სიმრავლით, რომლითაც ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები ინტერესდებიან და მეორეს მხრივ, მდედრობითი სქესის მწვრთნელების არ არსებობით. ამასთან, ასაკობრივ ნიშნულსაც თუ გავითვალიწინებთ, აღმოვაჩენთ, რომ ძირითადად მოზარდი თაობაა მუნიციპალიტეტში სპორტით დაკავებული, ჩვენი პროგრამა კი მოიცავს სპორტული ცხოვრების დონის ამაღლებას ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი სქესის წარმომადგენელისთვის. არსებული მდგომარეობის შეცვლის მიზნით, ვფიქრობთ, ვაწარმოოთ როგორც სათანადო კამპანია, ასევე ფინანსური და ადამიანური რესურსი მივმართოთ სიახლეების დანერგვისა და არსებული მდგომარეობის გამოსწორებისკენ.
ამიტომ, პროგრამა ითვალილსწინებს ისეთ ღონისძიებებს სადაც ჩართული იქნება ყველა ასაკისა და სქესის მოქალაქე.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება - პოპულარიზაცია, ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების, დარბაზებისა და სტადიონების შეკეთება, აღდგენა, მშენებლობა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება
ბორჯომის სკოლისგარეშეს სასპორტო სკოლა
ა(ა)იპ ბორჯომის ფეხბურთი 2013
სპორტული ღონისძიებები
ატრაქციონებისა და სპორტული მოდნების მოწყობა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სპორტული ცხოვრების დონის ამაღლება და მოსახლეობის სპორტულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ბორჯომის სკოლისგარეშე სასპორტო სკოლა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 01
2 009,2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა
ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლა წარმიადგენს სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრს სადაც ფუნქციონურებს ზამთრის სახეობის სექციები (6) სახეობა ზაფხულის (14) სახეობა , ესენია: ფეხბურთი 210 ბავშვი აქედან ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (80 ბავშვი); რაგბი (140 ბავშვი); კარატე (30) ბავშვი აქედან 5 გოგო); ჭადრაკი (15 ბავშვი აქედან ); კალათბურთი (60 ბავშვი აქედან 14 გოგო ):მძლეოსნობა(30 ბავშვი აქედან 20 გოგო );ძიუდო (60 ბავშვიაქედან 7 გოგო ); კრივი (35ბავშვი); კიკ-ბოსქინგი (35 ბავშვი);ტაიკვანდო (15 ბავშვი) ქართული ჭიდაობა (15 ბავშვი); მკლავჭიდი (25 ბავშვი); მაგიდის ჩოგბუთი( 25 ბავშვი) და საერთო ფიზიკური მომზადება. ზამთრის სახეობა: სამთო სათხილამური (20 ბავშვიაქედან 13 გოგო );ყინულის ჰოკეი (30 ბავშვი); საციგაო (10 ბავშვი) ;ბიატლონი (10 ბავშვი) ; ტრამპლინიდან ხტომა (20 ბავშვი) სკიკროსი (10 ბავშვი) სულ ბორჯომის სასპორტო სკოლის ბაზაზე სპორტულ სახეობებს ეუფლება 890 ბავშვი, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-4 ჯერ. სასპორტო სკოლაში დასაქმებულია ჯამში 84 ადმიანი, მათ შორის, 19 ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი და მწვრთნელი 65 ცენტრის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ.
ქვეპროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, რათა ნაკლები დრო დარჩეთ ქუჩისათვის;
- პერსპექტიული სპორტსმენების შერჩევა და მათი დაოსტატება; - რესპუბლიკის ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება; -მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარდგენა მქვეყნის მაშტაბით;
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია სპორტული წრეებით სარგებლობა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ა(ა)იპ ბორჯომის ფეხბურთი 2013
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 01 01 02
615,6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ბორჯომი ფეხბურთი 2013
ქვეპროგრამის აღწერა
ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, ბავშვთა მაქსიმაური ჩართულობა ფეხბურთში.
იმერეთის რეგიონალური ჩემპიონატი ფეხბურთში; სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ჩემპიონატი ფეხბურთში; ,,ქართლის ლიგა 2025' ტურნირი ფეხბურთში
ადმინისტრაციული ხარჯი.
მწვრთნელების გადამზადება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ფეხბურთის პოპულარიზაცია,პერსპექტიული ფეხბურთელების აღზრდა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სპორტული ღონისძიებები
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 01 02
355,4
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეული - კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ხაალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისეთი სპორტული ღონისძიებების დაფინანსება როგოროცაა; უბნებისა და დაწესებულებების ჩემპიონატი ფეხბურთსა, ფრენბურთსა და კალათბურთში. ასევე მოყვარულთა ფეხბურთი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს.ქვეპროგრმა ხელს უწყობს წარმატებულ სპორტსმენებს და ახორციელებს მათ სტიპენდირებას, ასევე უზრუნველყოფს ცენტრში სპორტულ სექციებზე მოსიარულეთა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. სპორტული ფესტივალი სპორტი ბარიერების გარეშე და სხვა.ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, სარაგბო კლუბი ტაო და სხვა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის სპორტულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების სასპორტო შენობების მოწყობა-რებილიტაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 03
29,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა მოიცავსა სპორტული დანიშნულების ობიექტების (სპორტული დარბაზები, მოედნები, სტადიონების, გარე სავარჯიშო კომპლექსების) მშენებლობას, მოწყობას, რეაბილიტაციას, ექსპლოატაციასა და მოვლა-პატრონობას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება :
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში სპორტული მოედნის მოწყობა (თანადაფინანსება)
და სხვა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
რეაბილიტირებული და მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა
კოდი
პროგრამის დასახელება
კულტურის სფეროს განვითარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02
5 693,1
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
პროგრამის აღწერა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში კულტურის პროექტების განხორციელების, კულტურისა და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა და კულტურის პოპულარიზაცია;
კულტურული ტრადიციების დაცვისა და განვითარების მიზნით პროგრამის ფარგლებში მოხდება ადგილობრივი კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა. კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია, შესაბამისად განხორციელდება სხვადასხვა მასშტაბისა და შინაარსის კულტურული ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვისათვის მხარდაჭერა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ჩართვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. სახელოვნებო განათლების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია. კულტურულ - საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა.
კულტურის სახლებში მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით მიზნობრივი წრეების, სტუდიების, ფოლკლორული ანსამბლების ჩამოყალიბება და განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის და მუნიციპალიტეტის მაშტაბით გამართულ თვითშემოქმედებით ფესტივალებში, კონკურსებში და გამოფენებში მონაწილეობა.კრეატიული აზროვნების დანერგვა, მოსწავლეთა მომზადება და მონაწილეობა სხვადასხვა ჟანრის ფესტივალებსა და კონკურსებში. სამუსიკო სკოლებში გაერთიანებულია საფორტეპიანო, თეორიული, ვიოლინოს, ხალხური საკრავების და სხვა მიმართულებები. სამუსიკო სკოლებში დაწყებით სამუსიკო განათლებას იღებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბიბლიოთეკების არაფორმალური განათლების ცენტრებად ჩამოყალიბება;პროექტებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება. მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; ბიბლიოთეკებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ჩართულობის გაზრდა
მუსიკალური სკოლების დაფინანსება
საბიბლიოთეკო გაერთიანება
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
ეროვნული, სახალხო, სადღესასწაულო და საგანმანათლებლო ღონისძიბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიოტორიაზე კულტურის სფეროს დაწესებულებების და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
ახალგაზრდობის ხელშეწყობა(დახმარება)
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
გაზრდილია კულტურის სფეროს სხვადახვა სახეობებზე ხელმისაწვდომობა, რეაბილირიტებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიორიაზე კულტურული დაწესებულებები და პარკის ინფრასტურქტურა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
მუსიკალური სკოლების დაფინანსება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 01
663,7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ბორჯომის ზ.ფალიაშვილის სახ.სამუსიკო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ფარგლებში განხორციელდება სამუსიკო სკოლის სუბსიდირება, სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტის მიღება, სასწავლო წლის ხარისხიანად წარმართვა. კრეატიული აზროვნების დანერგვა, მოსწავლეთა მომზადება და მონაწილეობა სხვადასხვა ჟანრის ფესტივალებსა და კონკურსებში. სამუსიკო სკოლაში განათლებას იღებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 350 ბავში (290 გოგონა, 60 ბიჭი ) სკოლაში დასაქმებულია 43 თანამშრომელი, მათ შორის 30 პედაგოგი.მუსიკის შესახებ კომპლექსური ცოდნის მიწოდება პრაქტიკული გზით. სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მოსწავლეთა კლასიკური და თანამედროვე მიმართულების სამუსიკო განათლების მიღება, ბავშვების მომზადება სამომავლო შემოქმედებითი საქმიანობისათვის.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
საბიბლიოთეკო გაერთიანება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 02
884,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ,,ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანება"
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ფარგლებში განხორციელდება ბიბლიოთეკის სუბსიდირება,ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების ქსელი მოიცავს 23 ბიბლიოთეკას,რომლებიც მომსახურებას უწევენ , როგორც ბორჯომელ მკითხველს, ასევე ქალაქის სტუმრებს. წიგნადი ფონდი შეადგენს 246 670 ეგზემპლარს.ქსელში დასაქმებულია 60 თანამშრომელი.საბიბლიოთეკო გაერთიანების მიზანია ბიბლიოთეკებში ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;ელექტრონული კატალოგის შექმნა საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბიბლიოთეკების არაფორმალური განათლების ცენტრებად ჩამოყალიბების მიზნით კლუბური მუშაობის წარმართვა; შემეცნებით- შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებების გამართვა.წიგნადი ფონდის განახლება; საბიბლიოთეკო გაერთიანების ფუნქციონირება. ადგილობრივი გაზეთის ბეჭდვითი მომსახურეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მკითხველისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა; ფონდებითა და მომსახურებით კმაყოფილი მკითხველი
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 03
1 889,4
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ "ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ფარგლებში განხორციელდება კულტურის და ხელოვნების ცენტრის სუბსიდირება,კულტურის ცენტრის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და საზოგადოების სხვადასხვა სოც. ჯგუფების კულტურულ შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელშეწყობა და მათი დასვენების უაზრუნველყოფა.მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით მიზნობრივი წრეების, სტუდიების, ფოლკლორული ანსამბლების ჩამოყალიბება და განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის და მუნიციპალიტეტის მაშტაბით გამართულ თვითშემოქმედებით ფესტივალებში, კონკურსებში და გამოფენებში მონაწილეობა. სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების მოყვარულთა გაერთიანებების, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, შესაბამისად , ამჟამად კ/ცენტრსა და დაქვემდებარებულ ერთულებში დასაქმებულია 109 თანამშრომელი, მ/შ 65 ქალი ხოლო ბენეფიციართა საერთო რაოდენობა შეადგენს 600 ბავშვს მ/შ კ/ცენტრში 350.. კ/ცენტრში ფუნქციონირებს 2 ქორეოგრაფიული სტუდია, 1 თანამედროვე ცეკვების სტუდია, ვოკალური სტუდის 1 ჯგუფი სახალხო ანსამბლი და 2 გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი. ცენტრთან ფუნქციონირებს სახალხო თეატრი, ცენტრის დაქვემდებარებაში იმყოფება 10 სასოფლო კლუბი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და წაღვერის კულტურის სახლები. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ფუნქციონირებს შემდეგი შემსწავლელი წრეები: ხეზე კვეთის წრე, ტიხრულ მინანქარზე მუშაობის წრე, გობელენზე ქსოვის და ხელნაკეთი თოჯინების შემსწავლელი წრეები, ფერწერისა და გრაფიკის შემსწავლელი წრე, საესტრადო სიმღერების შემსწავლელი სტუდია, მხატვრული კითხვის შემსწავლელი წრე. ქართული ხალხური ცეკვების შემსწავლელი წრე. .1 სამეჯლისო ცეკვების წრე. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ბენეფიციართა რაოდენობაა 120 ბავშვი. წაღვერის კულტურის სახლში ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი, საესტრადო და ვოკალური ჯგუფები, ხალხური საკრავების შემსწავლელი ჯგუფი და ფოლკლორული ანსამბლი და საბავშვო თეატრალური წრე. წაღვერის კ/სახლის ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 100 ბავშვს. სასოფლო კლუბებში ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული წრეები. სასოფლო კლუბების ბენეფიციართა რაოდნობა შეადგენს 30 მოსწავლეს.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხელი შეეწყობა სხვადასხვა ჯგუფების კულტურულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის განვითარებას და კულტურული პროექტების განხორციელებას , რაც განაპირობებს კულტურის ცენტრის საქმიანობის პოპულარიზაციასაც. ბორჯომი, როგორც საკურორტო ქალაქი, წარმოჩინდება კიდევ უფრო საინტერესო და შემოქმედებითად დატვირთული კურორტის სახით.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 05
200,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ "ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი
ქვეპროგრამის აღწერა
მაღალხარიხსობრივად მოემსახუროს, როგორც ბორჯომის მუნოციპალიტეტის მოსახლეობას,ასევე ჩამოსულ სტუმრებს,ამჟამად დასაქმებულია 90 თანამშრომელი, მ/შორის 26 ქალი. განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა,იგეგმება ორმოცდაათი სკამის ხე-მასალის განახლება,ზაფხულის სეზონისთვის მომზადება, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა, პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სარეკლამო და საინფორმაციო ბეჭდური მასალების შექმნა და გავრცელება. ვიზიტორთა უსაფრთხოება მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
შექმნილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასასვენებელი და გასართობი სივრცე
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ეროვნული, სახალხო, სადღესასწაულო და საგანმანათლებლო ღონისძიებები
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 02
850,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა
ქვე-პროგრამის მიზანია:
მუნიციპალიტეტის მასშტაბით კულტურული ცხოვრების დონის ამაღლება, გამრავალფეროვნება, მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა; ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარება ტურისტების ნაკადის ზრდის ხელშეწყობით, ტურისტებისთვის სასიამოვნო და გასართობი გარემოს შექმნით, შშმ პირთა და ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაცია, ადგილობრივ მეწარმეთა ხელშეწყობა.
აღნიშნული მისაღწევად ქვე-პროგრამა ითვალისწინებს:
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი, რეგიონალური, საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბების სახალხო, გასართობი, სადღესასწაულო და შემეცნებითი ღონისძიებების, ტრენინგებისა და პროექტების უზრუნველყოფას; ზაფხულის ტურისტული სეზონის გამრავალფეროვნებას; მთელი წლის მანძილზე, ტურისტულად არააქტიურ სეზონებზე სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობას; ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას; შშმ პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციასა და ჩართულობას ღონისძიებებში, დასწრებას კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებზე; ადგილობრივ მეწარმეთა ხელშეწყობას ღონისძიებებში მონაწილოების უზრუნველყოფას.
ღონისძიებები გათვლილია ბორჯომში მცხოვრებ ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანებზე, ამიტომ გათვალისწინებული სხვადასხვა ჟანრის (კლასიკური მუსიკის, ფოლკლორის, საესტრადო, პოპულარული (მაგ, კინო-მუსიკა და სხვა) კონცერტები, კონკურსები, პროექტები და ა. შ.;
ბორჯომში საზეიმო და საფესტივალო განწყობის მიზნით იმართება სხვადასხვა ფესტივალი (მაგ., ყვავილების, თაფლის, კინო-ფესტივალი და სხვა), ხდება სახელობითი დღეების, რელიგიური და სახალხო დღესასწაულების, იუბილეების აღნიშვნა და სხვა, როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე დარბაზებში;
ხდება მუსიკოს-შემსრულებლების, დიჯეის, ანსამბლების, მწერლების, პოეტების, კომპოზიტორების, მხატვრების და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ერთეულების (ინდივიდებისა და ჯგუფების) მოწვევა. ღონისძიებას ახალისებენ პერსონაჟები, ანიმატორები და სხვა გმირები (შესაძლებელია ტრანსპორტირებაც - ჯგუფებისა და ტექნიკის);
ღონისძიებების ფარგლებში ტერიტორიები ეწყობა და ირთვება შესაბამისად (ინსტალაციები, დეკორაციები, სათანადო ინსტრუმენტები, სცენა, სასცენო განათება-გახმოვანება, ჯიხურები/დახლები, გირლიანდები, ვიმპელები, ბუშტები, ყვავილები, ფეიერვერკი და სხვა);
ხორციელდება როგორც პროგრამით გათვალისწინებული, ასევე ჯგუფების/პირების მიერ შემოთავაზებული ინიციატივების, პროექტების და სხვა სასწავლო-შემეცნებითი, გასართობი აქტივობებისა და ღონისძიებების ხელშეწყობა, ფინანსური და საორგანიზაციო კუთხით მხარდაჭერა - მოთხოვნის მიხედვით, მათ შორის სკოლებისთვის წამახალისებელი პრიზების გადაცემა, აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების დაფინანსება და სხვა.
მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციის, განვითარების, ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება:„შშმ პირებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათვის და სხვ. აქტივობების მოწყობა, კონცერტზე/სპექტაკლზე/ღონისძიებაზე უფასოდ დასწრების უზრუნველყოფა (ბილეთების შეძენა, ტრანსპორტირება და ა. შ.).
ასევე ხორციელდება ხსენებული ბავშვთა ჯგუფებისა და უფროსთათვის: იუბილარებისთვის, საპატიო სტუმრებისათვის, საპატიო ბორჯომელებისათვის, სხვადასხვა დარგში დამსახურებული, წარმატებული და/ან სასახელო პიროვნებებისათვის და ბორჯომის გამოჩენილი/ცნობილი ადამიანებისთვის, სხვადასხვა შეჯიბრსა და კონკურსზე გამარჯვებულებისა და საპრიზო ადგილებზე გასული პირებისათვის, ადგილობრივი შემოქმედი პირებისათვის: პოეტების, მწერლების, მსახიობებისათვის და ა. შ. შემდეგი საჭიროებების უზრუნველყოფა: მათი შემოქმედების აღმნიშვნელი წიგნების/ გამოცემების ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები, სხვადასხვა სახის სასაჩუქრე პაკეტის (ლანჩ-პაკეტი, ტკბილეული, სასურსათო, სათამაშო, საკანცელარიო და სხვა), სუვენირების და საჩუქრების, წიგნების, სხვადასხვა ვაუჩერის, მცირე ტექნიკის, ყვავილების, მედლების, სიგელების შეძენა-გადაცემა, ფულადი ჯილდოების გადაცემა და სხვა სახის ხელშეწყობა.
სხვადასხვა სახის სარეკლამო, საიმიჯო ფოტო-მასალის, ვიდეო-რგოლისა და კლიპების გადაღება, ტელევიზიების მოწვევა, ვირტუალური, 3D ტურების და სხვა ანალოგიური მასალის მომზადება და აღნიშნულის განთავსება სახვადასხვა წყაროებზე, მათ შორის ინტერნეტ და სატელევიზიო რეკლამის / კლიპის / რეპორტაჟის / გადაცემის და პრომოუშენის სხვა სახეების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი მომსახურების ხარჯების გაწევა. მასალის ბეჭდვა: ბანერი, აბრა, აფიშა, ბილეთი, ბროშურა, მოსაწვევი, სიგელი, საინფორმაციო დაფა, საინფორმაციო-სარეკლამო ჟურნალი, ალბომი, ფოტოების, სხვადასხვა სახის კრებული; რუკების მომზადება და გამოცემა-ბეჭდვა;
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილების მართვის ორგანიზაციაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის წილობრივი თანხა, დმო-ს მიზანია, სამცხე-ჯავახეთის მხარის მიმზიდველ ტურისტული დანიშნულების ადგილად გადაქცევა, პრომოუშენი სხვადასხვა შესაძლო გზით, ტურისტული პროდუქტების და სერვისების განვითარების ხელშეწყობა და სხვ.
მუნიციპალიტეტის შესახებ ცნობადობის ზრდის მისაღწევად ინფო და პრეს-ტურებში ჩართულობა (ტურისტული კომპანიები და/ან სააგენტოები, მედიის წარმომადგენლები და სხვა). ასევე, მუნიციპალიტეტის მონაწილეობა სხვადასხვა ტურისტულ ღონისძიებაში ქვეყნის ფარგლებში და საზღვრებს გარეთ (ბაზრობები, გამოფენები, ტურები, ტრენინგები, შეხვედრები და სხვა). ასევე, საინფორმაციო მასალის უზრუნველყოფა, (ადგილზე ჩამოსული სტუმრებისათვის და/ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასატანად).
„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ტურისტული სეზონის გახსნა ბორჯომში“
„ბორჯომის ფესტივალი“
„საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები“
„ბორჯომობა“
„ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი“
„ახალი წელი“
სხვადასხვა ხარჯი
ა(ა)იპ "სამცხე -ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
და სხვა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მეტი დაინტერესებული მოსახლეობა, გაიზდრება ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებში. შექმნილია ბორჯომის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის სასიამოვო გარემო.ხელშეწყობილია შშმ პირებისა და ეთნიკური პირების ინტეგრაცია და გაზრდილია მცირე საოჯახო სასტუმროებში ვიზიტორების რაოდენობა.
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიოტორიაზე კულტურის სფეროს დაწესებულებების და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03
86,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიოტორიაზე კულტურის სფეროს დაწესებულებების და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები . ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. ბორჯომში რუსთაველის ქN107-ში მდებარე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (ს.კ. 64.23.02.973) რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის შედეგად სასპორტო სკოლისა და ბიბლიოთეკის მოწყობა .
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
რეაბილიტირებული კულტურული დაწესებულებები
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 04
300,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლების სულიერების ამაღლების მიზნით.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიეზე არსებული რელიგიური ორგანიზაციების ფუნქციონირება
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ახალგაზრდების ხელშეწყობა (დახმარება)
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 06
820,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ, სპორტულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების და ხელოვნების სხვადასხვა დარგში წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა. ამასთან, მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრის ჩამოყალიბებას და განვითარებას, როგორც მნიშვნელოვან სივრცეს ახალგაზრდების განათლების, თვითგამოხატვისა და ჩართულობისთვის. ასევე, მუნიციპალიტეტის მიზანია წარმატებული სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი პროფესიული გაძლიერების მიზნით მათი წახალისება და ხელშეწყობა და სხვა.
ახალგაზრდული ბანაკები ბორჯომში
კულტურის, ხელოვნების, ერუდიციის, განათლების და სპორტის სფეროში წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, მაღალი მოსწრების სტუდენტების (ბაკალავრი) ფინანსური დახმარება.
ჩემი სკოლის "ბოლო ზარი"
ზარზმის მათემატიკური ოლიმპიადა
სიცილის ლიგა
ახალგაზრდული ფესტივალი
ფეინთბოლი
ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრის მხარდაჭერა
და სხვა.
გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
3. ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა.
კოდი
პროგრამის დასახელება
საინფორმციაო მომსახურეობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 03
20,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
პროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას. რისთვისაც ერთ–ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების (როგორც წარმომადგენლობითი ისე აღმასრულებელი ორგანოს) მიერ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის შესახებ. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და აქტივობების შესახებ სრული ინფორმაციის დროული გავრცელება. აღნიშნული მექანიზმის ეფექტიანად ამუშავებისათვის აუცილებელია ტელევიზიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც მოხდება საკრებულოს სხდომების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანი შეხვედრებისა და გაერთიანებული თათბირების გაშუქება, რომელიც შეიცავს საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციებს. უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციის განცხადების სახით გავრცელება და სხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების გაშუქება.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფ