საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაციის ოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2025
ძალაში შესვლა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №343
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017971 623
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/12/2025
308 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2025 მიღება
01.01.2026 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 76% 25.04.2017 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 76% 21.02.2022 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 75% 15.01.2018 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 74% „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 74% 19.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაციის ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №343 2025 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის კომპენსაციის ოდენობის დამტკიცების შესახებ „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისათვის გასაცემი კომპენსაცია (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საცხოვრებელი ფართობის ერთი თვით დაქირავებისთვის განისაზღვროს შემდეგი ოდენობის ფარგლებში: ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 1150 ლარი; ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 800 ლარი; გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1500 ლარი; დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 1200 ლარი; ე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 800 ლარი; ვ) სამტრედიის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 750 ლარი; ზ) ჭიათურის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 700 ლარი; თ) სენაკის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 700 ლარი; ი) ტყიბულის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 500 ლარი; კ) მესტიის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 850 ლარი; ლ) ქობულეთის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 900 ლარი; მ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 600 ლარი; ნ) გორის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 900 ლარი; ო) მარნეულის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 750 ლარი; პ) თელავის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 800 ლარი; ჟ) მცხეთის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 1200 ლარი; რ) ბოლნისის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი; ს) ხაშურის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი; ტ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი; უ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი; ფ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 600 ლარი; ქ) ახალციხის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 800 ლარი; ღ) ბორჯომის მუნიციპალიტეტში – არაუმეტეს 850 ლარი; ყ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 500 ლარი; შ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 500 ლარი; ჩ) დმანისის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 500 ლარი; ც) წალკის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 500 ლარი; ძ) ადიგენის მუნიციპალიტეტში– არაუმეტეს 500 ლარი; წ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში  – არაუმეტეს 1000 ლარი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი