1. განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები და ზოგიერთი CPV კოდის მონეტარული ზღვრები, რომელთა ფარგლებში, საქართველოს მთავრობის/პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული/ ანგარიშვალდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომელთა ხელმძღვანელებსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას, წესის (დანართი №1) შესაბამისად.

2. განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებში, „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №646 დადგენილებით განსაზღვრული, პირველი კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების, მათ დაქვემდებარებაში მყოფი/კონტროლირებადი დაწესებულებების/საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წინასწარ თანხმობას, წესის (დანართი №2) შესაბამისად.

3. განისაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების) მიხედვით კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებში საქართველოს მთავრობის/პრემიერ-მინისტრის კონტროლს დაქვემდებარებული/ ანგარიშვალდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომელთა ხელმძღვანელებსაც ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც მოიცავს ერთდროულად სამშენებლო სამუშაოსა და საპროექტო მომსახურებას (Design-build), შესყიდვის განხორციელებამდე საჭიროებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას, დანართ №3-ის შესაბამისა