2. იმ შემთხვევაში, თუ დანართ №1-ის პირველი მუხლით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაიცა უარყოფითი ან შენიშვნებით რეკომენდაცია, რასაც არ ეთანხმება შემსყიდველი ორგანიზაცია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციით.
3. დანართ №1-ის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღება