ა) წინასწარი თანხმობის მიზნით – ქსელური, აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების, ასევე მათი შემუშავების ან/და მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საფრთხეების შეფასების ფარგლებში, გასცეს სათანადო მითითებები და რეკომენდაციები შესყიდვის განხორციელების მიზანშეწონილობის ან პროდუქტიულობის შესახებ, ასევე, დაზუსტების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციისაგან დამატებით მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
ბ) ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაზე (საკითხზე) გასცეს რეკომენდაციები (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომლებიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განხილვის ვადა შეადგენს 10 სამუშაო დღეს, მისი განსახილველად რეგისტრაციის მომენტიდან.
3. წინასწარი თანხმობისა და ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაზე გაცემული ნებისმიერი რეკომენდაციის ასლი ეგზავნება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
4. განსაკუთრებული საჭიროებისას, სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელება 3 სამუშაო დღით, რაც უნდა ეცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ვადის განმავლობაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, საკითხი მიიჩნევა განხილულა