ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ დანართ №3-ის პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა;

ბ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ დანართ №3-ის პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენ