ა) უფლებამოსილია, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შესყიდვის ტექნიკური ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების კონკურენტუნარიანობის კვლევა;
ბ) ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს რეკომენდაციას (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის განხილვის ვადა შეადგენს 20 სამუშაო დღეს მისი განსახილველად რეგისტრაციის მომენტიდან.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე გაცემული ნებისმიერი რეკომენდაციის ასლი ეგზავნება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
4. განსაკუთრებული საჭიროებისას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელება 3 სამუშაო დღით, რაც უნდა ეცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ვადის განმავლობაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, საკითხი მიიჩნევა განხილულა