ა) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის განხორციელების მიზნობრიობისა და აუცილებლობის დეტალური დასაბუთება. შესყიდვის განმახორციელებელი და ტექნიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა);

ბ) სრული სატენდერო დოკუმენტაცია, მათ შორის, სატენდერო პირობები, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები (ელექტრონული ტენდერის განცხადების პროექტი (PDF ფორმატში)) და სხვა შესყიდვის საგანთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

გ) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია, დანართ №1-ის პირველი მუხლით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე; იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის კვლევა განხორციელებულია ინვოისების საფუძველზე, ბაზრის კვლევის ამსახველი დოკუმენტაცია უნდა აერთიანებდეს არანაკლებ სამი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში არანაკლებ სამი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები;

დ) დაზიანებული/ამორტიზებული შესყიდვის ობიექტის შეცვლის მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული დეფექტური აქტი/დასკვნა;

ე) დანართ №1-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დასაბუთება, საჭიროებისამებ