ა) უფლებამოსილია, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების კონკურენტუნარიანობის კვლევა, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მის მიერ განხორციელებული ბაზრის კვლევის ალტერნატიული მეთოდით ჩატარების მოთხოვნა;

ბ) ინფორმირების მიზნით, წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს რეკომენდაციას (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. დანართ №1-ის მე-3 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის განხილვის ვადა შეადგენს 20 სამუშაო დღეს მისი განსახილველად რეგისტრაციის მომენტიდან.

3. ინფორმირების მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე გაცემული ნებისმიერი რეკომენდაციის ასლი ეგზავნება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

4. განსაკუთრებული საჭიროებისას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელება 3 სამუშაო დღით, რაც უნდა ეცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ვადის განმავლობაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, საკითხი მიიჩნევა განხილულა