ა) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) შესყიდვის ობიექტის დასახელება;
გ) CPV კოდი;
დ) შესყიდვის ობიექტის აღწერა (ტექნიკური დავალება);
ე) რაოდენობა (მოცულობა);
ვ) ერთეულისა და ჯამური ღირებულება;
ზ) შესრულების ვადები და ადგილი;
თ) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის განხორციელების მიზნობრიობისა და აუცილებლობის დასაბუთება;
ი) ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგები (თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე) (ბაზრის კვლევის ამსახველი დოკუმენტაცია უნდა აერთიანებდეს არანაკლებ სამი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ სამი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები