1. მსჯავრდებული დღე-ღამის განმავლობაში იმყოფება სპეციალურ საკანში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. დღის განმავლობაში დღის განრიგის შესაბამისად, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება, როგორც წესი, ხორციელდება ხელბორკილის გამოყენების გარეშე. გადაადგილების დროს დაწესებულების მოსამსახურეს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უფლება აქვს, მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დაწყობა.

3. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის დასაბუთებული პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება დანიშნულების ადგილას მიყვანამდე, დასაშვებია ხელბორკილის გამოყენებით, თუ მსჯავრდებული თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, აგრეთვე თუ საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება, ცდილობს გაქცევას, ან/და თუ არსებობს ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის საფუძვლიანი ეჭვი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ, მისი საკნიდან გამოყვანისა და დაწესებულებაში გადაადგილებისას დანიშნულების ადგილას მიყვანამდე, ხელბორკილის გამოყენება დასაშვებია იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი გამოყენება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა.

5. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი საკნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ან/და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეების თანხლებით. ღამის საათები განისაზღვრება დღის განრიგით.

6. მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ მასთან ერთად იმყოფება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების არანაკლებ ორი მოსამსახურე.

7. დაწესებულების ტერიტორიაზე დღის განრიგით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მიზნით მსჯავრდებულთა გადაადგილება ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი უშუალო კონტაქტი სხვა მსჯავრდებულთან, გარდა თანამესაკნისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

8. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურების (შემოწმება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გავლის დროს მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნა