საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება მოქმედი ტრანსპორტი
მიღების თარიღი 28.01.2026
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №54/ნ
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016054 130
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/01/2026
კონსოლიდირებული ვერსიები 3 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 20.05.2024
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №54/ნ
2026 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 59 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესი“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის №35/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის პირველი მარტიდან.
დირექტორი ბაკურ მიქაძე