საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.01.2026 ბოლო ცვლილება 05.03.2026
ნომერი
№54/ნ
სარეგისტრაციო კოდი
310150000.77.090.016054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №54/ნ

2026 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 59 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო  გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების  წესი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის №35/ნ ბრძანება.
მუხლი 3

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის პირველი მარტიდან.


დირექტორი ბაკურ მიქაძე
საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 59 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს თანდართული „საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო  გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების  წესი“.

მუხლი 2🔗

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 მაისის №35/ნ ბრძანება.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის პირველი მარტიდან.


დირექტორი ბაკურ მიქაძე
📎 დანართები (4)
54-n wesi.docx

საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის

სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების

წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები, მოქმედების სფერო

1. საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების გაცემის, მის გაცემაზე უარის, შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ან/და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ გადმოცემული საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების (შემდგომში – სანებართვო დოკუმენტი) სახეებსა და დანიშნულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ გადამზიდველზე მათი გაცემის, გაცემაზე უარის, ასევე მათი შეჩერების, შეცვლისა და გაუქმების პირობებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივ სანებართვო დოკუმენტზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;

ბ) გადამზიდველი – მეწარმე, რომელიც ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და სათანადო ნებართვის საფუძველზე ახორციელებს/განახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას;

გ) ორმხრივი საერთაშორისო გადაზიდვა - დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოდან გადაადგილება პარტნიორი ქვეყნის დანიშნულებით დატვირთვის ან/და გადმოტვირთვის უფლებით, ან/და პარტნიორი ქვეყნიდან დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება საქართველოს დანიშნულებით;

დ) ორმხრივი საერთაშორისო გადაყვანა - დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების (ავტობუსი/მინივენი) საქართველოდან გადაადგილება პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაზღვრულ პუნქტში, მგზავრების აყვანის ან/და დატოვების უფლებით, ან/და პარტნიორი ქვეყნიდან მგზავრებით დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების (ავტობუსის/მინივენის) გადაადგილება საქართველოს დანიშნულებით;

ე) ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვა – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიის გადაკვეთა (ერთი ან/და უკუმიმართულებით) ერთი და იგივე ან სხვადასხვა სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით, პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლების გარეშე;

ვ) ტრანზიტული საერთაშორისო გადაყვანა – ავტოსატრანსპორტო საშუალების (ავტობუსი/მინივენი) მიერ, მგზავრებით ან მათ გარეშე, პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიის გადაკვეთა (ერთი ან/და უკუმიმართულებით) ერთიდაიგივე ან სხვადასხვა სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით, პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე მგზავრების აყვანის ან/და დატოვების უფლების გარეშე;

ზ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვა – დატვირთული ან ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ერთი პარტნიორი ქვეყნიდან მეორე პარტნიორი ქვეყნის დანიშნულებით (რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს), პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოტვირთვის ან/და დატვირთვის უფლებით;

თ) სანებართვო დოკუმენტი – საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ან/და პარტნიორი ქვეყნის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული, ავტოსატრანსპორტო გადაყვანის/გადაზიდვის განსახორციელებლად განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტის ბლანკი, რომელსაც სააგენტო გადამზიდველზე დადგენილი წესით გასცემს, გადამზიდველს უფლებას აძლევს, საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვა შესაბამისი პირობების დაცვით განახორციელოს პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე. საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად განკუთვნილ სანებართვო დოკუმენტის ბლანკს ან/და ავტორიზაციის ბლანკს სააგენტო შევსებული სახით აწვდის პარტნიორ ქვეყანას;

ი) სანებართვო დოკუმენტების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) - სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც საქმიანობას ახორციელებს კომისიის რეგლამენტით და რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო ახორციელებს გარკვეული სახის სანებართვო დოკუმენტების გაცემას;

კ) საკონტროლო დოკუმენტი - მგზავრთა სია;

ლ) ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, სადაც გაწევრიანებულია არანაკლებ ისეთი 300 გადამზიდველი, რომელთაც საკუთრებაში ან/და ლიზინგის ვალდებულებით სამართლებრივი ფორმით მფლობელობაში გააჩნიათ სულ მცირე ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება (№2 ან/და №3 კატეგორია) და რომლებზეც სააგენტოს მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში გაცემულია სულ მცირე ერთი სანებართვო დოკუმენტი.

2. ამ წესში მოყვანილი სხვა ტერმინები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 3. სანებართვო დოკუმენტის სახეები

1. საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ჯერადობიდან, გამოყენების არეალიდან და გადაზიდვის სახიდან გამომდინარე, სანებართვო დოკუმენტი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენების, განკუთვნილი მრავალმხრივი, ორმხრივი, ტრანზიტული, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან გადაყვანა-გადაზიდვისთვის.

2. სანებართვო დოკუმენტები, თავიანთი დანიშნულების მიხედვით, იყოფა შემდეგ სახეებად:

ა) ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი - სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს მხოლოდ ორმხრივი ან ტრანზიტული ერთჯერადი საერთაშორისო გადაზიდვა პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე; 

ბ) ორმხრივი (დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ქვეყანაში შესვლის უფლებით) საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი - სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს ორმხრივი ერთჯერადი საერთაშორისო გადაზიდვა პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე ცარიელი (დაუტვირთავი) ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესვლის და მისი დატვირთვის (საზღვაო პორტის გარდა) უფლებით;

გ) ორმხრივი (საზღვაო ნავსადგურში დატვირთვის უფლებით) საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი - სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს ორმხრივი ერთჯერადი საერთაშორისო გადაზიდვა პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე ცარიელი (დაუტვირთავი) ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესვლის და მისი საზღვაო ნავსადგურში დატვირთვის უფლებით;

დ) ორმხრივი/ტრანზიტული მრავალჯერადი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი - სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს ორმხრივი ან/და ტრანზიტული მრავალჯერადი საერთაშორისო გადაზიდვა პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე; 

ე) მრავალმხრივი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი - სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს ერთჯერადი ორმხრივი, ტრანზიტული და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშირისო გადაზიდვა პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე;

ვ) მრავალმხრივი მრავალჯერადი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი - სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს ორმხრივი, ტრანზიტული და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან მრავალჯერადი საერთაშირისო გადაზიდვა პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე; 

ზ) ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი – სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს ერთჯერადი ტრანზიტული გადაზიდვა პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე; 

თ) მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი – სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს მხოლოდ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ერთჯერადი საერთაშორისო გადაზიდვა;

ი) უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი – სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს ორმხრივი/ტრანზიტული ან/და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ერთჯერადი საერთაშორისო გადაზიდვა;

კ) პარტნიორი ქვეყნის ორმხრივი რეგულარული საერთაშორისო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტი - სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს მგზავრთა რეგულარული გადაყვანა პარტნიორი ქვეყნის განსაზღვრულ პუნქტამდე და უკუმიმართულებით, წინასწარ შეთანხმებული განრიგით, გრაფიკითა და მარშრუტით, საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილი წესით (ავსებს პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური უწყება და გასცემს სააგენტო);

ლ) საქართველოს ორმხრივი რეგულარული საერთაშორისო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტი/ავტორიზაციის ბლანკი – სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას პარტნიორი ქვეყნის გადამზიდველს განახორციელოს მგზავრთა რეგულარული გადაყვანა საქართველოს განსაზღვრულ პუნქტამდე და უკუმიმართულებით, წინასწარ შეთანხმებული განრიგით, გრაფიკითა და მარშრუტით, საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილი წესით (ავსებს სააგენტო და გასცემს პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური უწყება);

მ) პარტნიორი ქვეყნის ტრანზიტული რეგულარული საერთაშორისო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტი – სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს მხოლოდ ტრანზიტული რეგულარული საერთაშორისო გადაყვანა, სხვა პარტნიორ ქვეყანაში რეგულარული საერთაშორისო გადაყვანის განხორციელების მიზნით, საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილი წესით (ავსებს პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური უწყება და გასცემს სააგენტო);

ნ) საქართველოს ტრანზიტული რეგულარული საერთაშორისო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტი/ავტორიზაციის ბლანკი - სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას პარტნიორი ქვეყნის გადამზიდველს განახორციელოს მხოლოდ ტრანზიტული რეგულარული საერთაშორისო გადაყვანა, სხვა პარტნიორ ქვეყანაში რეგულარული საერთაშორისო გადაყვანის განხორციელების მიზნით, საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილი წესით (ავსებს სააგენტო და გასცემს პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური უწყება);

ო) ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო არარეგულარული გადაყვანის სანებართვო დოკუმენტი - სანებართვო დოკუმენტი, რომელიც აძლევს უფლებას გადამზიდველს განახორციელოს მგზავრთა ერთჯერადი ორმხრივი ან ტრანზიტული გადაყვანა.

3. მრავალმხრივი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი საქართველოს გადმოეცემა შემდეგი მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე:

ა) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება (შემდგომში – BSEC);

ბ) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შეთანხმება (შემდგომში – TRACECA).

4. მრავალჯერადი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი საქართველოს გადმოეცემა:

ა) უკრაინასთან გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში ორმხრივი, ტრანზიტული ან მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში მრავალჯერადი საერთაშორისო გადაზიდვისთვის;

ბ) რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში ორმხრივი ან/და ტრანზიტული მრავალჯერადი საერთაშორისო გადაზიდვისთვის.

5. ორმხრივი, ასევე ტრანზიტული და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ერთჯერადი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი საქართველოს გადმოეცემა პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებების ან პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე.

6. ორმხრივი რეგულარული, ორმხრივი ერთჯერადი და მრავალჯერადი, ასევე ტრანზიტული საერთაშორისო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტი საქართველოს გადმოეცემა პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე.

7. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, პარტნიორ ქვეყნებთან მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკური ურთიერთობების, საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის განვითარების მიზნებისთვის შესაძლებელია ახალი სახის სანებართვო დოკუმენტის შემოღება ან/და მოქმედის შეცვლა/გაუქმება, მოქმედების ვადის და შევსების პირობების განსაზღვრა და საავტომობილო მიმოსვლის სხვა საკითხები.

8. პარტნიორ ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე, ასევე განისაზღვრება საქართველოსა და პარტნიორ ქვეყანას შორის გასაცვლელი კვოტირებული სანებართვო დოკუმენტების სახეები და მათი რაოდენობა.

9. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ - „ნ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი სანებართვო დოკუმენტები კვოტირებას არ ექვემდებარება.

მუხლი 4. სანებართვო დოკუმენტის მისაღებად დადგენილი პირობები

  1. სააგენტო, სანებართვო დოკუმენტს გასცემს მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ან საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკისა.

2. სანებართვო დოკუმენტის მისაღებად გადამზიდველმა განცხადებასთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ბ) წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლისთვისაც მოითხოვება სანებართვო დოკუმენტი, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობისა;

დ) ვადიანი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის ასლი (რომლითაც დასტურდება სატრანსპორტო საშუალების გამართულობა) იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც გადამზიდველი ითხოვს სანებართვო დოკუმენტს. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირების ანგარიში გაცემული უნდა იქნეს საქართველოში აკრედიტირებული ინსპექტირების ცენტრების მიერ ან „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ 1997 წლის 13 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე ან „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 92-ე მუხლის საფუძველზე;

ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – მინისტრის ბრძანება) საფუძველზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტისთვის გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. დანართ №1-ით და ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტების მისაღებად გადამზიდველმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, სააგენტოს დამატებით უნდა წარუდგინოს იმავე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სააგენტოს მიერ დადგენილი წესით ბოლოს გაცემული და გამოყენებული ანალოგიური, იმავე წლის სანებართვო დოკუმენტის დედანი. ამასთან, აღნიშნული სანებართვო დოკუმენტის დედნის წარმოდგენა სავალდებულო არ არის კალენდარული წლის განმავლობაში სანებართვო დოკუმენტის პირველად მიღებისას ან მისი დაკარგვის თაობაზე განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში. აღნიშნულ განცხადებას სააგენტო განიხილავს 10 სამუშაო დღის ვადაში.

4. ქვემოთ მოყვანილი სანებართვო დოკუმენტების მისაღებად, გადამზიდველმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს დამატებით უნდა წარუდგინოს შესაბამისი სატვირთო ავტომობილის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT-ის სერტიფიკატის ასლი, რომლითაც დასტურდება სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოების კატეგორიის შესაბამისობა სანებართვო დოკუმენტის მოთხოვნებთან და იმავე სატვირთო ავტომობილის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT ვადიანი სერტიფიკატის ასლი:

ა) ავსტრიის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (განკუთვნილი არანაკლებ „EURO III უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისთვის);

ბ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (განკუთვნილი არანაკლებ „EURO V უსაფრთხო” ან/და EURO VI უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისთვის);

გ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (განკუთვნილი არანაკლებ „EURO VI უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისთვის);

დ) იტალიის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (განკუთვნილი არანაკლებ „EURO III უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისთვის);

ე) იტალიის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (განკუთვნილი არანაკლებ „EURO V უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისთვის);

ვ) რუსეთის ფედერაციის ორმხრივი მრავალჯერადი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (განკუთვნილი არანაკლებ „EURO IV უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისთვის);

ზ) TRACECA მრავალმხრივი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (განკუთვნილი არანაკლებ „EURO III უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისთვის).

5. ორმხრივი ერთჯერადი/მრავალჯერადი საერთაშორისო არარეგულარული გადაყვანის სანებართვო დოკუმენტის მისაღებად გადამზიდველმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, სააგენტოს დამატებით უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;

ბ) საკონტროლო დოკუმენტი (ორმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევაში).

6. პარტნიორი ქვეყნის ორმხრივი რეგულარული ან/და ტრანზიტული რეგულარული საერთაშორისო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტის მისაღებად გადამზიდველმა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, სააგენტოს დამატებით უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მართვის მოწმობის ასლი;

ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას ავტოსატრანსპორტო საშუალების სვლაგეზის, მოძრაობის განრიგის, ტარიფების, მგზავრთა გადაყვანის პერიოდულობის, გასაჩერებელი პუნქტების (სადაც ხორციელდება მგზავრების ჩასხდომა და გადმოსხდომა, მათი აყვანისა და დატოვების მიზნით), შესვენების პუნქტების შესახებ (სადაც ხორციელდება მგზავრების ჩასხდომა და გადმოსხდომა, მათი დასვენების მიზნით და იმავე შემადგენლობის ავტობუსში დაბრუნება) და სხვა საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილი დოკუმენტები.

7. მომსახურების გაწევისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ელექტრონული სახით ინახება სააგენტოს ან სხვა პირების ელექტრონულ ბაზებში და სააგენტოსათვის აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

8. საქართველოს ორმხრივი რეგულარული ან/და ტრანზიტული რეგულარული საერთაშორისო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის მისაღებად, პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო სააგენტოს მიმართავს წერილობითი ფორმით, რომელსაც უნდა ერთვოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დოკუმენტები – პარტნიორი ქვეყნის გადამზიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალების სვლაგეზის, მოძრაობის განრიგის, ტარიფების, მგზავრთა გადაყვანის პერიოდულობის, გასაჩერებელი პუნქტების (სადაც ხორციელდება მგზავრების ჩასხდომა და გადმოსხდომა, მათი აყვანისა და დატოვების მიზნით), შესვენების პუნქტების (სადაც ხორციელდება მგზავრების ჩასხდომა და გადმოსხდომა, მათი დასვენების მიზნით და იმავე შემადგენლობის ავტობუსში დაბრუნება) შესახებ, ასევე, ორმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები.

9. გადამზიდველის მიერ წარმოდგენილ ამ მუხლით გათვალისწინებულ განცხადებაში  ან/და თანდართული დოკუმენტებში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გადამზიდველს განუსაზღვროს 5 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის გამოსწორებისთვის, რაც აუცილებელია განცხადების განხილვისათვის.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილ ვადაში გადამზიდველი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, სააგენტო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება გადამზიდველს. აღნიშნულ შემთხვევაში გადამზიდველის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

11. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადიანი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის წარმოდგენის გარეშე შესაძლებელია გაიცეს სანებართვო დოკუმენტი, ავტოსატრანსპორტო საშუალების პარტნიორ ქვეყანაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების შეუძლებლობის ან/და სხვა ობიექტური მიზეზით დაბრკოლების შემთხვევაში, ამ ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნების მიზნით ტვირთის ან/და მგზავრის გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით.

12. გადამზიდველი პასუხისმგებელია წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეზე.

მუხლი 5. სანებართვო დოკუმენტების გაცემის ვადები

1. ორმხრივი ერთჯერადი და მრავალჯერადი საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტის გაცემა სააგენტოს მიერ ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში.

2. ორმხრივი ერთჯერადი/მრავალჯერადი, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან, მრავალმხრივი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის გაცემა სააგენტოს მიერ ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში.

3. სააგენტოს მხრიდან წარდგენილი, გადამზიდველისთვის პარტნიორი ქვეყნის ორმხრივი რეგულარული ან/და ტრანზიტული რეგულარული საერთაშორისო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტის, აგრეთვე პარტნიორი ქვეყნის გადამზიდველისთვის საქართველოს ორმხრივი რეგულარული ან/და ტრანზიტული რეგულარული საერთაშორისო გადაყვანის სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის გაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ შესაბამისი პროცედურების ჩატარებისათვის საჭირო ვადებში, ხოლო პარტნიორი ქვეყნიდან სანებართვო დოკუმენტის/ავტორიზაციის ბლანკის მიღებიდან – არაუგვიანეს 30 სამუშაო დღეში.

მუხლი 6. სანებართვო დოკუმენტების გაცემის, გამოყენების და გაცემის შეჩერების პირობები

  1. სანებართვო დოკუმენტი, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“-„ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტებისა, გაიცემა მხოლოდ ერთი კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის და გამოიყენება ერთჯერადად ან მრავალჯერადად საერთაშორისო შეთანხმების გათვალისწინებით. მესამე პირისთვის მისი გადაცემა ან სანებართვო დოკუმენტის მფლობელის მიერ მისი გამოყენება მის მფლობელობაში არსებულ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე დაუშვებელია.

  2. გაუქმებული სანებართვო დოკუმენტის გამოყენება დაუშვებელია.

  3. ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე, ერთ ჯერზე გაიცემა ერთი სანებართვო დოკუმენტი, გარდა ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული მე-3 შენიშვნისა და დანართი №2-ით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტებისა.

  4. ამ წესით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტები და მისი თანმხლები დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორტზე სატრანსპორტო ოპერაციის მთელი პერიოდის განმავლობაში და მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს შესაბამის მაკონტროლებელ პირს.

  5. პარტნიორი ქვეყნებიდან/ორგანიზაციებიდან მიღებული, მაღალი მოთხოვნის მქონე სანებართვო დოკუმენტები გაიცემა დანართ №1 - ით განსაზღვრული გარკვეული პერიოდულობითა და რაოდენობით, გარდა, ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. ანალიტიკური ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტოს დირექტორი ავალებს კომისიას დანართ №1-ში და დანართ №2-ში არსებული მაჩვენებლების განსაზღვრასა და კორექტირებაზე შესაბამისი რეკომენდაციის მომზადებას.

7. სანებართვო დოკუმენტის გაცემის ოპტიმიზაციის მიზნით, სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს კონკრეტული სანებართვო დოკუმენტის გაცემა ან/და ჩაანაცვლოს ის ანალოგიური დანიშნულების სანებართვო დოკუმენტით, თუ სააგენტოში დარჩენილია აღნიშნული სანებართვო დოკუმენტის საერთო რაოდენობის 10%-ზე ნაკლები, რაზეც გამოიცემა შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

8. სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტული გადამზიდველის მიმართ შეზღუდოს სანებართვო დოკუმენტის გაცემა არაუმეტეს 1 წლის ვადით, ამ წესის მე-11 მუხლის „ი“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

9. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტი გაიცემა მხოლოდ გადამზიდველის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.

10. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტის დედანი გამოყენების შემდეგ უნდა წარედგინოს სააგენტოს, დანართ №3-ით გათვალისწინებული მიზნებისთვის.

მუხლი 7. სააგენტოს მიერ სანებართვო დოკუმენტების გაცემა კომისიური წესით

  1. რუსეთის ფედერაციის, თურქეთის რესპუბლიკისა და ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტების განაწილების პროცესი ხორციელდება სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე წელიწადში არანაკლებ სამჯერ, რომლითაც განისაზღვრება სააგენტოს მიერ კომისიური წესით გასაცემი სანებართვო დოკუმენტების რაოდენობა, მათი კომისიის მიერ განაწილების დაწყების და დასრულების თარიღები და პროცედურების ვადები. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.lta.gov.ge).

  2. კომისია გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილი სანებართვო დოკუმენტების განაწილების შესახებ იღებს მეთოდიკით (დანართი №3) გაანგარიშებული რეიტინგის საფუძველზე. აღნიშნული კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვს ასოციაციას, სათათბირო ხმის უფლებით, სურვილის შემთხვევაში.

  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტების გაცემა ხდება შემდეგი პროცედურების დაცვით:

ა) ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურის დაწყების შესახებ სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების თარიღიდან გადამზიდველს ეძლევა 10 სამუშაო დღის ვადა მოთხოვნის დასაფიქსირებლად, რისთვისაც უნდა მიმართოს სააგენტოს საინფორმაციო ცენტრს ან სააგენტოს მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონულ განყოფილებას (შემდგომში – რეგიონული განყოფილება), სადაც ამავე დროს უნდა მიუთითოს სააგენტოს ის რეგიონული განყოფილება, რომელსაც ანიჭებს უპირატესობას სანებართვო დოკუმენტის მისაღებად;

ბ) სანებართვო დოკუმენტების კომისიური წესით განაწილებისას სააგენტოს მიერ მხედველობაში არ მიიღება განცხადების შემოსვლის რიგითობა;

გ) კომისია ინფორმაციის დამუშავებისა და სანებართვო დოკუმენტების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს 10 სამუშაო დღეში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან;

დ) იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველმა დადგენილ ვადაში რამდენჯერმე დააფიქსირა სხვადასხვა მოთხოვნა, სააგენტო განიხილავს მის მიერ ბოლოს წარმოდგენილ განცხადებას;

ე) განაწილებული სანებართვო დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ასევე განთავსდება ინფორმაცია მათი მიღების ადგილისა და პირობების თაობაზე. სანებართვო დოკუმენტის მიღების ადგილის განსაზღვრისას უპირატესობა მიენიჭება გადამზიდველის მიერ მითითებულ რეგიონულ განყოფილებას;

ვ) კომისიის მიერ გამოყოფილი სანებართვო დოკუმენტების მიღების მიზნით გადამზიდველს განესაზღვრება 45 კალენდარული დღის ვადა განცხადების სააგენტოში წარმოსადგენად. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, განაწილებული სანებართვო დოკუმენტების აუთვისებელი რაოდენობა რჩება სააგენტოს განკარგულებაში და განაწილდება ამ წესის მე-7 ან მე-8 მუხლით განსაზღვრული პირობებით.

მუხლი 8. სანებართვო დოკუმენტის გაცემის განსხვავებული წესი

1. სააგენტო უფლებამოსილია ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტისგან განსხვავებული წესითა და პირობებით, გადამზიდველზე გასცეს სანებართვო დოკუმენტი სახელმწიფო (ადმინისტრაციული, სტრატეგიული და სხვა დანიშნულების) ან სხვა საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალების შემთხვევაში.

2. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო დოკუმენტების განსხვავებული პროცედურებით გადამზიდველზე გაცემის თაობაზე, რომლებიც ამ წესით დადგენილი პროცედურით გადანაწილებული კვოტის ფარგლებში დარჩა გაუცემელი მეოთხე კვარტლის მდგომარეობით;

ბ) დანართ №1-ით გათვალისწინებული კონკრეტული სანებართვო დოკუმენტების განსხვავებული წესით გადამზიდველზე გაცემის თაობაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც ნოემბრის მდგომარეობით მათი დარჩენილი რაოდენობა, ანალიტიკური ინფორმაციის საფუძველზე გადააჭარბებს აღნიშნული დანართით განსაზღვრული პერიოდულობითა და რაოდენობით მათ გასაცემ რაოდენობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებული სააგენტოს დირექტორის ბრძანება ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 9. სანებართვო დოკუმენტის შეცვლა და გაუქმება

1. გაცემული სანებართვო დოკუმენტის შეცვლა შესაძლებელია სარეზერვო სანებართვო დოკუმენტით (მისი არსებობისას) სანებართვო დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.

2. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო დოკუმენტი სააგენტოს მხრიდან გაიცა ხარვეზით, სააგენტო ვალდებულია აღნიშნული სანებართვო დოკუმენტი ჩაანაცვლოს ახალი ანალოგიური ან იმავე დანიშნულების სანებართვო დოკუმენტით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე სანებართვო დოკუმენტის შეცვლა შესაძლებელია გადამზიდველის განცხადების საფუძველზე, ერთ სამუშაო დღეში, საფასურის გადახდის გარეშე.

4. სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს მის მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტი:

ა) სანებართვო დოკუმენტის გამოყენების ამ წესით დადგენილი პირობების დარღვევის შემთხვევაში;

ბ) სანებართვო დოკუმენტის მფლობელის მიერ აღნიშნული დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში;

გ) სანებართვო დოკუმენტის მფლობელი პირის რეგისტრაციის გაუქმების/შეწყვეტის შემთხვევაში.

5. სააგენტოს მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტის გაუქმების შესახებ სააგენტო მიმართავს შესაბამისი პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს და აცნობებს შესაბამის გადამზიდველს.

6. სანებართვო დოკუმენტთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება ამ წესის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების დებულებები.

მუხლი 10. სანებართვო დოკუმენტების მონიტორინგი

სააგენტო სანებართვო დოკუმენტების გამოყენებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 11. სანებართვო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას სანებართვო დოკუმენტის გაცემაზე, თუ:

ა) გადამზიდველის მიერ წარმოდგენილი განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) გადამზიდველს არ გააჩნია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა ან/და საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა;

გ) წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს სანებართვო დოკუმენტის გასაცემად განსაზღვრულ, ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის დადგენილ ტექნიკურ ან/და უსაფრთხოების მოთხოვნებს;

დ) ამოწურულია შესაბამისი სახის სანებართვო დოკუმენტის კვოტა ან შეჩერებულია ამავე წესის საფუძველზე სანებართვო დოკუმენტის გაცემა;

ე) ამ წესის მე-7 მუხლის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებულია უარყოფითი გადაწყვეტილება სანებართვო დოკუმენტის განაწილებაზე;

ვ) გადამზიდველის რეგისტრაცია გაუქმებულია/შეწყვეტილია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) კონკრეტულ გადამზიდველზე სანებართვო დოკუმენტის გაცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდულია სააგენტოს მიერ;

თ) გადამზიდველი, კომისიის მიერ გამოყოფილი სანებართვო დოკუმენტის მისაღებად განცხადებას წარმოადგენს დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ;

ი) გადამზიდველმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებებით და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ან პარტნიორ ქვეყნებს შორის შეთანხმებით ქვეყნისთვის დადგენილი კვოტის ფარგლებში გაცვლილი ნებისმიერი სახის სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესები, რამაც გამოიწვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

მუხლი 12. გარდამავალი დებულება

ამ წესის მიღებამდე გაცემული სანებართვო დოკუმენტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადით, ხოლო მათი შეცვლა და გაუქმება რეგულირდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

danarti 1 .doc.docx
დანართი №1
სანებართვო დოკუმენტების ნუსხა, რომელთა მისაღებად ხდება ადრე მიღებული იგივე სანებართვო დოკუმენტების გამოყენების დადასტურება და რომლებიც გაიცემა გარკვეული პერიოდულობითა და რაოდენობით
საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტის დასახელება გასაცემი სანებართვო დოკუმენტების რაოდენობა
1 BSEC მრავალმხრივი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
2 TRACECA მრავალმხრივი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
3 ავსტრიის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
4 ბელარუსის რესპუბლიკის უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
5 ბელგიის სამეფოს უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
6 ბოსნია-ჰერცოგოვინის უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
7 ბულგარეთის რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
8 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (არანაკლებ EURO VI სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების კატეგორიისა) კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
9 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (არანაკლებ EURO V სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების კატეგორიისა) კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
10 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (არანაკლებ EURO VI სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების კატეგორიისა) კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
11 დიდი ბრიტანეთის უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ხუთი ერთეული ერთ გადამზიდველზე
12 ესტონეთის რესპუბლიკის უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
13 თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ნავსადგურში დატვირთვის უფლებით საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
14 თურქეთის რესპუბლიკის ქვეყანაში ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
15 თურქმენეთის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
16 ირანის ისლამური რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ოთხი ერთეული ერთ გადამზიდველზე
17 იტალიის ორმხრივი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი - საწევარი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
18 იტალიის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (არანაკლებ EURO III სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების კატეგორიისა) კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
19 იტალიის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (არანაკლებ EURO V სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების კატეგორიისა) კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
20 ლატვიის რესპუბლიკის უნივერსალური სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
21 ლიეტუვას რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
22 ლიეტუვას რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
23 მოლდოვას რესპუბლიკის უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
24 მონღოლეთის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
25 მონღოლეთის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
26 ნიდერლანდების უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
27 პოლონეთის რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
28 რუმინეთის რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
29 საბერძნეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
30 საფრანგეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
31 სერბეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
32 სლოვაკეთის რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
33 სლოვაკეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში სამი ერთეული ერთ გადამზიდველზე
34 სლოვენიის რესპუბლიკის უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ოთხი ერთეული ერთ გადამზიდველზე
35 უნგრეთის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
36 უნგრეთის ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ორი ერთეული ერთ გადამზიდველზე
37 შვეიცარიის კონფედერაციის უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ხუთი ერთეული ერთ გადამზიდველზე
38 ჩეხეთის რესპუბლიკის უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ხუთი ერთეული ერთ გადამზიდველზე
39 ხორვატიის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირაში ხუთი ერთეული ერთ გადამზიდველზე

შენიშვნა 1. ერთ გადამზიდველზე გამოყოფილი BSEC  მრავალმხრივი, TRACECA მრავალმხრივი და თურქეთის რესპუბლიკის ქვეყანაში ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლის უფლებით  სანებართვო დოკუმენტებიდან  კვირის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთი სახის, გადამზიდველის მიერ შერჩეული სანებართვო დოკუმენტი, დანართით დადგენილი გასაცემი  რაოდენობის მიხედვით.

შენიშვნა 2. ერთ გადამზიდველზე გამოყოფილი უნგრეთის ორმხრივი/ტრანზიტი და უნგრეთის ტრანზიტის სანებართვო დოკუმენტებიდან  კვირის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთი სახის, გადამზიდველის მიერ შერჩეული სანებართვო დოკუმენტი,  დანართით დადგენილი გასაცემი  რაოდენობის მიხედვით.

შენიშვნა 3. ერთ გადამზიდველზე გამოყოფილი ბელარუსის რესპუბლიკის უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი კვირის განმავლობაში გაიცემა არაუმეტეს 2 ერთეულისა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.

danarti 2. doc.docx
დანართი №2
შეუზღუდავი რაოდენობით გასაცემი სანებართვო დოკუმენტების ნუსხა
1 აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
2 აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
3 ბულგარეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
4 თურქეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
5 თურქმენეთის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
6 ირანის ისლამური რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
7 პოლონეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
8 რუმინეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
9 რუსეთის ფედერაციის ორმხრივი მრავალჯერადი (განკუთვნილი არანაკლებ „EURO IV უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისთვის) საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
10 რუსეთის ფედერაციის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
11 ტაჯიკეთის რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
12 ტაჯიკეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
13 ტაჯიკეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი (გადასახადების გარეშე)
14 უზბეკეთის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
15 უზბეკეთის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
16 უკრაინის უნივერსალური მრავალჯერადი საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
17 უკრაინის უნივერსალური საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
18 ყაზახეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
19 ყირგიზეთის რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
20 ყირგიზეთის რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
21 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
22 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული საერთაშორისო გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტი
danarti 3.docx

დანართი №3

სანებართვო დოკუმენტების მიღების მსურველ გადამზიდველთა რეიტინგის გაანგარიშების მეთოდიკა

საერთაშორისო გადაზიდვების სანებართვო დოკუმენტების (შემდგომ სანებართვო დოკუმენტი) მსურველ გადამზიდველთა რეიტინგის (R ) გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:

R= $\frac{\mathbf{R}\mathbf{1}}{\mathbf{K}}\mathbf{+ R}\mathbf{2 + R}\mathbf{3}$,

სადაც:

R1 – საავტომობილო პარკის დატვირთვის ეფექტურობის, R2 – საკუთრებაში არსებული ავტოპარკის სიდიდისა და ეკოლოგიურობის, R3 - სანებართვო დოკუმენტებით საქმიანობის ხანგრძლივობის მიხედვით განსაზღვრული რეიტინგებია.

სადაც:

$$\mathbf{R}\mathbf{1 =}\frac{\mathbf{Not +}\left( \mathbf{Nrt}\mathbf{1*M}\mathbf{1 + Nrt}\mathbf{2*M}\mathbf{2} \right)\mathbf{+ Nj}}{\mathbf{Nvot}}\mathbf{+ C + Nc}$$

  • Not - არის მიღებული ერთჯერადი სანებართვო დოკუმენტიებს სრული რაოდენობა;

  • 𝑵rt1, 𝑵rt2 მიღებული მრავალჯერადი ორმხრივი სანებართვო დოკუმენტების რაოდენობა;

  • 𝑴1, M2 … – მრავალჯერადი ორმხრივი სანებართვო დოკუმენტების ფლობის თვეების რაოდენობა;

  • Nj არის ECMT სააღრიცხვო წიგნის მიხედვით შესრულებული რეისების რაოდენობა;

  • Nvot - ასს-ების უნიკალური რაოდენობა, რომლებზეც გაიცა ერთჯერადი ან/და მრავალჯერადი სანებართვო დოკუმენტები ან/და რომელიც ფიქსირდება ECMT სააღრიცხვო წიგნის მიხედვით შესრულებული რეისების განხორციელებაში;

  • Nc – იმ უნიკალური ქვეყნების რაოდენობა, სადაც საანგარიშო წელს შესრულდა ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტებით რეისები ან/და იმ უნიკალური ქვეყნების რაოდენობა, რომლებზეც გადაზიდვების შესრულების მიზნით მიღებულია ორმხრივი სანებართვო დოკუმენტები (შემდგომ – უნიკალური ქვეყნების რაოდენობა).

  • C – ქვეყნების სიშორის ხვედრითი კოეფიციენტი, სადაც C ტოლია ქვეყნების სიშორის კოეფიციენტებისა (ცხრილი №1) და ამ ქვეყნებში გადაზიდვის მიზნით მიღებული ერთჯერადი სანებართვო დოკუმენტების რაოდენობის ნამრავლის ჯამისა, (C1+C2+C3 ......), შეფარდებული ამ სანებართვო დოკუმენტების რაოდენობასთან (Nd): C = $\frac{\mathbf{C}\mathbf{1 + C}\mathbf{2 + C}\mathbf{3\ldots\ }}{\mathbf{Nd}}$

დარღვევის კოეფიციენტი K = 1+0.3a + 0.1e + 0.5f + 0.1g, სადაც:

  • 𝒂 – სანებართვო დოკუმენტის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტი (გადაკეთება, მის მფლობელობაში არსებულ სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება, სხვა გადამზიდველზე გადაცემა ან/და სხვა გადამზიდველის მფლობელობაში არსებულის გამოყენება.

  • e – სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის №51/ნ ბრძანებით დამტკიცებული ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის შესაბამისად მიცემული გაფრთხილება (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხდა გაფრთხილების შემდეგ სანებართვო დოკუმენტის ჩამორთმევა);

  • f – სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 სექტემბრის №51/ნ ბრძანებით დამტკიცებული ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესის შესაბამისად სანებართვო დოკუმენტის ჩამორთმევა;

  • g – სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამზიდველის დაჯარიმების ან უცხოეთის ან საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან გადამზიდველის მხრიდან დარღვევის ან მისი დაჯარიმების შეტყობინების შემთხვევაში – მათი ჯამური რაოდენობა;

შენიშვნა: თუ K-ს მნიშვნელობა 2-ზე მეტია, ასეთ შემთხვევაში K=2-ს

R2 = P + $\frac{\mathbf{V}\mathbf{0 +}\mathbf{\ (}\mathbf{EURO\ 0\ }\mathbf{- : -}\mathbf{EURO\ III}\mathbf{)}\mathbf{\ }\mathbf{*\ }\mathbf{2\ + \ EUROIV}\mathbf{\ }\mathbf{*\ }\mathbf{\ }\mathbf{4\ + \ EUROV}\mathbf{\ }\mathbf{*\ }\mathbf{\ }\mathbf{6\ + \ EUROVI\ }\mathbf{\ }\mathbf{8\ }}{\mathbf{Nv}}\mathbf{,}$

სადაც:

  • 𝑷არის პარკის სიდიდის კოეფიციენტი (ცხრილი №2);

  • (EURO 0 -:-EURO III), EUROIV, EUROV, EUROVI – ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაა კატეგორიების მიხედვით.

  • 2, 4, 6, 8 – თანაფარდობის კოეფიციენტები;

  • 𝑽𝒐 – დაქირავებული ასს-ების რაოდენობა;

  • 𝑵v –ასს-ების ჯამური რაოდენობა.

R3 გაანგარიშების მიზნებისთვის, EURO-ბის განსაზღვრისთვის გამოიყენება ცხრილ №3-ში არსებული მონაცემები.

𝑹3= P∗5, სადაც:

  • P არის საანგარიშოს წინა სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სანებართვო დოკუმენტის ფლობა, წელზე 1 ერთეული.

შენიშვნა:

1. რეიტინგის გაანგარიშებისას გამოიყენება კომისიაზე განსახილველად განკუთვნილი განცხადებების მიღების დაწყების თვიდან წინა 12 თვის განმავლობაში ამავე გადამზიდველის შესახებ სააგენტოში არსებული ინფორმაცია.

2. ნებართვების განაწილება ხდება გადამზიდველთა რეიტინგის კლების მიხედვით შედგენილი სიის საფუძველზე, მათ საკუთრებაში არსებული პარკისა და რეიტინგის პროპორციულად, გასანაწილებლად გამოტანილი კვოტის ამოწურვამდე. კომისია უფლებამოსილია, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული პროპორცია არეგულიროს შესაბამისი კოეფიციენტით.

3. საკუთრებაში არსებული პარკის დათვლის მიზნებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ის რაოდენობა, რომელიც რეიტინგის გაანგარიშების დაწყების თვიდან წინა 12 თვის განმავლობაში იყო გადამზიდველის საკუთრებაში და რომელზეც გაცემულია, სულ მცირე, ერთი სანებართვო დოკუმენტი.

4. თუ გადამზიდველმა არ გამოიყენა ან/და არ წაიღო მასზე განაწილებული კონკრეტული ქვეყნის სანებართვო დოკუმენტი, კომისიის შემდეგ სხდომაზე მის მიერ მოთხოვნილ რაოდენობას გამოაკლდება შესაბამისი გამოუყენებელი/არწაღებული ანალოგიური სანებართვო დოკუმენტის ოდენობა.

5. იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდველებს ზემოთ აღნიშნული ფორმულის გამოყენებით დაუდგინდათ ერთი და იგივე სარეიტინგო ქულა, უპირატესობა ენიჭება იმ გადამზიდველს, რომელიც აღემატება თავის კონკურენტებს, თუნდაც ერთი მაჩვენებლით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) პარკის რაოდენობით;

ბ) გადამზიდველზე გაცემული სანებართვო დოკუმენტების ჯამური რაოდენობით;

გ) უნიკალური ქვეყნების რაოდენობით;

დ) ვისაც წინა 12 თვის განმავლობაში არ უფიქსირდება სანებართვო დოკუმენტის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტი;

ე) სააგენტოში სანებართვო დოკუმენტის პირველად აღების შემდგომი პერიოდით.

ცხრილი №1

აბრევიატურა ქვეყანა კოეფიციენტი
ARM სომხეთი 1
AZ აზერბაიჯანი 1
TR თურქეთი 2
IR ირანი 4
BG ბულგარეთი 6
RUS რუსეთი 8
UA უკრაინა 8
BY ბელარუსი 10
TM თურქმენეთი 10
BiH ბოსნია ჰერცოგოვინა 10
HR ხორვატია 10
GR საბერძნეთი 10
MD მოლდოვა 10
RO რუმინეთი 10
SRB სერბეთი 10
UZ უზბეკეთი 10
TJK ტაჯიკეთი 10
SLO სლოვენია 10
A. ავსტრია 14
KGZ ყირგიზეთი 14
CZ ჩეხეთი 14
CH შვეიცარია 14
D გერმანია 14
HU უნგრეთი 14
PL პოლონეთი 14
SK სლოვაკეთი 14
EST ესტონეთი 14
LV ლატვია 14
LT ლიეტუვა 14
I იტალია 14
F საფრანგეთი 18
B ბელგია 18
MN მონღოლეთი 18
NL ჰოლანდია 18
UK დიდი ბრიტანეთი 18
CHN ჩინეთი 20

ცხრილი №2

განსახილველი ავტოპარკის რაოდენობა P კოეფიციენტი
<= 5 5
>5<=10 10
>10<=20 15
>20 20

ცხრილი №3

გამოშვების პერიოდი Euro სტანდარტი
1992–1995 Euro I
1996–2000 Euro II
2000–2005 Euro III
2005–2008 Euro IV
2008–2013 Euro V
2013–დღემდე Euro VI