📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 02.02.2026
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016575 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/02/2026
466 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.01.2026 ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 22.01.2026 ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 03.02.2026 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 04.02.2026 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.03.2025

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2026 წლის 2 თებერვალი დაბა ხარაგაული        ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე. გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, „სახელმწიფო ქონების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად (თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025  წლის 3 თებერვლის  №2 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 05/02/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016550). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით კიკნაძე დანართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის – დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ .მ მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორამტიული ფასი) დგინდება შესაბამის ტერიტორიაზე მიწის საბაზრო ფასის გათვალიწინებით და გამოიანგარიშება ფორმულის მიხედვით: CN=IMG XITL XC X K, სადაც: ა) C N არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ) I M G არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0, 37-ს; გ) I T L  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და უდრის 1-ს; დ) C  არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 120-ს. 2. პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის – დაბა ხარაგაულისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: LMGG ITL C K CN (lari) 0,37 1 0,24 120  10.66 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  სოფლებისათვის, გარდა მე-5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 40%-ით და იგი განისაზღვროს 4.26 ლარით. 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში, გარდა მე-5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა, მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 25%-ით და იგი შეადგენს 2.67 ლარს. 5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში გამავალ „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ: ა) ს-1 ინდექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ით და იგი შეადგენს 10.66 ლარს; ბ) შ-55 ,შ-56, შ-101 ინდექსის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და იგი შეადგენს 5.33  ლარს.