„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
390000000.10.003.025609
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №60

2026 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 390000000.10.003.022776) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 98. ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის გარდამავალი მოწესრიგება

1. ელექტრული ქსელების არსებულ სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითმოსარგებლეებზე 2027 წლის 1 იანვრამდე, გარდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, არ გავრცელდეს ამ წესით გათვალისწინებული, ასეთი სარგებლობის განხორციელებისათვის საჭირო საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება. ასეთმა სუბიექტებმა ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინონ მოთხოვნილი ფართობის Shp-ფაილები.

2. ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითმოსარგებლეები, გარდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, 2027 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან ამ წესის ამოქმედებამდე არსებულ სახაზო ნაგებობებზე განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარებისას ტყეკაფის მასალების ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის ვალდებულებისაგან. ასეთმა სუბიექტებმა ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინონ ტყეკაფის მონიშვნის მასალები (გარდა ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტისა).

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.02.2026.
როდის იქნა მიღებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 16.02.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №60. სარეგისტრაციო კოდი — 390000000.10.003.025609.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.02.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №60, 16.02.2026, სარეგისტრაციო კოდი 390000000.10.003.025609 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6787773/