უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №20/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430020000.22.022.018799 54
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/02/2026
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.02.2026 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
ბრძანება №20/ნ
2026 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 180 და არაუმეტეს 200 კრედიტით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებისა.
2. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 240 კრედიტით, თუკი იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) არაუმეტეს 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის, მათ შორის, ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა სსიპ –
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (შემდგომ –
ცენტრი);
ბ) არაუმეტეს 240 კრედიტის მოცულობის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო ერთობლივი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ (შემდგომ –
სწავლის სფეროების კლასიფიკატორი) გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა;
დ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული:
ვ.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ბ) „ელექტრობა და ენერგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0713) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.გ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.დ) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ე) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ვ) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ზ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.თ) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ი) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.კ) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215) „საშემსრულებლო ხელოვნების (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდო დირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა/კონცერტმაისტერი/კლავიშიანი საკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა/ძველებური მუსიკალური საკრავები)“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.8), „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ლ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0915.1.1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.მ) „ჯანდაცვის –
არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ნ) „მათემატიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0541) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ო) „ბიოლოგიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0511) „ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.პ) „ქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0531) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ჟ) „ფიზიკის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0533) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.რ) „ბიოქიმიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0512) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ს) „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0532) „გეოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.3) და „გეოფიზიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0532.1.4) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა.
3. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 60 კრედიტით ან არანაკლებ 120 კრედიტით, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.
4. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის, მათ შორის, ერთობლივი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას მინიჭებული აქვს უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაცია, რომლის აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელა ცენტრმა;
ბ) არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო ერთობლივი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული სამართლის დეტალური სფეროს (კოდი: 0421) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა;
დ) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული:
ე.ა) „ფარმაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0916) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე.ბ) „მექანიკა და ლითონის საქმის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0715) „მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0715.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე.გ) „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0716) „საავიაციო ინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0716.1.3) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე.დ) „სურსათის გადამუშავების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0721) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე.ე) „სამთო საქმე და მოპოვების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0724) „სამთო და გეოინჟინერიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0724.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე.ვ) „არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0731) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე.ზ) „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0732) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე.თ) „სახვითი ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0213) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ.ი) „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნების“ დეტალური სფეროს (კოდი: 0215) „კომპოზიციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.9), „საეკლესიო მუსიკის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.12), „მუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.16) და „ეთნომუსიკოლოგიის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0215.1.17) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე.კ) „თერაპია და რეაბილიტაციის“ დეტალური სფეროს (კოდი: 0915) „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის“ სწავლის სფეროს (კოდი: 0915.1.1) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე.ლ) „ჯანდაცვის –
არაკლასიფიცირებული“ დეტალური სფეროს (კოდი: 0919) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა.
5. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვროს არანაკლებ 3 წლით და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს.
მუხლი 2🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ აცნობოს ცენტრს, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადებისა და ფორმის შესაბამისად.
2. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება მონიტორინგის გზით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის პროცესი არ აფერხებს საგანმანათლებლო პროგრამის გახორციელების უფლებას.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე