დასახელება

2024 წლის ფაქტი

2025 წლის ფაქტი

2026 წლის გეგმა

ვალდებულებების ცვლილება

-74.4

-74.4

-37,2

კლება

74.4

74.4

37,2

საშინაო

74.4

74.4

37,2

მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსასხურება და დაფარვა.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა განისაზღვროს 42,2 (პროცენტი 5,0 ათასი ლარი; ძირი 37,2 ათასი ლარი) ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებულ "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის" ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული სასესხო ვალდებულებების (ძირი) ძირითადი თანხის დაფარვას.

2018 წლიდან საჩხერის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები შეადგენდა 782466 ლარს, 2018 წლიდან 2026 წლის დღეის მდგომარეობით გადახდილია 764010 ლარი. აქედან: პროცენტი 280566 ლარი; ხოლო ძირის სახით გადარიცხულია 483444  ლარი.

დასახელება

საპროგნოზო ვალი

მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსასხურება და დაფარვა

42,2

პროცენტი

5,0

ძირი

37,2

თავი II

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები

განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;

დასუფთავება და გარემოს დაცვა;

განათლება;

კულტურა, რელიგია,  ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები;

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები და ქვეპროგრამები კავშირშია მდგრადი განვითარების მიზნებთა