მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 2573,7 ათასი ლარი. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათას ლარში

პროგრამული
კოდი

დასახელება

2026 წლის გეგმა

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

2,573.7

06 01

ჯანდაცვის პროგრამები

314.7

06 02

სოციალური პროგრამები

2,229.0

06 02 01

ავადმყოფთა  სოციალური დაცვა

800.0

06 02 02

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა

489.9

06 02 02 01

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა

65.0

06 02 02 02

საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება

30.0

06 02 02 03

პერსონალური ასაისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფა

394.9

06 02 03

ომისა და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები

20.0

06 02 04

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

600.0

06 02 05

მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა

60.0

06 02 06

უფასო სასადილოს დაფინანსება

70.0

06 02 07

სარიტუალო ხარჯები

4.5

06 02 08

საჩხერე-პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება

30.1

06 02 09

სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება

100.0

06 02 10

საცხოვრებლით უზრუნველყოფა

40.0

06 02 11

ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა

14.5

06 04

ინტეგრირებული დღის ცენტრი

30.0

5.  პრიორიტეტი -მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი  0600)

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული რესურსების ფარგლებში გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფა. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.

5.1 პროგრამა -ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი  0601)

ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა: იმუნიზაცია, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა მართვა, პარაზიტოლოგიური დაავადებები, ანტირაბიული - ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა,  პროგრამა ითვალისწინებს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის ღონისძიებების გატარებას, დელეგირებული  საზოგადოებრივი ჯანდაცვის  სახელმწიფო პროგრამების შესრულებას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტეგრირებული პროგრამა ითვალისწინებს გადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენციას, (ესენია: „C” ჰეპატიტი, შიდსი, ტუბერკულოზი,) აღნიშნული პროგრამა მრავალწლიანია,  გამოკვლევები და მკურნალობა  უფასოა ყველა მოქალაქისათვის. 2026 წლის წინასწარი პროგნოზით  ინტეგრირებული კვლევა ჩაუტარდება  მოსახლეობის 95 %- ს. ყველა ვირუს დადასტურებულ პირის  ბიოლოგიური მასალა (პლაზმა)   გაიგზავნება  კონფირმაციული (დამატებით) კვლევისათვის  ლუგარის ლაბორატორიაში.  ვირუსით დაინფიცირებულ პირს უსასყიდლოდ  ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა.  ჯანდაცვის პროგრამებში  მუშაობა  სისტემატიურად  აისახება ლოჯისტიკის ელ. მოდულში.   სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში დიდი ყურადღება დაეთმობა სანიტარულ - ჰიგიენური წესების დაცვას. (ხელსაბანები, გამდინარე ცივი და თბილი წყალი,).

პროგრამის მიზანი: აცრებით მოცული იყოს 0-14 წლის ბავშვთა აბსულუტური უმრავლესობა 98%; ბავშვთა ორგანიზებულ დაწესებულებებში( სკოლები, ბაღები) ჰიგიენის ნორმების დაცვა, წყალმომარაგებით და  კანალიზაციით უზრუნველყოფა- ბავშვთა ორგანიზებულ დაწესებულებებში ( სკოლები, ბაღები) ჰიგიენის ნორმების დაცვა, წყალმომარაგებით და  კანალიზაციით უზრუნველყოფა-; ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის შეუფერხებელი მიწოდება ამცრელ დაწესებულებაზე. შეტყობინების მიღებიდან მყისიერი რეაგირება, უკუკავშირი ვეტ სამსახურთან.(ცხოველებზე ვეტ .კონტროლი); რაიონის მოსახლეობის 95% გამოკვლეული იყოს C ჰეპატიტის და შიდსის  ვირუსზე;   საგანმანათლებო შინაარსის შეხვედრები მოსახლეობასთან,   საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება.. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა და  მოსახლეობის ვაქცინაციის ჩატარება გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში. (შშმ პირთა და ხანდაზმულთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში  მათი ვაქცინაციის ჩატარება ადგილზე).

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3.

5.2 პროგრამა -სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი  0602)

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გარკვეული შეღავათებისა და სოციალური დახმარებებით  უზრუნველყოფას. ხანდაზმულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, ავადმყოფთა დახმარებას, სხვადასხვა ორგანიზების და ღონისძიებების სუბსიდირებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას, ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამას.

პროგრამის მიზანი:  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 1, SDG 2, SDG 3.

5.2.1 ქვეპროგრამა -ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი  060201)

ავადმყოფთა სოციალური დაცვის მუხლიდან   გათვალისწინებულია დახმარება საჩხერის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგიტრირებულ მოქალაქეებზე, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას,  კერძოდ: ა) მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროებათ გეგმიური  და გადაუდებელი სტაციონარულ-ქირურგიული ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება, მიეცემათ 2000(ორი ათასი) ლარამდე ერთჯერადად,  ხოლო მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე პირი), ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქეებს მიეცემათ დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით.  დებულების ამ პუნქტით ვერ ისარგებლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალიც აღემატება 40000 (ორმოცი ათასი) ლარს, ასევე მოქალაქე, რომელიც აპირებს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ან უკვე მიიღო იმ დაწესებულებაში, რომელიც გასულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან.  ბ) მოქალაქეები, რომლებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა  სახის კვლევა დაფინანსდებიან 1000 (ათასი) ლარამდე, ხოლო  მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე პირი), ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქეებს მიეცემათ დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარამდე თანხის ოდენობით. გ) მოქალაქე, რომლის ჩატარებული ან ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან დარჩენილია 300 (სამასი) ლარზე ნაკლები თანხა (გარდა მოწყვლადი კატეგორიისა, კერძოდ, სოციალურად დაუცველი (150 000 ქულის ჩათვლით), მრავალშვილიანი ოჯახი, შშმ სტატუსის მქონე პირი, ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი, დევნილი) მუნიციპალური სოციალური პროგრამით ვერ ისარგებლებს. დ) მოქალაქეები, რომლებიც თირკმლის უკმარისობის გამო, გადიან დიალიზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში მიეცემათ დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და პროგრამით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა

5.2.2 ქვეპროგრამა -შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი  060202)

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დახმარებას.

ქვეპროგრამის მიზანი:  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების ფინანსური დახმარება.

5.2.2.1 ქვეპროგრამა -შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი  06020201)

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 0-18 წალამდე არასრულწლოვან მოქალაქეებს წელიწადში ერთჯერადად მიეცემათ 200 (ორასი) ლარი.

2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ესაჭიროება ინდივიდუალური დამხმარე საშუალება და რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით.

3. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  /ეტლით მოსარგებლე, საწოლს მიჯაჭვული/ პირს ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფისთვის მიეცემა დახმარება  წელიწადში ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა (0-18 წალამდე არასრულწლოვანთა) ფინანსური დახმარება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალური ინტეგრაცია საზოგადოებაში, წვდომა საზოგადოებრივ სერვისებზე ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა და მათთვის ადაპტირებული გარემოს ხელმისაწვდომობა.

5.2.2.2 ქვეპროგრამა -საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება (პროგრამული კოდი  06020202)

საქართველოს ყრუთა კავშირის  საჩხერის ფილიალი ახორციელებს 6-18 წლამდე ბავშვებზე ზრუნვას, აღნიშნულ ფილიალში ამჟამად ირიცხება 15 ბენეფიციარი მათ შორის  12 ბიჭი და 3 გოგო. დღის ცენტრის მიზანია: შშმ პირთა სოციალური ინკლუზიის და ცხოვრების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა, 6-14 წლამდე ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა.14-18 წლამდე წინარე პროფესიული  მომზადება (მაგალითად სამზარეულოს აქტივობა, ბისერებით მუშაობა, ჩანთების კერვა, სანთლების დამზადება, კინეტიკურ ქვიშაზე მუშაობა და სხვა. ) პროგრამა   ემსახურება და დღის ცენტრის მიზანია 6 დან18 წლამდე ასაკის ბენეფიციართა ფიზიკური, შემეცნებითი და ფსიქოლოგიური სერვისების მიწოდება, რაც უზრუნველყოფს მათ ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებას და სოციალურ ინკლუზიას. დღის ცენტრში ფუნქციონირებს მობილური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია მულტიდისციპლინალური ჯგუფით: სპეც პედაგოგები, ძიძა, ფსიქოლოგი, ექთანი,  სახელოვნებო მიმართულების სპეციალისტი და თერაპევტი. რომლებიც მუშაობენ შშმ ბენეფიციარებთან. სპეც პედაგოგი და ფსიქოლოგი-ცეკვის თერაპევტი, მუშაობს როგორც ბავშვებთან ასევე მათ მშობლებთან იმ ინდივიდუალური გეგმის მიხედვით რომელიც შედგენილი გვაქვს მშობლების ჩართულობით. სწავლის პროცრსი მიმდინარეობს როგორც თეორიული ცოდნის ათვისების, ასევე შესაბამისი პრაქტიკული სავარჯიშოების განხორციელებით, ბენეფიციარების შესაბამისი უნარების შესაბამისად. დღის ცენტრში განხორციელებულია ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა თითოეულ ბენეფიციართან. ბენეფიციარების ტრიგერების შეფასება ქცევის მართვის პროგრამის დაგეგმვა განხორციელება. ბენეფიციართა ფსიქოლოგიური შეფასება სენსორული და ფუნქციური უნარების განვითარება.

ქვეპროგრამის მიზანი:  სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა, ყოველდღიური მომსახურება ცენტრის ტრანსპორტით, ორჯერადი კვებით, მათშორის სადილი სამ კომპონენტიანი.

5.2.2.3 ქვეპროგრამა -პერსონალური ასაისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი  06020203)

პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად, იმ პირთა გადამზადებას, რომლებიც გაივლიან რეგულარული და სპეციალიზირებული ასისტირების ტრენინგს/ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პერსონალური ასისტენტის მოსამზადებელი/ სატრენინგო 82 საათიანი თეორიული და პრაქტიკული კურსით).

ქვეპროგრამის მიზანი:  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალური ინტეგრაცია საზოგადოებაში, წვდომა საზოგადოებრივ სერვისებზე და მათთვის ადაპტირებული გარემოს ხელმისაწვდომობა. ამასთანავე შშმ პირებისათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

5.2.3 ქვეპროგრამა -ომისა და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები (პროგრამული კოდი  060203)

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომის მონაწილე  ვეტერანს, რომელიც ასევე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანი:  ომის მონაწილე ვეტერანთა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანების მხარდაჭერა.

5.2.4 ქვეპროგრამა -ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი  060204)

1.საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც შეეძინება მეოთხე ან/და მეხუთე შვილი (0-18 წლის ჩათვლით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო მეექვსე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში (0-18 წლის ჩათვლით), 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 2.  საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  ხანდაზმულს (100 წელი და ზევით) მიეცემა დახმარება  ერთჯერადად  1000 (ათასი)  ლარის ოდენობით. 3. აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება ხდება 700 (შვიდასი) ლარამდე ოდენობით და ერთჯერადად გაეწევათ დახმარება: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი, 20 წლის ჩათვლით), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (რომელთაც აქვთ მინიჭებული 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მშობლის და  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტებს, ხოლო  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტი დაფინანსდება 1000 (ათასი) ლარამდე ოდენობით. 4.. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მძიმე საცხოვრებელ პირობებში, იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე ოჯახი), არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და საკუთარი სახსრებით ეწევიან საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიეცემათ დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე ოდენობით.  5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ  შემთხევაში,  მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს  5000 (ხუთი ათასი)  ლარამდე ოდენობით. 6. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეზე, რომელიც რეგისტრირებულია საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანი: მრავალშვილიან, ასწლოვან, სოციალურად დაუცველ ოჯახთა დახმარება, ასევე სტუდენტთა თანადაფინანსება, ჩერნობილელთა დახმარება.

5.2.5 ქვეპროგრამა -მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი  060205)

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დედით ან მამით ობოლ არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანი:  მარჩენალგარდაცვლილი ოჯახების და მარტოხელა მშობლების ფინანსური დახმარება.

5.2.6 ქვეპროგრამა -  უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი  060206)

საჩხერის მუნიციპალიტტეის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეს „უფასო  სადილით“ უზრუნველყოფის მიზნით გაეწევა დახმარება და დღეში ერთჯერადად მიეცემათ უფასო სადილი (მენიუს  შესაბამისად), საჭიროების შემთხვევაში ბინაზე მიტანით.

ქვეპროგრამის მიზანი:  სოციალურად შეჭირვებული ბენეფიციარების  „უფასო სადილით“ მომსახურება.

5.2.7 ქვეპროგრამა -  სარიტუალო
ხარჯები
(პროგრამული კოდი  060207)

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 500  ლარის ოდენობით:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო  მომსახურება;

ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანი:   პროგრამით მოსარგებლე ოჯახების  მხარდაჭერა.

5.2.8   ქვეპროგრამა -  საჩხერე-პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება
(პროგრამული კოდი  060208)

საჩხერის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის საჩხერე-პერევი, პერევი-საჩერის მიმართულებით ხორციელდება სოფლების პერევის და ქარძმანის მცხოვრები მოქალაქეებისათვის უფასო ტრანსპორტით  მომსახურება. პერევის მიმართულებით ემსახურება 2 მძღოლი მიკრო ავტობუსთ კვირაში 4 მარშუტი. სოფელ ქარძმანის მიმართულებით ემსახურება 1 მძღოლი მიკრო ავტობუსით კვირაში 3 მარშუტი.

ქვეპროგრამის მიზანი:  საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის  უფასო ტრანსპორტით  მომსახურება.

5.2.9 ქვეპროგრამა -სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი  060209)

საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც სტიქიური  უბედურების/ხანძრის შედეგად  დაეწვა  საცხოვრებელი  სახლი, მიეცემა დახმარება  10000  (ათი ათასი)  ლარამდე თანხის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანი:  ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მაქსიმალური მხარდაჭერა.

5.2.10 ქვეპროგრამა -საცხოვრებლით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი  060210)

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ბინის დაქირავებისათვის მიეცემა დახმარება  250 ლარამდე  ოდენობით.

2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს (ეკომიგრანტებს) ბინის დაქირავებისათვის მიეცემათ დახმარება ყოველთვიურად 600 ლარამდე თანხის ოდენობით (თანხის ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ ოჯახში ფაქტობრივად მცხოვრებ წევრთა რაოდენობის მიხედვით). ბინის დაქირავება მოქალაქემ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც თვითონ არის რეგისტრირებული, გარდა ისეთი გამონაკლისისა, როდესაც კონკრეტულ ადმინისტრა-ციულ ერთეულში ფიზიკურად არ მოიძებნება გასაქირავებელი ფართი. ეკომიგრანტ ოჯახებზე, მუნიციპალიტეტის მიერ ბინის დაქირავებისათვის დახმარების მიცემა განხორციელდება, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ  დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.

ქვეპროგრამის მიზანი:  საცხოვრებელი სახლის არმქონე ოჯახების და ეკომიგრანტთა დახმარება-ბინით უზრუნველყოფა.

5.2.11 ქვეპროგრამა  -ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი  060211)

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ბავშვიან ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სოციალური საფრთხის წინაშე და ესაჭიროება დაცვა, მხარდაჭერა და გაძლიერება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრულ ოჯახს, მიეცემა დახმარება ერთჯერადად   არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარამდე  ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანი: სოციალურად დაუცველ ოჯახთა, (სარეიტინგო ქულა 120000-ის ჩათვლით) მარჩენალდაკარგულთა /მშობლის /მშობლების /მეურვის /მარტოხელა მშობლის /მარჩენალგარდაცვლილთა/,   ავადმყოფთა, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებთა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (0-18 წლის ჩათვლით), მრავალშვილიანთა (0-18 წლის ჩათვლით) და ძალადობის მსხვერპლთა  გაძლიერების მიზნით დახმარება.

5.3 პროგრამა -ინტეგრირებული დღის ცენტრი (პროგრამული კოდი  0604)

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და მისი  ფილიალი საჩხერეში თავისი პრიორიტეტებიდან და განსაზღვრული მანდატიდან გამომდინარე ცდილობს წვლილი შეიტანოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან  მჭიდრო თანამშრომლობით, რისთვისაც ის თავის რესურსსა და გამოცდილებას იყენებს მოსახლეობის  კეთილდღეობისა და ღირსეული გარემოს შექმნისათვის.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საჩხერის ფილიალი მრავალი წელია აქტიურად ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ მხარდაჭერასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაზრდაზე  ორიენტირებულ  საქმიანობებს. იგი ასევე მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების და მოხალისეთა ინიციციატივების განვითარების მიმართულებით, კვალიფიციურ მოხალისეთა  ქსელის საშუალებით  აწვდის  სხვადასხვა სახის სერვისებს დაუცველ ჯგუფებს და აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.  თვალსაჩინო და ხელშესახებია სარგებელი როგორც მიზნობრივი ჯგუფებისათვის, ასევე მთლიანად თემის წევრებისათვის. სასწავლო ტრენინგ მოდულებისა და კვალიფიციური ტრენერების არსებობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საშუალებას აძლევს განახორციელოს როგორც თემის წევრების სწავლება, ასევე მოახდინოს სათანადო რეაგირება საჭიროებებზე და გამოწვევებზე დაყრდნობით.

პროექტი საშუალებას მისცემს თემს შეისწავლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს  ის  ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წითელი ჯვრის საზოგადოება გადასცემს თემის წევრებს  თავის პარტნიორებთან ერთად.   თემის წევრებს  მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარ-ჩვევები საშუალებას მისცემს უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბებაში, რომელსაც შესწევს უნარი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საჩხერის წითელი ჯვრის გუნდთან კოორდინირებაში მოახდინონ  კატასტროფების მიმართ მოწყვლადობის რისკის შემცირება და გაუმკლავდნენ ადგილზე წარმოქმნილ სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს, მათ შორის ჯანდაცვაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.  შეთავაზებული პროექტის განხორციელებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და საჩხერის ფილიალს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კატასტროფებისადმი მოწყვლადი ჯგუფების, ახალგაზრდების, ხანდაზმულების და მთლიანად თემის  ჯანმრთელობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაში, მათ გაძლიერებასა და მათივე  პრობლემების  ადვოკატირებაში. მობილიზებული პარტნიორები, თემის წევრები და სერვისების მიწოდებასა და განხორციელებაში გაწრთვნილი მოხალისეები კი არის შეთავაზებული პროექტის წარმატებით შესრულების გარანტი.

პროგრამის მიზანი:  უსაფრთხო თემების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობა კატასტროფებისთვის მზადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და სოციალური მხარდაჭერით.   ჩამოყალიბებულია კარგად ფუნციონირებადი ინტერგრირებულ საქმიანობათა ცენტრი,რომელიც ემსახურება საზოგადოებაში ხანდაზმულთა ინტეგრაციასა და სოციალური იზოლაციის რღვევას  და ფუნქციონირებს პერსონალის, მოხალისეებისა და ბენეფიციარების თანამონაწილეობით. ახორციელებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას  და უნარ-ჩვევების განვითარებას; მათ ასევე რეგულარულად მიეწოდებათ ინფორმაცია თავიანთ უფლებებსა და შეღავათებზე.

ჩამოყალიბებულია საქმიანობათა ჯგუფები, რომელთა მართვა ხორციელდება  ჯგუფის ლიდერების მიერ. ტარდება რეგულარული ტრენინგები და წამახალისებელი ღონისძიებები  მოხალისეთათვის. შერჩეული,  გადამზადებული და აღჭურვილია მოხალისეთა  მობილური ჯგუფი კატასტროფებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისათვის.

კვალიფიციური  მოხალისეები ახორციელებენ  რეგულარულ ვიზიტებს ბინაზე უმწეო ხანდაზმულთათვის უსაფთხო გარემოსა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების მიზნი