მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 22220.1 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
02 00
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
22,220.1
02 01
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა
12,285.2
02 01 01
საყრდენი კედლის მოწყობა
1,102.4
02 01 02
თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები
421.0
02 01 03
მოსაცდელების მოწყობა
17.6
02 01 04
ხიდების, ბოგირების მშენებლობა და რეაბილიტაცია
706.7
02 01 05
საგზაო ნიშნების დამონტაჟება და ქუჩების მონიშვნითი სამუშაოები
218.8
02 01 06
ქალაქ საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია
700.3
02 01 07
მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა
9,118.4
02 02
წყლის სისტემების განვითარება
5,559.3
02 02 01
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება, რეაბილიტაცია, მშენებლობა
4,780.9
02 02 02
წყალარინების სისტემების, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა
778.4
02 03
გარე განათება
586.1
02 03 01
გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია
0.0
02 03 02
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
586.1
02 04
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები
2,024.9
02 04 01
სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
55.7
02 04 02
სკვერების მოწყობა და მომსახურება
693.2
02 04 03
ქალაქის კეთილმოწყობა
1,276.0
02 05
ბინათმშენებლობა
0.0
02 06
მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
400.6
02 07
სოფლის პროგრამების განსახორციელებელი პროექტები
242.8
02 08
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა
374.6
02 09
სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა
746.6
1. პრიორიტეტი -ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება კვლავაც ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემების, ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებს და სხვა.
1.1 პროგრამა -საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, გზის საფარის თოვლისგან გაწმენდა საჭიროების შემთხვევაში, საყრდენი კედლების მოწყობა, დაგეგმილია გზებზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობა, ქალაქ საჩხერეში ქუჩების რებილიტაცია, მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა.
პროგრამის მიზანი: მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. საბავშვო ეტლით მოსარგებლეებისათვის და შშმ პირებისათვის ადაპტირებული, ქალების, ბავშვების, ხანდაზმულთა კომფორტული, უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება, მგზავრობის დროის და სატრანსპორტო დანახარჯების დაზოგვა, ფეხით გადაადგილებისას მაღალი კომფორტის შექმნა და სხვა.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 9, SDG 11.
1.1.1 ქვეპროგრამა -საყრდენი კედლის მოწყობა (პროგრამული კოდი 02 01 01)
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს საფრთხის შემცველი ფერდობებისა და მიწის ჩამოშლის რისკის შემცველ ზონებში საყრდენი კედლების მოწყობას ან რეაბილიტაციას აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველყოფს მოსახლეობის სიცოცხლის, ინფრასტრუქტურის დაცვას კლიმატური პირობებით გამოწვეული დაზიანებებისგან. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების გასწვრივ საჭიროებიდან გამომდინარე საყრდენი კედლებისა და გაბიონის მოწყობას. ძირითადათ საქმე გვაქვს, როგორც მეწყერული მოვლენების პრევენციათან, ასევე რომ არ მოხდეს მიწის ჩამოშლა სავალ ნაწილზე. აღნიშნული ღონიძიებების გატარება საჭიროა მოსახლეობის უსაფრთხოების და მათი შეუფერხებელი გადაადგილების კუთხით. ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება შემდეგი სამუშაოები:
-სოფელ სარეკში საყრდენი რკ/ბეტონის კედლის მოწყობა; კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში საყრდენი კედლების მოწყობა; საირხის ადმინისტრაციულ ერთეულში საყრდენი კედლების მოწყობა; ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში საყრდენი კედლების მოწყობა. ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში საყრდენი კედლების მოწყობა.
-ქ. საჩხერეში მოდინახეს ციხესთან მისასვლელი გზის მონაკვეთზე (ლაშა ლაშხის ქ N44 მიმდებარედ) ფერდის გამაგრებისა და რკინა ბეტონის კედლის მოწყობა; ქ. საჩხერეში ციხე მოდინახესკენ მიმავალ გზაზე (ლაშხების სახლთან) ფერდსამაგრი რკინა ბეტონის კედლის მოწყობა; დურმიშიძის ქუჩა N40-ის მიმდებარედ რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა, ქ. საჩხერე კონსტიტუციის ქ.N4 ალექსანდრე მაჭარაშვილის მიწის ნაკვეთთან საყრდენი კედლის მოწყობა, ქ. საჩხერე ლესელიძის ქ.N45ა ყორე ქვის კედლის მოწყობა, ქ. საჩხერე ლესელიძის ქ.N39 ქვედა საყრდენი კედლის მოწყობა, ქ. საჩხერეში სანაპიროს ქ.N6-ში ქვედა საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ შალაურში, ეთერი ერაძის სახლთან საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ ხვანის, გაღმა ხვანის უბანში დამეწყრილ მონაკვეთზე გაბიონის კედლის მოწყობა, სოფელ ხვანის, გელაშვილების უბანში ღ. გელაშვილის სახლის მიმდებარედ გაბიონის მოწყობა; ქ. საჩხერეში, კოსტავას ქუჩის ჩიხში რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა, კოსტავას ქუჩის N36-ის მიმდებარედ დაზიანებულ მონაკვეთზე კედლის მოწყობა; სოფელ საირხეში, გრძელიშვილების უბანში საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ კალვათაში, ქეთო გულიაშვილის სახლის მიმდებარედ ფერდსამაგრი გაბიონის მოწყობა; სოფელ ხვანში, ბესო შუბითიძის სახლის მიმდებარედ გაბიონის მოწყობა, სოფელ ჭალოვანში, ბარბარეწმინდასთან დაზიანებული გაბიონის აღდგენა; სოფელ ხვანში, მირზა ხარაიშვილის სახლის მიმდებარედ კედლის მოწყობა; სოფელ ჭალოვანში ხარაიშვილების შიდა საუბნო გზაზე, ანდრო ხარაიშვილის სახლთან ფერდდამჭერი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა, სოფ. მერჯევში ბუდუ დეკანოიძის და რამაზი სადუნიშვილის სახლის მიმდებარედ გაბიონის საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ სარეკში ხიდის მიმდებარედ სანიაღვრისა და საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ სარეკში შიდა ცენტრალურ გზაზე აბრამიშვილების უბანში ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა და დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენა სოფელ სარეკში ლაბაძეები-აბრამიშვილების უბანში (ე.წ. კულას უბანი) გზაზე გაბიონის კედლის და სანიაღვრე არხის მოწყობა სოფ. სარეკში ფალავანდიშვილების უბანში ყორე ქვის საყრდენი კედლის მოწყობა სარეკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ბაჯითში ცაბაძე ნათელას სახლის მიმდებარედ ყორე ქვის საყრდენი კედლის მოწყობა.
-ქალაქ საჩხერეში, კონსტიტუციის ქუჩა N 13-ში საყრდენი კედლის მოწყობა; ქორეთის ადმინისტრაციული ერთეულის პასიეთის დასახლებაში არსებულ ახალ ტაძართან მისასვლელი გზის გასწვრივ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები.
-სტიქიის ღონისძიებები: საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის მუზეუმთან კედლის მოწყობის სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანი: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, საავტომობილო და ფეხითმოსიარულეთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანთან: SDG 9, SDG 11.
1.1.2 ქვეპროგრამა -თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები (პროგრამული კოდი 02 01 02)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ცენტრალურ საავტომობილო და საუბნო გზებზე საჭიროებიდან გამომდინარე თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდას მძიმე ტექნიკის საშუალებით, ასევე მოყინულ გზებზე მარილისა და ქვიშის ნაზავის მოყრას. აღნიშნული ღონიძიებების გატარება საჭიროა ვინაიდან არ მოხდეს დასახლებული პუნქტის მოწყვეტა რაიონულ ცენტრს და ასევე ხელმისაწვდომი იყოს კონკრეტული დასახლებებისათვის სასწრაფო სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარების მომსახურება, აღნიშნული ემსახურება მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.
ქვეპროგრამის მიზანი: საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანთან: SDG 3, SDG 9, SDG 11
1.1.3 ქვეპროგრამა -მოსაცდელების მოწყობა (პროგრამული კოდი 02 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში აკაკი წერეთლის ძიძისეულის მიმდებარედ მოსაცდელის მოწყობის სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანია: ფეხით მოსიარულეთა (ბავშვების, მამაკაცების, ქალების, შშმ პირების) და ტრანსპორტის გადაადგილების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 9, SDG 11.
1.1.4 ქვეპროგრამა - ხიდების, ბოგირების მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ჩიხაში (წისქვილებთან) საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა; სოფელ ჩიხაში (წისქვილებთან) საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.
-საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში (წისქვილებთან) საავტომობილო ხიდისა და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოები.
-სტიქიის ღონისძიებები: მდინარე ეთოურაზე მილხიდის მოწყობა.
ქვეპროგრამის მიზანია: საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა ხელმისაწვდომობის ზრდა, შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 9, SDG 11
1.1.5 ქვეპროგრამა -საგზაო ნიშნების დამონტაჟება და ქუჩების მონიშვნითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 02 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზებზე საგზაო ნიშნების განთავსება და ქუჩების მონიშვნითი სამუშაოები, რაც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას და ფეხით მოსიარულეთა, მძღოლებისა და სხვა გზის მომხმარებლების კეთილდღეობას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-ვიდეოსათვალთვალო კამერების (სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერების) მოვლა-პატრონობის მომსახურება.
-ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოსაწყობად საჭირო ტექნიკის შეძენა მონტაჟი.
-გზის დახაზვის სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანი: როგორც ფეხით მოსიარულეთა ასევე ავტოტრანსპორტის გადაადგილების მოწესრიგება და უსაფრთხოების გაზრდა.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანთან: SDG 3, SDG 9, SDG 11.
1.1.6 ქვეპროგრამა -ქალაქ საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 01 06)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ საჩხერეში ტროტუარების მოწყობას, ბორდიულების აღდგენას, ქალაქ საჩხერის დარჩენილ ქუჩებსა და ჩიხებში გზების რეაბილიტაციას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ქ. საჩხერის ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე გათვალისწინებულია რგპფ-ს თანადაფინანსება გარდამავალი ღონისძიებებისათვის.
-ქ. საჩხერეში ქუთათელაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა; ქ. საჩხერეში კონსტიტუციის ქუჩაზე შესახვევის მოწყობის სამუშაოების და ქ. საჩხერეში ლესელიძის ქუჩის ჩიხის რეაბილიტაციის სამუშაოები.
-ქალაქ საჩხერეში თავისუფლების ქუჩაზე საკრებულოსა და მერიის შენობების მიმდებარედ რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა.
-რგპფ-ს ღონისძიებები: ქ. საჩხერის ქუჩების რეაბილიტაცია (მეოთხე ეტაპი); ქ. საჩხერის ქუჩების რეაბილიტაცია (მეხუთე ეტაპი).
ქვეპროგრამის მიზანი: გამართული და მოწესრიგებული ქუჩები და ტროტუარები.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანთან: SDG 9, SDG 11.
1.1.7 ქვეპროგრამა -მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 01 07)
ქვეპროგრამა ითვალისწნებს მუნიციპალიტეტში არსებული მისასვლელი და საუბნო გზების მოწესრიგებას, რეაბილიტაციასა და საჭიროების მიხედვით ახალი საფარის დაგებას. გზების კეთილმოწყობა მოიცავს როგორც მოსახლეობის საცხოვრებელ ზონებთან დამაკავშირებელი მონაკვეთების, ისე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ადგილისკენ მიმავალი გზების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის მობილობას, უსაფრთხოებას და სოფლის განვითარების ხელშეწყობას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. საჩხერის გარდა 12 ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას, დაახლოებით 44500 კვ.მ. ასევე სანიაღვრე სისტემების მოწყობას და საუბნო გზების რეაბიტაციას (მოხრეშვა). იგეგმება საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში საუბნო გზებზე რკ-ბეტონის საფაროს მოწყობა, ასევე საჭიროებისამებრ საუბნო გზების მოხრეშვა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-სარეკის ადმინისტრაციულ ერთელში გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; გორისის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; საირხის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; მერჯევის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ასევე გათვალისწინებულია რგპფ-ს თანადაფინანსება როგორც გარდამავალი, ასევე 2026 წლის ღონისძიებებისათვის.
-სოფელ ჭალოვანში (ლიჩი კარათი) გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ სპეთში მაცხოვრის სალოცავისაკენ მიმავალ გზიდან, მიხეილ ქიმაძის სახლამდე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა, სოფელ ქორეთში გრძელიშვილების უბანში სანიაღვრე მილის მოწყობა; სოფელ მერჯევში, ზურაბ კაპანაძის სახლთან დრენაჟის მოწყობა; სოფელ ლიჩში, ცენტრალური რკ.ბეტონის გზის საფარის აღდგენა; მერჯევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ.მერჯევში დეკანოიძეების უბანში რკ/ბეტონის ღარის მოწყობა. სოფელ ჯალაურთაში ლოლა ბუღაძის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფელ ჭალოვანში გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, სოფელ არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ცხამში შიდა საუბნო გზებზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; სოფელ საირხეში ჭიღლაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია.
-საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული საუბნო გზების ორმოული შეკეთება; ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა.
-რგპფ-ს ღონისძიებები: სოფელ ღოდორაში ხარაიშვილების უბანში გზაზე რკინა ბეტონის საფარით მოწყობა; სოფელ ცხამისა და ეთო-ეხვევის დამაკავშირებელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; სარეკის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა (მეოთხე ეტაპი); სოფელ სავანის საუბნო გზების რეაბილიტაცია (მეშვიდე ეტაპი); სოფელ საირხეში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეხუთე ეტაპი); ჭალის ადმ. ერთ. შემავალ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მესამე ეტაპი); კორბოულის ადმინისტრაციულ ერთელში შემავალ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა - ბეტონის საფარის მოწყობა (მეოთხე ეტაპი); სოფელ გორისაში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა (მესამე ეტაპი); ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეორე ეტაპი); ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეორე ეტაპი); სოფელ სხვიტორში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეორე ეტაპი); სოფელ მოხვაში სერის უბნიდან საჩხერე-ონის საავტომობილო მაგისტრალთან დამაკავშირებელ გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა (მეორე ეტაპი); კორბოულის ადმინისტრაციულ ერთელში შემავალ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა - ბეტონის საფარის მოწყობა (მეექვსე ეტაპი); სოფელ ჭორვილაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა; ჭალის ადმ. ერთ. შემავალ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეოთხე ეტაპი); არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეოთხე ეტაპი); გორისისა და მერჯევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა.
-სტიქიის ღონისძიებები: საჩხერის მუნიციპალიტეტში "მოდინახე"-ს ციხესთან მისასვლელი გზის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანი: პროექტების განხორციელების შედეგად შემცირდება გზის გაუმართაობის შედეგად გზაზე წარმოქმნილი მტვერი, გზის რეაბილიტაცია დადებითად იმოქმედებს სოფლებიდან ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციის შემცირებაზე.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანთან: SDG 3, SDG 9, SDG 11
1.2 პროგრამა- წყლის სიტემების განვითარება (პროგრამული კოდი 0202)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შპს „საჩხერის წყალკანალი“-ის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) განვითარების ხელშეწყობას. წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შედგება ორი ქვეპროგრამისაგან: 1) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება, რეაბილიტაცია, მშენებლობა, 2) წყალარინების სისტემის, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. საჭიროების შემთხვევაში ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა ფინანსდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის სახრებით ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდანაც.
წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა კატეგორიისათვის.
პროგრამის მიზანი: წყლის სისტემების და სანიაღვრე არხების გამართული ფუნქციონირება, მოსახლეობის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება, წყლის მოხმარების დონის ამაღლება ოჯახებში. წყლის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 6, SDG 11.
1.2.1 ქვეპროგრამა -მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება, რეაბილიტაცია, მშენებლობა (პროგრამული კოდი 020201)
წყლის სისტემის განვითარების პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული (წლის სისტემის რეაბილიატაცია, ახლის მოწყობა), ასევე მომსახურების (წლის სისტემის ექსპლოტაცია), რაც შეეხება მის ხანგრძლივობას იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიანს, ამ ეტაპზე ქვეპროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის კონკრეტული დასახლებებისათვის წყალმომარაგებას. პროგრამით ხორციელდება შპს „საჩხერის წყალკანალის“ სუბსიდირება. შ.პ.ს „საჩხერის წყალკანალის“ მომხმარებლის არიალში ამ ეტაპზე შედის ქ. საჩხერე და მუნიციპალიტეტის 28 სოფელი: იცქისი, არგვეთი, სავანე, მერჯევი, ივანწმინდა, გორისა, გამოღმა არგვეთი, უზუნთა, ბაჯითი, სარეკი, საირხე, ჭორვილა, სხვიტორი, ჩიხა, ზედა და ქვედა ორღული, დუნთა, ჭალა, სპეთი, დარყა, ჯრია, პერევი, ცხამი, მახათაური, შალაური, მოძვი, ქორეთი, კალვათა, ქვემოხევი.
-საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხვის სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები; სოფელ ცხამის ეთო ეხვის უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში გაღმა მთის უბანში სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კვერეთში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისა და სოფელ უზუნთის წყალმომარაგების სათავეებისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა; საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობისა და გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები; სოფელ მახათაურისა და შალაურის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების - კორბოულისა და ჯალაურთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა.
ქვეპროგრამის მიზანი: 24 საათნი წყალმომარაგება, სუფთა და ხარისხიანი წყლის უწყვეტი მიწოდება (არსებული ლაბორატორიის გადაიარაღება) წყლის დანაკარგების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება.
არსებული ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციას ნორმების და მისთვის განსაზღვრული პირობების შენარჩუნებით და თავისდროული მიმდინარე შეკეთებით.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 6.
1.2.2 ქვეპროგრამა -წყალარინების სისტემების, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 020202)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ყველა კატეგორიის დასახლებებში საწარმოო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების, წყალარინების სისტემების გამწმენდი ნაგებობების, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას და განვითარებას.
-მუნიციპალიტეტში გაგრძელდება სოფელ სხვიტორში კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოები.
-ქალაქ საჩხერის იოანე გომართელის 30-ის მიმდებარე ქუჩების კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანია: მოწესრიგებული წყალარინების სისტემები.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 6, SDG 11.
1.3. პროგრამა -გარე განათება (პროგრამული კოდი 02 03 )
ღამის საათებში მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, ხანდაზმულ და შშმ პირთა კონფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია გარე-განათების სისტემის მოწყობა და მისი გამართული ფუნქციონირება. პროგრამა ითვალისწინებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე გარეგანათების ორგანიზებას და სრულყოფილ ფუნქციონირებას, კერძოდ; ქალაქის ქუჩების, სკვერების, ბაღების (დასვენების პარკები), სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდების განათების ქსელის მოვლასა და ექსპლოატაციას. ასევე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ცენტრალური გზების გარეგანათების ქსელის მოვლა-ექსპლოატაცია.
პროგრამის მიზანი: ღამის პერიოდში განათებული საჩხერის მუნიციპალიტეტი.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
1.3.1 ქვეპროგრამა - გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 03 02)
ღამის საათებში მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, ხანდაზმულ და შშმ პირთა კონფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია გარე-განათების სისტემის მოწყობა და მისი გამართული ფუნქციონირება, პროგრამა ითვალისწინებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე გარეგანათების ორგანიზებასა და სრულყოფილ ფუნქციონირებას კერძოდ; ქუჩების, სკვერების, ბაღების (დასვენების პარკები), სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდების განათების ქსელის მოვლასა და ექსპლოატაციას. ასევე მუნიციპალიტეტის სოფლების: სხვიტორის, ჩიხის, ორღულის, პერევის, სავანის, არგვეთის, ჭორვილის, კალვათის, ივანწმინდის, საირხის, მერჯევის, იცქისის, სარეკის, ბაჯითის, გამოღმა არგვეთის, ქვემოხევის, ჭალის, კორბოულის მიმართულებით ცენტრალური გზებისა და გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის საჩხერის მონაკვეთზე განლაგებული გარეგანათების ქსელის მოვლა-ექსპლოატაცია.
ქვეპროგრამის მიზანი: ღამის პერიოდში განათებული საჩხერის მუნიციპალიტეტი.
1.4 პროგრამა -მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 04 )
კეთილმოწყობის პროგრამაში იგულისხმება მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, ასევე კეთილმოწყობის ობიექტების (პარკები, სკვერები) მშენებლობა-რეაბილიტაცია.
პროგრამის მიზანი: მოწესრიგებული მუნიციპალიტეტის იერსახე, მიმზიდველი გარემოს შექმნა მაცხოვრებლებისათვის და სტუმრებისათვის.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
1.4.1 ქვეპროგრამა -სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 02 04 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა პატრონობა შემოღობვის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სასფლაოების შემოღობვის აღდგენა; არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სასფლაოების შემოღობვის აღდგენა.
ქვეპროგრამის მიზანი: დაცული სასაფლაოები.
1.4.2 ქვეპროგრამა - სკვერების მოწყობა და მომსახურება (პროგრამული კოდი 02 04 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში წლის დასაწყისში არ არის რაიმე სახის სამუშაოები დაგეგმილი 2027-2029 წლებში იგულისხმება სკვერების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მაშტაბით. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-სოფელ ქორეთში სკვერის მოწყობა (ორწლიანი პროექტი).
-სოფელ პერევისა და ქვედა ქარძმანის დამაკავშირებელ გზის მიმდებარედ, ნაძვებთან სკვერის მოწყობა.
-რგპფ-ს ღონისძიებები: ქალაქ საჩხერეში მერაბ კოტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია; ქალაქ საჩხერეში ს. დურმიშიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში სკვერის მოწყობის სამუშაოები; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურში ი. ბაზაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხორციელდება რგპფ-ს ღონისძიებების თანადაფინანსება.
ქვეპროგრამის მიზანი: კეთილმოწყობილი სკვერები, დასავენებელი პარკები.
1.4.3 ქვეპროგრამა -ქალაქის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 04 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ქალაქის იერსახის მოწესრიგება, ქუჩების ფასადებისა და ღობეების კეთილმოწყობა ასევე ფანჩატურების მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-ქ. საჩხერეში სკვერებისა და ფანჩატურების მოწყობა; ასევე გათვალისწინებულია რგპფ-ს თანადაფინანსება გარდამავალი ღონისძიებისათვის.
-ციხე მოდინახის მიმდებარე ტერიტორიაზე საპირფარეშოს, პირუტყვის და ტრანსპორტის გადაადგილების შემზღუდავი ბარიერების მოწყობის სამუშაოები.
-ქ. საჩხერის კეთილმოწყობა.
-რგპფ-ს ღონისძიებები: ქ. საჩხერეში მერაბ კოსტავას-მ.მაჭავარიანის და თამარ მეფის ქუჩების ფასადებისა და ღობეების კეთილმოწყობის სამუშაოები; ქ. საჩხერეში მერაბ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი).
ქვეპროგრამის მიზანი: დასასვენებელი და გასართობი სივრცის შექმნა ქალაქის ტერიტორიაზე, ტურზმის მომსახურების სფეროს ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესება.
1.5 პროგრამა - მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ დუნთაში ძველი სკოლის მხრიდან ღელე დუნთურაზე გაბიონის მოწყობა; სოფელ დურევში, მდინარე დურეულაზე ნაპირსამაგრის მოწყობა; სოფელ დარყაში, ღელე დარყულაზე გაბიონის რეაბილიტაციის სამუშაოები; ქ. საჩხერეში, წერეთლის ქუჩაზე (კუჭაშვილების სახლთან) ღელე დუნთურას მარცხენა ნაპირზე რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა, ქ.საჩხერეში ელისაბედ წერეთლის N12-ის მიმდებარედ მდინარე დუნთურაზე რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ ხვანში, შავაძეების ღელეზე კედლის მოწყობა;
ქვეპროგრამის მიზანია: მოწყობილი მდინარის დამცავი ჯებირი.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 9, SDG 11.
1.6 პროგრამა -სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები (პროგრამული კოდი 02 07)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული შენობებისა და სარიტუალო დარბაზების კეთილმოწყობას, ამბულატორიებისა და ბიბლიოთეკების სარემონტო სამუშაოებს. დასასვენებლი ფანჩატურების მოწყობას და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-ჩიხის ადმ. ერთეულში დასასვენებელი სივრცეებისა და ფანჩატურების მოწყობა; არგვეთის ადმ. ერთეულში ფანჩატურების მოწყობა; არგვეთის ადმ. ერთეულში სარიტუალო დარბაზების კეთილმოწყობა; გორისის ადმ. ერთეულში დასასვენებელი სივრცეებისა და ფანჩატურების მოწყობა; ქორეთის ადმ. ერთეულში დასასვენებელი სივრცის მოწყობა; კორბოულის ადმ. ერთეულში დასასვენებელი სივრცეებისა და ფანჩატურების მოწყობა.
-საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში პარკის რეაბილიტაცია.
ქვეპროგრამის მიზანი: სოფლის კატეგორიის დასახლებების კავშირის გაძლიერება ურბანულ დასახლებებთან და მათთვის საჭირო ხარისხიანი მომსახურეობის ადგილზე მიწოდება. სოფლის კატეგორიის დასახლებებში მაცხოვრებელი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
1.7 პროგრამა -საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა (პროგრამული კოდი 02 08)
პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოწყობის მიზნით საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.
პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარების კუთხით ხარისხიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა.
1.8 პროგრამა -სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა (პროგრამული კოდი 02 09)
ამ პროგრამით ხორციელდება ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზა) (შემდგომში -ინსპექტირების ანგარიში) მომზადება და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა.
პროგრამის მიზანი: ხარისხიანად შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG