კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 6368,8 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების, ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული
კოდი
დასახელება
2026 წლის გეგმა
05 00
კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები
6,368.8
05 01
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
2,947.1
05 01 01
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
200.0
05 01 02
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
1,950.2
05 01 02 01
საჩხერის სპორტული სკოლა
980.7
05 01 02 02
საჩხერის საცურაო აუზი
460.8
05 01 02 03
საჩხერის ძალოსნობის დარბაზი
336.7
05 01 02 04
ბავშვთა ფეხბურთის განვითარება
172.0
05 01 03
სპორტული ობიექტების მშენებლობა რებილიტაცია
796.9
05 02
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
3,218.7
05 02 01
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
360.0
05 02 02
კულტურული ობიექტების მშენბლობა რეაბილიტაცია
861.0
05 02 03
კულტურული დაწესებულებების ხელშეწყობა
1,997.7
05 02 03 01
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
358.2
05 02 03 02
საჩხერის კულტურის ცენტრი
675.7
05 02 03 03
სარეკის კულტურულ– საგანმანათლებლო ცენტრი
57.5
05 02 03 04
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
204.5
05 02 03 05
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
33.7
05 02 03 06
აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი
68.2
05 02 03 07
სამუსიკო სკოლა
403.0
05 02 03 08
სამხატვრო სკოლა
103.2
05 02 03 09
არგვეთის კულტურის სახლი
93.7
05 03
ტურიზმისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამა
143.0
05 04
რელიგიის ხელშეწყობა
60.0
4. პრიორიტეტი -კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 0500)
მუნიციპალიტეტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აგრძელებს კულტურული, ახალგაზრდული, სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობას. პრიორიტეტი გულისხმობს კულტურულ-საგანმანათლებლო, სასპორტო სფეროს პოპულარიზაცია-განვითარებას. კულტურის სფეროში წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას. კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალი თაობის შემეცნებით- საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, კულტურული ცხოვრების მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების შენარჩუნებას და პოპულარიზაციას, სპორტის განვითარების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას, სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას და მათ მრავალფეროვნებას. ტურიზმის განვითარებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
4.1 პროგრამა -სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0501)
სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. ასევე, წარმატებული სპორტსმენების წახალისება.
პროგრამის მიზანი: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მეტი მოზარდის ჩართვას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მეტი გოგონას ჩართვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ახალგაზრდა თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ხელშეწყობა.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 11
4.1.1 ქვეპროგრამა -სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 050101)
ფიზიკური აქტივობა ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა. იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ განვითარებაზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ემოციურ მდგომარეობას და უწყობს ხელს ტვინის აქტივობის სტიმულირებას. სპორტს აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა – იგი აყალიბებს ძლიერ, მოტივირებულ და პასუხისმგებლიან პიროვნებას. ამავდროულად, წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ისეთი გამოწვევების პრევენციისთვის, როგორიცაა ჭარბი წონა, მავნე ჩვევები და არაჯანსაღი ქცევები. მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდებში ფიზიკური აქტივობის წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის როგორც მასობრივი, ისე მაღალი მიღწევების მიმართულებით განვითარება.
პროგრამის მიზანი: ხალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა – სისტემური და ინოვაციური მიდგომებით სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია;
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია – ცნობიერების ამაღლება ფიზიკური აქტივობის სარგებელზე;
წარსულში წარმატებული და საყვარელი სპორტსმენების სახელის უკვდავსაყოფად – მემორიალური დაფების გახსნა და მათ სახელზე სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სპორტული გააქტიურება – როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ სახეობებში;ვეტერანი სპორტსმენების მოტივაცია და წახალისება – მათი ჩართვა საზოგადოებრივ აქტივობებში, ახალგაზრდებთან გამოცდილების გაზიარების ფორმატით;
ჩემპიონებისა და პრიზიორების დაფასება – მათი წარმატების აღნიშვნა და მხარდაჭერა.
პროგრამის განხორციელება ეყრდნობა გენდერული თანასწორობის პრინციპებს და გათვალისწინებულია შშმ და სსმ პირების ჩართულობა – უზრუნველყოფილი იქნება მათთვის ადაპტირებული, თანაბარი და ხელმისაწვდომი გარემო.
4.1.2 ქვეპროგრამა -სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 050102)
ქვეპროგრამით ხორციელდება მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება. წარმატებული და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება და ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ბიჭების, ასევე გოგონების ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ახალგაზრდობის სულიერი და ფიზიკური ჰარმონიული განვითარება; სპორტული ტრადიციების დაცვა-გაღრმავება, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
4.1.2.1 ქვეპროგრამა -საჩხერის სპორტული სკოლა (პროგრამული კოდი 05010201)
სასპორტო სკოლის ქვეპროგრამა მიზნად ისახავს: ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული უნარების განვითარებისა და პროფესიული სპორტისათვის სათანადო ბაზის შექმნას. ქვეპროგრამა გულისხმობს ასაკობრივ ჯგუფებზე მორგებულ მრავალფეროვან აქტივობებს, სპორტული წრეების შექმნას, ინსფრასტუქტურის გაუმჯობესებას და სპეციალისტების ჩართულობას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს როგორც მასობრივ სპორტში ჩართვას, ისე ნიჭიერი ბავშვებისა და მოზარდების გამოვლენასა და მათი სპორტული კარიერის ხელშეწყობას. საჩხერის სასპორტო სკოლა აერთიანებს 13 სპორტულ სახეობას, ესენია: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ძიუდო, სამბო, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კარატე, ტაეკვონდო, ჭადრაკი, რაგბი, კრივი. სულ სასპორტო სკოლაში სპორტის სახეობებს ეუფლება ყველა სახეობაში 800 მოზარდი, აქედან 148 გოგონა, რომელთაც საწვრთნელი ვარჯიშები უტარდებათ ყოველ დღე. სკოლის სპორტსმენები მონაწილეობას ღებულობენ რეგულარულად საქართველოს ჩემპიონატებზე და საერთაშორისო ტურნირებზე, სადაც არაერთი საპრიზო ადგილები აქვთ დაკავებული. აგრეთვე სპორტსმენები რეგულარულად გადიან საწვრთნელ შეკრებებს. სასპორტო სკოლა ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად, ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია სკოლის მომსახურებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ყველა სპორტული წრით სარგებლობა უფასოა. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ჯილდოვდებიან სპორტული პრიზებით.
ქვეპროგრამის მიზანი: ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ფიზიკური აქტივობის წახალისება; სპორტული განათლების სისტემური განვითარების უზრუნველყოფა სასკოლო და სკოლის გარეთ არსებული სპორტული სტრუქტურების მეშვეობით; ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა და მხარდაჭერა, სასპორტო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მათი ხელმისაწვდომობის ზრდა; მოზარდებში დისციპლინის, გუნდური მუშაობის და გამარჯვებისაკენ სწრაფვის მოტივაციის გაძლიერება; სპორტის სხვადასხვა სახეობაში სასწავლო-საწვრთნელი პროცესის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
4.1.2.2 ქვეპროგრამა - -საჩხერის საცურაო აუზი (პროგრამული კოდი 05010202)
პროგრამა ითვალისწინებს ცურვის სწავლებას ბავშვებისა და მოზარდებისათვის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სწავლება განხორციელდება კვალიფიციური მწვრთნელების მიერ სპეციალური ეტაპობრივი მეთოდით, რომელიც მოიცავს როგორც ცურვის ტექნიკის ათვისებას, ისე ჯანმრთელობის გაკაჟებას. წყალში უსაფრთხო ქცევის განვითარებას..
ქვეპროგრამის მიზანი: ზრდასრული თაობის ჯანმრთელობისა და ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება, სპორტული აქტივობის ხელშეწყობა და ცურვის სწავლებისთვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
4.1.2.3 ქვეპროგრამა -საჩხერის ძალოსნობის დარბაზი (პროგრამული კოდი 05010203)
საჩხერის ძალოსნობის დარბაზი მიზნად ისახავს ძლოსნობის სპორტის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და პროფესიული მომზადებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. საჩხერის ძალოსნობის დარბაზი სპეციალიზებულია სპორტის სახეობა ძალოსნობის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს 5 ასაკობრივ ჯგუფს. მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 135 მოზარდს, აქედან 6 გოგონაა. დარბაზის აღსაზრდელები რეგულარულად მონაწილეობენ ჩემპიონატებში და ტურნირებში, როგორც რეგიონალური, ასევე საერთაშორისო მაშტაბით. გვყავს საქართველოს ჩემპიონატზე 43 მედალოსანი ბიჭი, ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალოსანი , ოლიმპიადაზე 3 ოქროს მედალოსანი და სამ გზის ოლიმპიური ჩემპიონი, სხვადასხვა რეგიონალურ ტურნირებში გამარჯვებული 66 მედალოსანი, რომლებიც დაჯილდოვებულნი არიან მედლებით, თასებით, დიპლომებით და სხვადასხვა სპორტული პრიზებით (სუვენირებით).
ქვეპროგრამის მიზანი: ძალოსნობის განვითარების ხელშეწყობა, ძალოსნობაში რაც შეიძლება მეტი მოზარდის, მათ შორის გოგონების ჩაბმა, მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მომსახურების ახალი ფორმების დანერგვა და მისი ხელმისაწვდომობის მიღწევა ქალაქისა და სოფლების მოსახლეობისათვის.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებისათვის პერსპექტიული სპორტსმენების აღზრდა, ახალგაზრდების წახალისების ახალი მეთოდების დანერგვა და სპორტსმენთა სტიმულირების განვითარება.
4.1.2.4 ქვეპროგრამა -ბავშვთა ფეხბურთის განვითარება (პროგრამული კოდი 05010204)
ა(ა)იპ "საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურა-"ს სკოლაში ირიცხება 350 მოზარდი 6-წლიდან 17 წლის ჩათვლით. ეს ასაკები მოიცავს 6 საშეჯიბრო და 8 არასაშეჯიბრო ჯგუფებს. სკოლაში არის 9 ლიცენზირებული მწვრთნელი 2 -UEFA PRO, 3- UEFA A. 3-UEFA B, 1 UEFA C. ქვეპროგრამით ხორციელდება ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების აღმოჩენა და მათი შემდგომი განვითარება, საქართველოს ასაკობრივ საფეხბურთო ჩემპიონატებში საჩხერელი ფეხბურთელების მონაწილეობა, ფეხბურთით დაინტერესებული მოზარდების საწვრთნელ პროცესში შესაბამისი ლიცენზიის მქონე მწვრთნელების მონაწილეობა და პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება. კლუბის თითოეული გუნდი მიზნად ისახავს ჩემპიონობას ან საპრიზო ადგილების (I-II-III) მოსაპოვებას.
ქვეპროგრამის მიზანი: ბავშვებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ფეხბურთისადმი ინტერესის გაღვივება, ბავშვთა ფიზიკური, სპორტული და სოციალური უნარების განვითარება ფეხბურთის მეშვეობით.
4.1.3 ქვეპროგრამა -სპორტული ობიექტების მშენებლობა რებილიტაცია (პროგრამული კოდი 050103)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, მათ შორის: ქ. საჩხერეში სპორტული ინფრასტრუქტურის, ტრენაჟორების რეაბილიტაცია - მოწყობა; საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია; სოფელ მერჯევში, კაპანაძეების უბანში მინი სპორტული მოედნის მოწყობა (ორწლიანი); სოფელ ჭალის ცენტრში მინი სპორტული მოედანი (ორწლიანი).
-ქ. საჩხერეში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის დამცავი ბადის მონტაჟი; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევში, კაპანაძეების უბანში მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები.
-რგპფ-ს ღონისძიებები: საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში სპორტული მოედნების მოწყობა; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში სპორტული მოედნისა და დასავენებელი სივრცის მოწყობა.
ქვეპროგრამის მიზანი: მოწესრიგებული სპორტული ინფრასტრუქტურა
4.2 პროგრამა -კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0502)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება და მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის: სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
პროგრამის მიზანი: ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ბიბლიოთეკების, მუზეუმების და თეატრისადმი მოსახლეობის დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდა, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, კულტურის დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირება.
4.2.1 ქვეპროგრამა -კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 050201)
პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში განხორციელდება სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები, მათ შორის: თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები,ფესტივალები და კონკურსები,გამოფენები და მუსიკალური საღამოები,ცნობილ პირებთან შეხვედრები და სპეციალური ღონისძიებები.
ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ფართო ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია, ქართული კულტურული იდენტობის დაცვა და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაცია (პოეზია, მწერლობა, ფოლკლორი, მუსიკა, თეატრი, მართლმადიდებლური ქრისტიანობა), თაობათა შორის კავშირის განმტკიცება,ცნობილ ადამიანთა დამსახურების პატივისცემა,თავისუფალი დროის გონივრული გამოყენება გართობისა და დასვენების მიზნით,მუნიციპალიტეტის პრესტიჟისა და ღირსების ამაღლება, კულტურული მრავალფეროვნების წახალისება,ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა,4.2.2 ქვეპროგრამა -კულტურის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 050202)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, მათ შორის გამოსაყოფია, ქ. საჩხერეში სპორტის სასახლის მშენებლობა, ასევე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა და სხვადსხვა სპორტული ობიექტის რეკოსტრუქცია.
-რგპფ-ს ღონისძიებები: ქ. საჩხერეში ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. განხორციელდება ღონისძიების თანადაფინანსება.
ქვეპროგრამის მიზანი: ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება.
4.2.3 ქვეპროგრამა -კულტურული დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 050203)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ-ის ფორმით დაფუძნებული სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების და მუზეუმების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება. შრომის ანაზღაურებასთან ერთად პროგრამა ითვალისწინებს სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასაც.
ქვეპროგრამის მიზანი: კულტურის სფეროში მომუშავე ა(ა)იპების ხელშეწყობა.
4.2.3.1 ქვეპროგრამა -ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05020301)
ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი და სოციალური ფუნქციაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები და სხვა საბიბლიოთეკო რესურსები მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ მიზნით ბიბლიოთეკაში შეიქმნა და შენარჩუნდა თანმიმდევრული და დალაგებული კოლექცია მომხმარებელთათვის ცოდნის ხელმისაწვდომობის მიზნით. ქვეპროგრამა ითვალისწინებს პოლიტიკურ, რელიგიურ, ასაკობრივ და ეროვნულ ნეიტრალიტეტს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ოპერატიულობას და შეუზღუდაობას. ბიბლიოთეკაში შექმნილია ინოვაციური გარემო მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის ელექტრონულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. გათვალისწინებულია ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლება მკითხველთათვის კვალიფიციურ მრჩევლებლად ჩამოყალიბების მიზნით. აქტიურად ტარდება მასობრივი ღონისძიებები მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. სისტემატიურად ეწყობა ახალგამოცემული ლიტერატურის ინფორმირება და პრეზენტაცია მომხმარებელთათვის. აუცილებელია სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა მასობრივი ბიბლიოთეკების ქსელის გაფართოებაზე. ადგილობრივი ისტორიისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობით ხდება მომხმარებელთა ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერება. ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებობს ადგილობრივი გაზეთი „მოდინახე'', რომელიც თვეში ერთხელ გამოდის. სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება რაიონში არსებული 1 მთავარი, 1 საბავშვო და 15 სასოფლო ბიბლიოთეკა-განყოფილება 145490 ერთეული წიგნადი ფონდითა და ციფრული ტექნოლოგიებით.
ქვეპროგრამის მიზანი: ბიბლიოთეკა გახდეს ერთ-ერთი ინიციატორი, მამოძრავებელი ძალა და სანდო პარტნიორი სხვადასხავა პროგრამებისა და მიზნების განხორციელებისათვის.
4.2.3.2 ქვეპროგრამა-საჩხერის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05020302)
საჩხერის კულტურის ცენტრი მიზნად ისახავს კულტურის ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა ახალგაზრდებს, ბავშვებსა და მოზარდებს მიეცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში- ვოკალში, ქორეოგრაფიაში თეატრალურ ხელოვნებაში და სხვა. ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ახალი წრეების გახსნას და შემოქმედებითი ღონისძიებებისა და კონცერტების ორგანიზებას. კულტურის ცენტრში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები: ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდიები და ანსამბლები, სალოტბარო სკოლა, სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი, ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტული ბენდი მ.ხატელიშვილის სახელობის სამუსიკო სტუდია, სადაც შეისწავლება ფორტეპიანო, ვიოლინო, გიტარა, სოლო სიმღერები და ვაჟთა ანსამბლი განთიადი. სტუდიებში და ანსამბლებში გაერთიანებულია 310 -მდე ბავშვი, მათ შორის 180 გოგონაა, ხოლო 120 ვაჟი. აქვეა თვითშემოქმედებითი ნიმუშების მოძიება და პოპულარიზაცია, ხალხური პოეზია, ხალხური სიმღერა და ხალხური ნიმუშების ჩართვა ფოლკლორულ ფესტივალებსა და სახალხო ზეიმებში, რაც მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ნიმუშების შენარჩუნებისა და ოჯახური ტრადიციების გაგრძელების თვალსაზრისით.
ქვეპროგრამის მიზანი: ეროვნული კულტურული ღირებულებების შენარჩუნება და პოპულარიზაცია: მომავალ თაობებში ეროვნული კულტურისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, კულტურულ პროცესებში ადგილობრივი საზოგადოების აქტურად ჩართვა და მისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება, ცენტრის მიერ შექმნილი კულტურული ღირებულებების გატანა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ასპარზზე. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მომავალი თაობის მაღალ სულიერ და ზნეობრივ პრინციპებზე აღზრდის ხელშეწყობა..
4.2.3.3 ქვეპროგრამა -სარეკის კულტურულ– საგანმანათლებლო ცენტრი (პროგრამული კოდი 05020303)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სარეკის თემის მოსახლეობის განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში ხელშეწყობას და აქტიურ მონაწილეობას ფესტივალებსა და კონკურსებშში. კულტურის ცენტრში იგეგმება სხვადასხვა წრეების დამატება, დაინტერესება სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რაც გამოიწვევს მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესებას და გაზრდის მოსწავლეთა რაოდენობას. სარეკის კულტურის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა წრეები და სტუდიები: ქორეოგრაფიული სტუდია, მუსიკალური სტუდია, მხატვრული წრე. წრეებში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 17-ს. მათ შორის: 12 გოგო 5 ბიჭი. სარეკის კულტურის სახლი აქტიურად თანამშრომლობს სარეკის საჯარო სკოლასთან და სასოფლო ბიბლიოთეკასთან, ეწყობა ერთობლივი ღონისძიებები.
ქვეპროგრამ
ის მიზანი: შემოქმედებითი ჯგუფის ხელშეწყობა.
4.2.3.4 ქვეპროგრამა -მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05020304)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განვითარების ხელშეწყობა, მისი მატერიალური ბაზის გაუმჯობესება, საგამოფენო აქტივობების გაფართოება, ყურადრება გამახვილებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, ეთნოგრაფიისა და ტრადიციების წარმოჩენაზე ასევე ხორციელდება მემორიალური და სასკოლო მუზეუმების მეურვეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის. ახალი ტურისტული ობიექტების კვლევა და პოპულარიზაცია- სასაუბრო მასალების მომზადება. მუზეუმის კოლექციებით გამდიდრებისა და დაცვის ღონისძიებები, პასპორტებით და სხვა ნაბეჭდი მასალებით უზრუნველყოფა. სამეცნიერო კვლევითი და საგამოფებო საქმანობის მართვა.
ქვეპროგრამის მიზანი: მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება. ადგილობრივი კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია.
4.2.3.5 ქვეპროგრამა-აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი (პროგრამული კოდი 05020305)
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი წარმოადგენს მნიშვნელოვალი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს სამინისტროს მხარდაჭერითა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დახმარებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა მუზეუმის მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის. ტურისტებისა და მნახველთა სათანადო დონეზე მომსახურებისათვის. 2026 წლის განმავლობაში კიდევ მეტი ყურადღება დაეთმობა დამთვალიერებელთა და ტურისტთა ნაკადის სათანადო დონეზე მომსახურებას, დედისეული ბაღის კარმიდამოს შემოღობვას და კეთილმოწყობას, მუზეუმი გეგმავს როსტომისეულ სასახლეში სველი წერტილის, სახაბაზოსა და სხვა დამხმარე შენობების აღდგენას პირვანდელი ისტორიული სახით. მნახველები დეტალურად გაეცნობიან როსტომისეულ სასახლეს, საგამოფენო დარბაზსა და სავანის ძიძისეულ კარმიდამოს, იქ არსებული აკაკის დროინდელი ავეჯისა და საოჯახო ნივთების გამოფენას. მუზეუმი აწყობს მოძრავ გამოფენას ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში „აკაკი და ჭიათურა" და შეხვედრას შშმ პირებთან. კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი იქნება აკაკის მედლისა და პრემია „სხვიტორი" -ს მოპოვებისათვის წარმოდგენილი ავტორები.
ქვეპროგრამის მიზანი. აკაკი წერეთლის მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო და ტურისტული ინტერესის გაზრდა რეგიონში, კულტურული ცნობიერების ამაღლება.
4.2.3.6 ქვეპროგრამა -აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05020306)
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს მხატვარ სოსო წერეთლისა და აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის შემოქმედების გამოფენის კვლევის და პოპულარიზაციის უზრუნველყოფას. მუზეუმის ბაზაზე იქმნება სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებისათვის ახალგაზრდებისა და ხელოვნებით დაინტერესებული პირებისათვის.
ქვეპროგრამის მიზანი: მხატვარ სოსო წერეთლისა და აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის შემოქმედების შენარჩუნება პოპულარიზაცია და მუზეუმის მეშვეობით ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
4.2.3.7 ქვეპროგრამა-სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05020307)
სამუსიკო სკოლა მიზნად ისახავს საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუსიკო განათლების ხელშეწყობას, ბავშვებსა და ახალგაზრდებში მუსიკალური ნიჭის აღმოჩენას და განვითარებას. სკოლის ფარგლებში ფუნქციონირებს სხვადასხვა მუსიკალური კლასები. ქვეპროგრამა მოიცავს როგორც სასწავლო პროცესისი გამართულად წარმართვას, ისე კონცერტების, ფესტივალებისა და კონკურსების ორგანიზებასა და მონაწილეობის ხელშეწყობას. სამუსიკო სკოლაში მუსიკალურ განათლებას ღებულობს 326 მოსწავლე ( ვაჟი 84 გოგონა 242) მათ შორის: საფორტეპიანო განყოფილებაზე 213 მოსწავლე, სავიოლინო განყოფილებაზე 2 მოსწავლე, ხალხურ საკრავებზე 45 მოსწავლე, საესტრადო განყოფილებაზე 37 მოსწავლე, ფოლკლორულ ანსამბლში 25 მოსწავლე, კვარტეტი „ჯრუჭი" 4 წევრი.
ქვეპროგრამის მიზნი: კლასიკური და ხალხური მუსიკის პოპულარიზაცია, მოზარდი თაობის ინტელექტუალურ მსმენელად ჩამოყალიბება, მოსწავლეთა საშემსრულებლო ხელოვნების დახვეწა, განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, სიმღერის ფოლკლორის და სხვადასხვა ინსტრუმენტების შესწავლა.
4.2.3.8 ქვეპროგრამა -სამხატვრო სკოლა (პროგრამული კოდი 05020308)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა ახალგაზრდებში, შემოქმედებითი პროექტების განხორციელება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ხელოვნური უნარების და მათი პროფესიული მიმართულების განსაზღვრას. სამხატვრო სკოლაში, მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 142 ბავშვს (110 გოგონა და 32 ბიჭი.) სკოლის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროგრამის განხორციელებას, მხატვრისთვის საჭირო ჩვევების გამომუშავებას, დამოუკიდებლად აზროვნებას, კომპოზიციების შედგენას, პერსონალური და კოლექტიური გამოფენების მოწყობას.
ქვეპროგრამის მიზანი: ექვსწლიანი სასწავლო პროცესის ვადაში შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები ინდივიდუალური შემოქმედების განვითარებისთვის, იზრუნოს მათი ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და აზიაროს ისინი დაწყებით სამხატვრო საფუძვლებს, სხვადასხვა მასალების გამოყენებით (ზეთი, გუაში, აკრილი, ტუში, ფანქარი), პლენერების მოწყობით, გემოვნებიანი ნახატების შექმნა, აზიაროს კომპოზიციის საფუძვლებს. მოსწავლეებს შეაძლებინოს დიდი მხატვრების ნამუშევრებში კონცეპტუალური აზრის წაკითხვა და გამოყენებული ტექნიკისა და მასალის შესახებ ინფორმაციის მიღება, მსოფლიოს და ქართული სამხატვრო ხელოვნების ისტორიის შესწავლა, სხვადასხვა მიმდინარეობების (იმპრესიონიზმი, კუბიზმი, რეალიზმი, სურეალიზმი და ა.შ.) სტილის აღქმა, სხვადასხვა სამხატვრო დარგის(ფერწერა, დაზგური გრაფიკა, სამოდელო დიზაინი, არქიტექტურა) საფუძვლების შესწავლა.
4.2.3.9 ქვეპროგრამა-არგვეთის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი 05020309)
არგვეთის კულტურის სახლი წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეს, სადაც ტარდება კულტურული, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებები. ქვეპროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა შემოქმედებითი წრეების ფუნქციონირებას მათ შორის: ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლი "ციცინათელა", ქართულ საკრავების შემსწავლელი წრე, საესტრადო სიმღერების შემსწავლელი წრე, ქართულ- ხალხურ ისტრუმენტალზე დაკვრის შემსწავლელი წრე, გიტარის შემსწავლელი წრე, მხატრული კითხვის წრე, წრებში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს სულ 95 მათ შორის ქალი 60 კაცი 35.
ქვეპროგრამის მიზანი: შემოქმედებითი პროცესებისა და ფოლკლოლური ჯგუფების ხელშეწყობა; მივიწყებული ქართული ხალხური სიმღერების აღდგენა და შენარჩუნება, ლიტერატურული წარმოდგენების გამართვა, ახალგაზრდებში ეროვნული ფასეულობების კულტურული მემკიდრეობისადმი ინტერესის გაღვივება
4.3 პროგრამა -ტურიზმისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 0503)
ახალგაზრდების მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა — ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების გამოვლენა და მათი ჩართულობა მასობრივ და თემატურ ღონისძიებებში. საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები — ახალგაზრდული ფესტივალების, ლაშქრობების, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების თვითრეალიზაციასა და საერთო უნარების განვითარებას. ტურიზმის მხარდაჭერა და განვითარება — ადგილობრივი ტურისტული რესურსების პოპულარიზაცია, ტურისტულად საინტერესო ობიექტების მარკირება, სტანდარტების შესაბამისი აბრების დამზადება, საინფორმაციო მასალების მომზადება, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და ღვინის ტურიზმის განვითარება. თანასწორობა და ინკლუზიურობა — პროგრამის ყველა აქტივობა განხორციელდება გენდერული თანასწორობის პრინციპით და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის.
პროგრამის მიზანი: ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი ჩართულობის ზრდა სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში;
ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
ახალგაზრდული ბანაკების, კონკურსებისა და ფესტივალების მოწყობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მოტივაციას, მათ უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენას;
ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების მხარდაჭერა და მათი პროექტების რეალიზებაში დახმარება.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
4.4 პროგრამა -რელიგიის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0504)
პროგრამა ითვალისწინებს ტრადიციული რელიგიური ინსტიტუტების მხარდაჭერას, მათ შორის კულტურულ-სულიერ ღონისძიებებში მონაწილეობას, მრევლის საჭიროებების გათვალისწინებას და ახალგაზრდებში სულიერი ღირებულებების დამკვიდრებას. პროგრამა ემსახურება ეროვნულ თვითმყოფადობაზე, ზნეობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას, ქრისტიანულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერებასა და შესწავლას (ქართული საეკლესიო საგალობლები, მედავითნეობა). ქრისტიანული და ტრადიციული ფასეულობების განმტკიცებას.
პროგრამის მიზანი: საეკლესიო მსახურების ხელშეწყობა, ეპარქიის სახელით საეკლესიო ღონისძიებების ჩატარებ