პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხის პროცენტისა და ძირი თანხების დაფარვა, კერძოდ "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის" ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი ძირი და  დარიცხული  საპროცენტო თანხის გადახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად.

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8131,5 ათასი ლარი. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯის  პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული
კოდი

დასახელება

2026 წლის გეგმა

01 00

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯი

8,131.5

01 01

საკონონმდებლო და აღმასრულებელი საქმიანობის უზრუნველყოფა

7,429.3

01 01 01

საჩხერის საკრებულო

1,715.0

01 01 02

საჩხერის მერია

5,684.3

01 01 04

კადრების მომზადება-გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებასთან დაკავშირებული ხარჯები

30.0

01 02

საერთო დანიშნულების ხარჯები

702.2

01 02 01

სარეზერვო ფონდი

250.0

01 02 02

წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა  და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა

400.0

01 02 03

მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა

42.2

01 02 04

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

10.0

6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯი (პროგრამული კოდი  0100)

პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფის დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება საერთო დანიშნულების ხარჯები, როგორიცაა სარეზრვო ფონდი; წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები) მომსახურება და დაფარვა; ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.

პრიორიტეტი კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 5, SDG 1