ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2026
ძალაში შესვლა 01.01.2027
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №92
სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.025641 9
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/03/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოლოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმში, აფსაროსის II შესახვევი N10თ-ს მიმდებარედ/10თ/ 10ი/10ბ/10ე/10ვ/10ზ/2ო/2ო-ს მიმდებარედ/დასახლება ახალსოფელში (ს/კ 05.36.22.767; 05.36.22.226; 05.36.22.671; 05.36.22.079; 05.36.22.561; 05.36.22.557; 05.36.22.426; 05.36.22.475; 05.36.22.141; 05.36.22.370; 05.36.22.064; 05.36.22.532; 05.36.22.762; 05.36.22.764; 05.36.22.548; 05.36.22.766; 05.36.22.029; 05.36.22.050; 05.36.22.765) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურების რეგულირების შესახებ „მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ
წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების
შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №გ-35.
35240604 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №92
2026 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესი (პროგრამა)“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესით (პროგრამით)“ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის“ (პროგრამული კოდი: 31 02) პროგრამის „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 31 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში.
მუხლი 3🔗
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესი (პროგრამა)
მუხლი 1🔗. პროგრამის ამოცანები და მიზნები
1. „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესი (პროგრამა)“ (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს 2027-2028 წლების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ძაღლების მიკვლევადობას და ცოფის პრევენციას, ძაღლების პოპულაციის მართვის ღონისძიებების განხორციელებით.
2. პროგრამა მოიცავს ჰუმანური მეთოდებით ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვაში პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის ღონისძიებებს (დანართი №1 – 2027 წლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები; დანართი №2 – 2028 წლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები) და ითვალისწინებს:
ა) უპატრონო/მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ანტირაბიულ ვაქცინაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას, საჭიროების შემთხვევაში, ლეიშმანიოზზე და ჭირზე ტესტირებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ღონისძიებებს;
ბ) პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას და ძუ ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას და სტერილიზაციას.
3. პროგრამის მიზანია:
ა) ცხოველებში ჰიპერპოპულაციის მართვა, დაავადების გადაცემის პრევენცია, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ბ) ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაცია.
მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და მუნიციპალიტეტები, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინირებით.
2. ქ. თბილისში უპატრონო/მიკედლებული ძაღლების პოპულაციის მართვას, სააგენტოსთან კოორდინაციით, ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, მის მიერ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უპატრონო/მიკედლებული ძაღლების პოპულაციის მართვას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, ახორციელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები, მათ მიერ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
4. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს ამ პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მხარდაჭერას.
5. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მუხლი 3🔗. 2027 წლის პროგრამის პირობები
1. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, სააგენტოს მიერ განხორციელდება:
ა) კარდაკარ პრინციპით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული ანტირაბიული ვაქცინაციის პარალელურად, სავარაუდოდ 102 092 პატრონიანი ძაღლის იდენტიფიკაცია (მიკროჩიპის გამოყენებით) და მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია;
ბ) პატრონიანი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაციის მიზნით, სავარაუდოდ 13 619 ძუ ძაღლის სტერილიზაცია (მომსახურების შესყიდვით) და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.
2. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩატარების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელდება სავარაუდოდ 37 500 უპატრონო/მიკედლებული ძაღლის დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა:
ა) მცხეთა-მთიანეთის მხარიდან – ქ. თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში;
ბ) კახეთის მხარიდან – გურჯაანის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში;
გ) ქვემო ქართლის მხარიდან – გურჯაანის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან ქვემო ქართლის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში;
დ) შიდა ქართლის მხარიდან – გორის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში;
ე) სამცხე-ჯავახეთის მხარიდან – გორის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან სამცხე-ჯავახეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში;
ვ) იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში;
ზ) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში;
თ) გურიის მხარიდან – ქ. ბათუმის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდება ძაღლების გარემოში დაბრუნება. აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია.
4. სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტების შერჩევით, სააგენტოს მიერ განხორციელდება თავშესაფრების მშენებლობა/მოწყობა.
5. ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, გურჯაანის, გორის მუნიციპალიტეტებისთვის და სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის შესაბამისი მუნიციპალიტეტებისთვის დანართ №1-ის შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელდება:
ა) საჭირო ვაქცინების, საყურე ნიშნებისა და სხვა აუცილებელი მატერიალური ფასეულობის შესყიდვა და გადაცემა;
ბ) თავშესაფრის სპეციალისტების შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად და შესყიდვების განსახორციელებლად თანხების გადარიცხვა.
6. ქ. თბილისის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, გურჯაანის, გორის და სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის შესაბამისი ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრების მიერ განხორციელდება:
ა) სააგენტოს მიერ მიყვანილი ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში, ჭირზე და ლეიშმანიოზზე გამოკვლევა, პოსტოპერაციული დაყოვნების შემდგომ, ძაღლების სააგენტოსთვის გადაცემა, მათ გარემოში დაბრუნების მიზნით და შესრულებული სამუშაოების შესახებ მონაცემების აღრიცხვა (მათ შორის, მონაცემთა ერთიან ბაზაში);
ბ) დამატებით შესაბამისი რაოდენობის სპეციალისტების (ვეტერინარი, ვეტერინარი ტექნიკოსი, კინოლოგი, სანიტარი) აყვანა.
7. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტოს მიერ, განხორციელდება საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია:
ა) პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება;
ბ) ძაღლების სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, კასტრაციის/სტერილიზაციის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის თაობაზე მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
გ) ქუჩაში მიტოვებული ძაღლებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე და პასუხისმგებლობის ზომებზე ინფორმაციის მიწოდება.
8. სააგენტოს მიერ საინფორმაციო კამპანიის განხორციელების მხარდაჭერას, უფლებამოსილების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და მუნიციპალიტეტები.
9. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს უცხოელი ან/და ადგილობრივი ექსპერტების/სპეციალისტების პროგრამაში ჩართვას.
მუხლი 4🔗. 2028 წლის პროგრამის პირობები
1. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, სააგენტოს მიერ განხორციელდება:
ა) კარდაკარ პრინციპით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პარალელურად, სავარაუდოდ 40 837 პატრონიანი ძაღლის იდენტიფიკაცია (მიკროჩიპის გამოყენებით) და მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია;
ბ) პატრონიანი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაციის მიზნით, სავარაუდოდ 13 619 ძუ ძაღლის სტერილიზაცია (მომსახურების შესყიდვით) და საჭიროების შემთხვევაში, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.
2. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ანტირაბიული ვაქცინაციის, კასტრაციის/სტერილიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში, ტესტირების (ლეიშმანიოზი, ჭირი) ჩატარების მიზნით, სააგენტოს მიერ განხორციელდება სავარაუდოდ 38 401 უპატრონო/ მიკედლებული ძაღლის დაჭერა და შემდეგ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში გადაყვანა:
ა) მცხეთა-მთიანეთის მხარიდან – ქ. თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში;
ბ) კახეთის მხარიდან – გურჯაანის მუნიციპალურ თავშესაფარში;
გ) შიდა ქართლის მხარიდან – გორის მუნიციპალურ თავშესაფარში;
დ) იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარიდან – ქ. ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში;
ე) გურიის მხარიდან – ქ. ბათუმის მუნიციპალურ თავშესაფარში;
ვ) ქვემო ქართლის მხარიდან – ქვემო ქართლის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში;
ზ) სამცხე-ჯავახეთის მხარიდან – სამცხე-ჯავახეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში;
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან – სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სააგენტოს მიერ აშენებულ მუნიციპალურ თავშესაფარში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების შემდგომ სააგენტოს მიერ განხორციელდება ძაღლების გარემოში დაბრუნება. აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია.
4. შესაბამისი მუნიციპალიტეტებისთვის დანართი №2-ის შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელდება:
ა) საჭირო ვაქცინების, საყურე ნიშნებისა და სხვა აუცილებელი მატერიალური ფასეულობის შესყიდვა და გადაცემა;
ბ) თავშესაფრის სპეციალისტების შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად და შესყიდვების განსახორციელებლად თანხების გადარიცხვა.
5. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრების მიერ განხორციელდება:
ა) სააგენტოს მიერ მიყვანილი ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში ჭირზე და ლეიშმანიოზზე გამოკვლევა, პოსტოპერაციული დაყოვნების შემდგომ, ძაღლების სააგენტოსთვის გადაცემა, მათ გარემოში დაბრუნების მიზნით და შესრულებული სამუშაოების შესახებ მონაცემების აღრიცხვა (მათ შორის, მონაცემთა ერთიან ბაზაში);
ბ) დამატებით შესაბამისი რაოდენობის სპეციალისტების (ვეტერინარი, ვეტერინარი ტექნიკოსი, კინოლოგი, სანიტარი) აყვანა.
6. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტოს მიერ, განხორციელდება საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია:
ა) პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება;
ბ) ძაღლების სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, კასტრაციის/სტერილიზაციის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობის თაობაზე მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
გ) ქუჩაში მიტოვებული ძაღლებისგან გამოწვეულ საფრთხეებზე და პასუხისმგებლობის ზომებზე ინფორმაციის მიწოდება.
7. სააგენტოს მიერ საინფორმაციო კამპანიის განხორციელების მხარდაჭერას, უფლებამოსილების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და მუნიციპალიტეტები.
8. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს უცხოელი ან/და ადგილობრივი ექსპერტების/სპეციალისტების პროგრამაში ჩართვას.
მუხლი 5🔗. მონიტორინგი
1. სააგენტოს მოთხოვნით, პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას საანგარიშო წლის მიხედვით.
2. საანგარიშო წელს დარჩენილი გაუხარჯავი ფულადი თანხები მუნიციპალიტეტების მიერ ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას.
მუხლი 6🔗. განხორციელების ვადები
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
დანართი №1
2027 წლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები
მუნიციპალიტეტები
პატრონიანი ძაღლების
იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია
და ვაქცინაციის სავარაუდო
რაოდენობა
პატრონიანი ძუ ძაღლების
სტერილიზაციის
სავარაუდო რაოდენობა
უპატრონო/მიკედლებული
ძაღლების იდენტიფიკაცია-
რეგისტრაციის,
სტერილიზაცია/კასტრაციის,
ანტირაბიული
ვაქცინაციის
სავარაუდო რაოდენობა
1
ქარელი
1414
189
4,675
2
გორი
1979
264
3
კასპი
1445
193
4
ხაშური
1321
176
4
შიდა ქართლი
6159
822
4,675
1
გურჯაანი
3122
416
5,075
2
სიღნაღი
2471
330
3
დედოფლისწყარო
1620
216
4
თელავი
1819
243
5
ახმეტა
1061
142
6
ყვარელი
1467
196
7
ლაგოდეხი
1635
218
8
საგარეჯო
2448
326
8
კახეთი
15643
2087
5,075
1
ხონი
2107
281
3,775
2
ვანი
3710
495
3
ბაღდათი
2019
269
4
ზესტაფონი
3207
428
5
თერჯოლა
3022
403
6
ტყიბული
2116
282
7
ხარაგაული
1814
242
8
ჭიათურა
1852
247
9
წყალტუბო
2542
339
10
სამტრედია
3819
509
11
საჩხერე
1912
256
12
ქ. ქუთაისი
0
0
12
იმერეთი
28120
3751
3,775
1
ახალქალაქი
1636
218
5,275
2
ახალციხე
883
118
3
ადიგენი
815
109
4
ასპინძა
663
88
5
ნინოწმინდა
1217
162
6
ბორჯომი
888
119
6
სამცხე-ჯავახეთი
6102
814
5,275
1
ამბროლაური
954
127
1,250
2
ონი
374
50
3
ცაგერი
911
122
4
ლენტეხი
386
51
4
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
2625
350
1,250
1
ზუგდიდი
5375
717
4,525
2
წალენჯიხა
1244
166
3
ხობი
3111
415
4
ჩხოროწყუ
2161
288
5
მარტვილი
1342
179
6
აბაშა
2762
368
7
სენაკი
3002
400
8
მესტია
482
65
9
ფოთი
0
0
9
სამეგრელო-ზემო სვანეთი
19479
2598
4,525
1
ოზურგეთი
4835
645
2,500
2
ლანჩხუთი
1960
261
3
ჩოხატაური
1325
177
3
გურია
8120
1083
2,500
1
რუსთავი
0
0
5,550
2
მარნეული
1366
182
3
ბოლნისი
1158
154
4
წალკა
987
132
5
დმანისი
1544
206
6
თეთრიწყარო
1245
166
7
გარდაბანი
1806
241
7
ქვემო ქართლი
8106
1081
5,550
1
მცხეთა
1510
201
4,875
2
თიანეთი
988
132
3
ყაზბეგი
420
56
4
დუშეთი
1229
165
4
მცხეთა-მთიანეთი
4147
554
4,875
1
ბათუმი
0
0
0
2
ქობულეთი
1668
223
3
ხელვაჩაური
871
116
4
ქედა
440
59
5
შუახევი
159
21
6
ხულო
453
60
6
აჭარა
3591
479
0
1
თბილისი
0
0
0
64
სულ
102,092
13,619
37,500
მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული თანხები
მუნიციპალიტეტი
თავშესაფრის პერსონალის შრომის ანაზღაურება
სხვადასხვა მომსახურების (გაზი, ასინირაცია) შესყიდვა
მედიკამენტების/საოპერაციო სახარჯი მასალისა და ცხოველის საკვების შესყიდვა
ავტოსამრეცხაოს მოწყობა/საოპერაციო მაგიდისა და სხვა მოწყობილობების შესყიდვა
გურჯაანი
840,466
118,000
601,694
-
ქვემო ქართლის შესაბამისი მუნიციპალიტეტი
71,000
სამცხე-ჯავახეთის შესაბამისი მუნიციპალიტეტი
840,466
118,000
563,469
71,000
გორი
-
ქ. ქუთაისი
840,466
118,000
540,817
-
სამეგრელო-ზემო სვანეთის შესაბამისი მუნიციპალიტეტი
71,000
ქ. ბათუმი
122,452
-
141,575
-
ქ. თბილისი
242,242
-
276,071
-
დანართი №2
2028 წლის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები
მუნიციპალიტეტები
პატრონიანი ძაღლების
იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია
და ვაქცინაციის სავარაუდო
რაოდენობა
პატრონიანი ძუ ძაღლების
სტერილიზაციის
სავარაუდო რაოდენობა
უპატრონო/მიკედლებული
ძაღლების იდენტიფიკაცია-
რეგისტრაციის,
სტერილიზაცია/კასტრაციის,
ანტირაბიული ვაქცინაციის
სავარაუდო რაოდენობა
1
ქარელი
566
189
4,787
2
გორი
792
264
3
კასპი
578
193
4
ხაშური
528
176
4
შიდა ქართლი
2,464
822
4,787
1
გურჯაანი
1249
416
5,197
2
სიღნაღი
988
330
3
დედოფლისწყარო
648
216
4
თელავი
728
243
5
ახმეტა
424
142
6
ყვარელი
587
196
7
ლაგოდეხი
654
218
8
საგარეჯო
979
326
8
კახეთი
6257
2087
5,197
1
ხონი
843
281
4,634
2
ვანი
1484
495
3
ბაღდათი
808
269
4
ზესტაფონი
1283
428
5
თერჯოლა
1209
403
6
ტყიბული
846
282
7
ხარაგაული
726
242
8
ჭიათურა
741
247
9
წყალტუბო
1017
339
10
სამტრედია
1526
509
11
საჩხერე
765
256
12
ქ. ქუთაისი
0
0
12
იმერეთი
11,248
3751
4,634
1
ახალქალაქი
654
218
5,402
2
ახალციხე
353
118
3
ადიგენი
326
109
4
ასპინძა
265
88
5
ნინოწმინდა
488
162
6
ბორჯომი
355
119
6
სამცხე-ჯავახეთი
2441
814
5,402
1
ამბროლაური
382
127
1,280
2
ონი
150
50
3
ცაგერი
364
122
4
ლენტეხი
155
51
4
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
1051
350
1,280
1
ზუგდიდი
2150
717
3,866
2
წალენჯიხა
498
166
3
ხობი
1244
415
4
ჩხოროწყუ
864
288
5
მარტვილი
537
179
6
აბაშა
1105
368
7
სენაკი
1200
400
8
მესტია
193
65
9
ფოთი
0
0
9
სამეგრელო-ზემო სვანეთი
7,791
2598
3,866
1
ოზურგეთი
1934
645
2,560
2
ლანჩხუთი
784
261
3
ჩოხატაური
530
177
3
გურია
3248
1083
2,560
1
რუსთავი
0
0
5,683
2
მარნეული
546
182
3
ბოლნისი
463
154
4
წალკა
395
132
5
დმანისი
618
206
6
თეთრიწყარო
498
166
7
გარდაბანი
722
241
7
ქვემო ქართლი
3242
1081
5,683
1
მცხეთა
604
201
4,992
2
თიანეთი
395
132
3
ყაზბეგი
168
56
4
დუშეთი
492
165
4
მცხეთა-მთიანეთი
1659
554
4,992
1
ბათუმი
0
0
0
2
ქობულეთი
667
223
3
ხელვაჩაური
348
116
4
ქედა
176
59
5
შუახევი
64
21
6
ხულო
181
60
6
აჭარა
1436
479
0
1
თბილისი
0
0
0
64
სულ
40,837
13,619
38,401
მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული თანხები
მუნიციპალიტეტი
თავშესაფრის პერსონალის შრომის ანაზღაურება
სხვადასხვა მომსახურების (გაზი, ასინირაცია) შესყიდვა
მედიკამენტები/საოპერაციო სახარჯი მასალისა და ცხოველის საკვების შესყიდვა
გურჯაანი
325,030
118,000
294,306
ქვემო ქართლის შესაბამისი მუნიციპალიტეტი
1,057,080
118,000
321,828
სამცხე-ჯავახეთის შესაბამისი მუნიციპალიტეტი
1,057,080
118,000
305,915
გორი
325,030
118,000
271,088
ქ. ქუთაისი
1,057,080
118,000
218,932
სამეგრელო-ზემო სვანეთის შესაბამისი მუნიციპალიტეტი
325,030
118,000
334,910
ქ. ბათუმი
190,333
100,000
144,973
ქ. თბილისი
266,466
-
282,697