„ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.02.2026
ძალაში შესვლა 01.07.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 410010020.10.003.025642 9
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/03/2026
925 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2026 მიღება
01.07.2026 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
ცხოველი
პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით
მუხლი 3
კასტრაცია − ხვადი ცხოველისთვის გამრავლების უნ
არის შეწყვეტა
მუხლი 3
სტერილიზაცია − ძუ ცხოველისთვის გამრავლების უნ
არის შეწყვეტა
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ ცხოველთა კეთილდღეობა ფერმაში 93% 16.01.2023 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 25.05.2018 ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების - ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 05.06.2018 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 06.04.2015 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 21.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

„ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №93 2026 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი „ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და  58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე ტექნიკური რეგლამენტი − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ ზოგადი დებულებები „ტექნიკური რეგლამენტი − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს წესებს შინაური ბინადარი ცხოველების (შემდგომში − ცხოველი) სტერილიზაციის/კასტრაციის, მოშენების წესებისა და ვადების შესახებ. მუხლი 2🔗. მიზანი და მოქმედების სფერო 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ცხოველთა პოპულაციის მართვა ჰუმანური მეთოდებით. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ცხოველების სტერილიზაციას/კასტრაციას ან/და მოშენებას. 3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები არ ვრცელდება ფერმერულ და გარეულ ცხოველებზე. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ცხოველი – პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით; ბ) ცხოველების საშენი (შემდგომში − საშენი) − საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ცხოველების მიზნობრივ და გეგმაზომიერ მოშენებას; გ) კასტრაცია − ხვადი ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა; დ) სტერილიზაცია − ძუ ცხოველისთვის გამრავლების უნარის შეწყვეტა; ე) პოსტოპერაციული რეაბილიტაცია − ოპერაციის შემდგომი პერიოდი; ვ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 4🔗. მოშენების წესები და ვადები 1. სანაშენე ცხოველის მოშენება დასაშვებია საშენის მიერ ან მეპატრონის მიერ, არაკომერციული მიზნით, ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად. 2. საშენი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაიცემა ერთჯერადად, 2 წლის ვადით, ერთ წლამდე ვადის გაგრძელების უფლებით. 4. შესაძლებელია მხოლოდ იმ ცხოველების შეჯვარება, რომლებიც ჯანმრთელები არიან, მათ შორის, მემკვიდრული დაავადებების მხრივ. 5. სანაშენე ცხოველი მოშენების შეწყვეტის შემდეგ ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას. 6. სტერილიზაციის/კასტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საგამოფენო ცხოველზე, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის სახეობრივ/ინდივიდუალურ და ჯიშობრივ მახასიათებლებს და განკუთვნილია ცხოველების გამოფენაში მონაწილეობისთვის. 7. ცხოველის მეპატრონემ სტერილიზაციის/კასტრაციის დადგომამდე უნდა მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს, მონაცემთა ერთიან ბაზაში საგამოფენო ცხოველად რეგისტრაციის მიზნით. 8. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციიდან ორი წლის ვადაში მეპატრონე ვერ მოიპოვებს ცხოველების გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იგი ვალდებულია, მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების შესატანად, მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს. 9. საგამოფენო ცხოველის სტატუსის მოხსნის შემდეგ ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას. 10. ცხოველის მოშენების ასაკი დამოკიდებულია მის ჯიშობრივ მახასიათებლებზე, ფიზიოლოგიურ განვითარებასა და ვეტერინარის/ მომშენებლის შეფასებაზე. 11. ძუ ძაღლების შეჯვარება დასაშვებია არანაკლებ 17 თვის ასაკიდან და წყდება არაუმეტეს 9 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. ხვადი ძაღლების შეჯვარება დასაშვებია არანაკლებ 12 თვის ასაკიდან. 12. კატების შეჯვარება დასაშვებია არანაკლებ 12 თვის ასაკიდან და წყდება ძუ კატების შემთხვევაში − არაუმეტეს 7 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, ხვადი კატების შემთხვევაში − არაუმეტეს 6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. მუხლი 5🔗. ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის ჩატარების პროცედურები 1. სტერილიზაციის/კასტრაციის ჩატარების დროს ყველა პროცედურა ხორციელდება ცხოველის მიმართ ჰუმანური მოპყრობის პრინციპის დაცვით. 2. სტერილიზაცია/კასტრაცია ხორციელდება: ა) ვეტერინარის მიერ; ბ) კატის შემთხვევაში − 4 თვიდან, ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვეტერინარის შეფასების საფუძველზე; გ) ძაღლის შემთხვევაში − 6 თვიდან, ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვეტერინარის შეფასების საფუძველზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ასაკამდე სტერილიზაცია/კასტრაცია შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ ვეტერინარის მიერ ცხოველის ინდივიდუალური კლინიკური შეფასების საფუძველზე. 4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი მაქსიმალური ასაკის ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში და ვეტერინარის გადაწყვეტილების საფუძველზე, როდესაც პროცედურის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს. 5. ვეტერინარმა თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე უნდა აწარმოოს ჩანაწერები ელექტრონულად ან შესაბამის ჟურნალში, რომელიც უნდა ასახავდეს ჩატარებულ სტერილიზაციის/კასტრაციის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მუხლი 6🔗. აკრძალვები ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის ჩატარებისას 1. ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია აკრძალულია: ა) იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ არის აღიარებული; ბ) ცხოველის ჯანმრთელობის მონიტორინგის გარეშე; გ) ტკივილის მართვის გარეშე (ანესთეზია, ანალგეზია); დ) არასტერილურ გარემოში; ე) ვეტერინარული დაწესებულების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაცემულ იქნა შესაბამისი ნებართვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 2. ცხოველის სტერილიზაციისას/კასტრაციისას დაუშვებელია: ა) ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა; ბ) პოსტოპერაციული რეაბილიტაციის უზრუნველყოფის გარეშე ცხოველის გაშვება ვეტერინარული დაწესებულებიდან; გ) სტერილიზაცია/კასტრაცია ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ პერსონალური დაცვის საშუალებების (სპეციალური დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანი, პირბადე, სათვალე და სხვა) გამოყენების გარეშე. 3. ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია დაუშვებელია, თუ ცხოველის ინდივიდუალური კლინიკური შეფასების საფუძველზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია და სიცოცხლისთვის შეუთავსებელია სტერილიზაციის/კასტრაციის პროცესში ანესთეზიის/ანალგეზიის გამოყენება და ტკივილის მართვა და აღნიშნულის თაობაზე არსებობს ვეტერინარის დასკვნა. ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე მიეთითება მონაცემთა ერთიან ბაზაში. მუხლი 7🔗. კასტრაციის/სტერილიზაციის ჩატარების მეთოდები 1. სტერილიზაცია/კასტრაცია უნდა ჩატარდეს მინიმალურად ინვაზიური მეთოდების გამოყენებით. 2. ანესთეზია/ანალგეზია უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაშვებული პრეპარატების გამოყენებით. მუხლი 8🔗. ცხოველის პოსტოპერაციული რეაბილიტაცია 1. სტერილიზაციის/კასტრაციის შემდეგ ცხოველების მდგომარეობის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ცხოველის ანესთეზიიდან გამოსვლამდე. 2. მონიტორინგის პროცესში უნდა ხორციელდებოდეს ტემპერატურის, სუნთქვის, ქცევისა და სხვა სასიცოცხლო მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი. 3. საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარის მიერ უნდა განხორციელდეს ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალურად გამოყენება. 4. ცხოველის პოსტოპერაციული რეაბილიტაციისას სავალდებულოა: ა) ანალგეზიის უზრუნველყოფა ტკივილის შესამსუბუქებლად; ბ) ცხოველის მოთავსება შესაბამის პირობებში; გ) სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი. მუხლი 9🔗. ინფექციის კონტროლი და მონაცემთა აღრიცხვა 1. ცხოველის კასტრაციისას/სტერილიზაციისას ინფექციის კონტროლის მიზნით სავალდებულოა: ა) ადგილის სისტემატური რეცხვა/დეზინფექცია; ბ) ინფექციურ დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ცხოველის იზოლირება; გ) სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო განკარგვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) ჰოსპიტალური ინფექციის აღრიცხვა და ანალიზი; ე) ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგის გამართული სისტემის არსებობა. 2. სტერილიზაციასთან/კასტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ვეტერინარულ დაწესებულებაში ერთი წლის ვადით. მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების სახელმწიფო კონტროლს.