„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ 2005 წლის 26 დეკემბრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1003
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.009.713
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 175, 28/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.009.713

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1003

2006 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ 2005 წლის 26 დეკემბრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №721 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის მიერ 2004 წლის 21 მაისს №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბერის №721 ბრძანების (სსმ III,  31.12.2005 წ., №154, მუხ. 1727) თანდართული დებულების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადება დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს ასოცირებული ან სრული პროფესორი. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია