ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 16 883,4 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
02 00
ინფრასტრუქტურის განვითარება
16 883,4
02 01
საგზაო ინფრასრტუქტურის განვითარება
5 618,0
02 01 01
გზების მიმდინარე შეკეთება
180,0
02 01 02
ახალი გზების მშენებლობა
5 379,3
02 01 03
ნაპირსამაგრი სამუშაოები
58,7
02 02
წყლის სისტემების განვითარება
2 307,9
02 02 03
წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია
1 327,9
02 02 04
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება
980,0
02 03
გარე განათება
753,9
02 03 01
გარე განათების ქსელის ექსპლოტაცია
650,0
02 03 02
გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა
103,9
02 04
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება
2 040,0
02 04 01
ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი“
1 780,0
02 04 02
მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება
260,0
02 07
კეთილმოწყობა
5 903,6
02 07 01
საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ესკიზებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა
1 070,1
02 07 02
შენობების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია
2 310,5
02 07 03
პარკებისა და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია
1 043,0
02 07 04
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
1 480,0
02 08
სარიტუალო ღონისძიებები
260,0
02 08 01
სასაფლაოების მოვლა, შემოღობვა
0,0
02 08 02
ა(ა)იპ ახალციხის სასაფლაოების მართის ცენტრი
260,0
პროგრამის დასახელება
კოდი
ინფრასტრუქტურის განვითარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 00
16 883,4
პროგრამის განმახორციელებელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის ფარგლებშიც გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, გარე განათებების ქსელის ექსპლოატაცია-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელება, სკვერების, პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. პროგრამის მიზანია რეაბილიტაცია ჩაუტარდეს გზებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს გაუმართავი საავტომობილო გზის მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. მოეწყოს პანდუსები და გადასასვლელები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და საბავშვო ეტლებით მოძრავის დედების, შშმ პირების, ასაკოვანი ადამიანების უსაფრთხო გადაადგილება და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
შექმნილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა,უზრუნველყოფილია ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწესრიგებული და დასუფთავებულია ქუჩები და პარკები, მაქსიმალურად დაცულია სანიტარული წესები, რაც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას; და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 01
5 218,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთებას, მუნიციპალიტეტში ახალი გზების მშენებლობას. პროგრამის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი, ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები უმეტესწილად ხმარდება გზების მიმდინარე შეკეთებას. მიმდინარე პერიოდისათვის მუნიციპალური გზების 20% სრულად რეაბილიტირებულია, დარჩენილ ნაწილზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ნაწილზე იგეგმება შესაბამისი სამუშაობის ჩატარება. სარეაბილიტაციო გზების შერჩევა და პრიორიტეტიზაცია ხორციელდება მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე მხედველობაში მიიღება სტიქიური მოვლენების შედეგების აღმოფხვრა და სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელი ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 ქვეპროგრამა:
- გზების მიმდინარე შეკეთება;
- ახალი გზების მშენებლობა;
-ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გზების მმიმდინარე შეკეთების ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის დაზიანებული და ამორტიზირებული გზების კაპიტალური (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) შეკეთება/რეაბილიტაცია. სამუშაოების მოცულობა დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ კაპიტალურ ტრანსფერზე. ბოლო წლების განმავლობაში, საშუალოდ წლის განმავლობაში, კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება 8000 გრძ/მ გზას (მათ შორის ახალი გზებია 3500გრძ/მ, ან ბეტონის გზაა 1500 გრძ/მ) ახალი გზების მშენებლობის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ახალი გზების მოწყობა. სამუშაოები მოიცავს ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა- რეაბილიტაციას (მათ შორის, ე.წ. ორმული შეკეთება), ასევე, არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას და მოხრეშვა-მოშანდაკებას. წლის განმავლობაში საშუალოდ ხორციელდება 300000 კვ/მ გზის მიმდინარე შეკეთება; ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება ზამთრის პერიოდში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა.
ნაპირსამაგრი სამუშაოების ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირების გამაგრებითი სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუნიციპალური გზის (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა; არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება; ფორს-მაჟორული პირობების არსებობისას მოსახლეობის სწრაფი უზრუნველყოფა სატრანსპორტო მომსახურებით; ტურიზმის ხელშეწყობა; მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის გზებზე გადაადგილება არის უსაფრთხო და კომფორტული;
გაზრდილია გზების ექსპლოატაციის პერიოდი;
ადგილობრივ გზებზე მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა;
შემცირებულია მგზავრობის დრო;
გზებზე პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია დროულად, და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
გზების მიმდინარე შეკეთება
2026 წლის დაფინანსება
(ათას ლარში)
კოდი
02 01 01
180,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
გზების მიმდინარე შეკეთების ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის დაზიანებული და ამორტიზირებული გზების კაპიტალური (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) შეკეთება-რეაბილიტაცია. ბოლო წლების განმავლობაში, საშუალოდ წლის განმავლობაში, რეაბილიტაცია უტარდება 80 000 გრძ/მ გზას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. გარდა აღნიშნული პროექტებისა, 2025 წლის განმავლობაში არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, გზების კაპიტალური შეკეთება შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტის სხვა გზებზეც. ლოკაციების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით.
ქვეპროგრამის მიზანია არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება; ფორს-მაჟორული პირობების არსებობისას მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურებით სწრაფი უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ტურიზმის ხელშეწყობა; მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;
მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება;
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება;
ტურიზმის ხელშეწყობა;
მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ახალი გზების მშენებლობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 01 02
5 379,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალი გზების მშენებლობა. კერძოდ: ქვეპროგრამის ფარგლებში 2025 წელს დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება, როგორც ადგილობრივი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან:
-ქალაქ ახალციხეში ნათენაძის, ფარსმან მეფის, ნებიერიძის და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების რეაბილიტაცია - 3 500,0 ათასი ლარი;
-სოფელ მუსხში და სოფელ ივლიტაში ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 1 400,0 ათასი ლარი;
გარდა აღნიშნული პროექტებისა, 2025 წელს არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, გზების კაპიტალური შეკეთება შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტის სხვა გზებზეც. ლოკაციების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით.
ქვეპროგრამის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება და ახალი გზების მშენებლობის კუთხით მეტი პროექტის განხორციელება და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენარჩუნებულია გზების მაღალი ხარისხი;
მუნიციპალიტეტის გზებზე გადაადგილება არის უსაფრთხო და კომფორტული;
გაზრდილი გზების ექსპლოატაციის პერიოდი,შემცირებულია მგზავრთა გადაადგილების დრო;
შემცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის;
ტურიზმის ხელშეწყობა;
გაუმჯობესებულია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ნაპირსამაგრი სამუშაოები
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
ათას ლარში
02 01 03
58,7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების ნაპირსამაგრი სამუშაოები. ქვეპროგრამის მიზანია დაზიანებული მონაკვეთების დროული აღდგენა და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების ლიკვიდირებულია დროულად და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
წყლის სისტემების განვითარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 02
2 307,9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლის უწყვეტი მომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შედგება 2 ქვეპროგრამისაგან:
-წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია;
-ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება;
წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა უმეტესწილად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით.
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება ითვალისწინებს ახალციხის მუნიციპალიტეტში 14 თემის ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართულ და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, სოფლებში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული დაზიანებების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ანაზღაურდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები.
გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და წლის განმავლობაში ჩატარებული ტენდერებით წარმოქმნილი ეკონომიებით შესაძლებელია განხორციელდეს სხვა პროექტებიც. პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით.
ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ყველა დასახლების მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდებოდეს შეუფერხებლად, წყლის სისტემები ფუნქციონირებდეს გამართულად და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებას მიეწოდება სასმელი წყალი; მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელებს გააჩნით შეუფერხებელი წვდომა სარწყავ წყალზე; წყლის სისტემების ექსპლოატაცია მიმდინარეობს სისტემატური სახით და წარმოქმნილ გაუმართაობებზე ხდება მყისიერი რეაგირება და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 02 03
1 327,9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება;
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვ.) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში, ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა უმეტესწილად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით. ქვეპროგრამისათვის ასევე გამოყოფილია თანხები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემოსავლებიდან.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით სხვა და სხვა პროექტები. პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებებლი აუცილებლობის გათვალისწინებით.
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდებოდეს შეუფერხებლად, წყლის სისტემების ექსპლოატაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში მოქმედებს სასმელი წყლის მიწოდების 24 საათიანი გრაფიკი;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნია შეუფერხებელი წვდომა სასმელ წყალზე;
წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილია დროულად და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების და ხელოვნური ტბის მოვლა- შენახვა-რეაბილიტაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 02 04
980,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების სრულ რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. მათ შორის პრიორიტეტულია მოსახლეობის 24 საათიანი მომარაგება სასმელი წყლით წლის ნებისმიერ პერიოდში. ქვეპროგრამა ასევე მოიცავს სარწყავი და სანიაღვრე არხების მოწყობა რეაბილიტაციას, ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოვლა-პატრონობას,ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში და 14 თემში 11 სატუმბი სადგურის და 50 კმ-იანი სარწყავი არხის მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია, ბუნებრივი სარწყავი არხებითა და მექანიკური სატუმბი სადგურების მეშვეობით სარწყავი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარების მოწყობა და შიდა ქსელური არხების რეაბილიტაცია და სხვ.
წყლის სისტემის განვითარების პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული (წლის სისტემის რეაბილიატაცია, ახლის მოწყობა), ასევე, მომსახურების (წლის სისტემის ექსპლოატაცია). რაც შეეხება მის ხანგრძლივობას, იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიან, ხოლო მომსახურების ნაწილში მუდმივმოქმედ პროგრამას.
ქვეპროგრამა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქ ახალციხეში, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში.
პროგრამის მიზანია:
- მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში არსებობედეს სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება;
- მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებლი წვდომა და იღებდეს სასმელ წყალს;
- წყლის სისტემების ექსპლოატაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოიფხვრას დროულად,ახალციხის ტბაზე ინფრასრტუქტურა და გარემო იყოს მოწესრიგებული, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული გარემოს შექმნას და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში მოქმედებს სასმელი წყლის მიწოდების 24 საათიანი გრაფიკი;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნია შეუფერხებელი წვდომა სასმელ წყალზე;
წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილია დროულად, სატუმბი სადგურები მუშაობს გამართულად; ახალციხის ტბის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული და გაუმჯობესებულია, მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის შექმნილია დასვენების და ფიზიკური გაჯანსაღების პირობები და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 03
753,9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისა და ექსპლოატაციისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება. დღეის მდგომარეობით გარე განათების ქსელით მოცულია მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის 80%. გარე განათების სისტემა მოიცავს 1000-ზე მეტ განათებისა და ელექტროგაყვანილობის ბოძს, 6500-ზე მეტ სანათ წერტილს, 20000 გრძივ მეტრზე მეტ სადენს და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას. პროგრამის ასიგნებების მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას. პროგრამა შედგება 2 ქვეპროგრამისაგან. ესენია:
- გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია;
- გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა.
გარე განათების პროგრამა შინაარსის ტიპის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული ხასიათის, ასევე - მომსახურების. კაპიტალური ნაწილი მოიცავს გარე განათების ქსელის გაფართოება-გაუმჯობესების ღონისძიებებს, ხოლო მომსახურების ნაწილი - გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციას (მ.შ. მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას). ხანგრძლივობის მიხედვით, ექსპლოატაციის ნაწილში პროგრამა არის მუდმივმოქმედი, ხოლო ინფრასტრუქტურულ ნაწილში - მრავალწლიანი. ბიუჯეტიდან ასიგნებები გამოყოფილია როგორც გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის ქვეპროგრამაზე, ასევე ახალი წერტილების მოწყობისათვის, ექსპლოატაციის ხარჯების დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან, ხოლო კაპიტალური დანახარჯები უმეტესწილად გაიწევა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით, ასევე საკუთარი სახსრების თანადაფინანსებით. პროგრამის მიზანია გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მოქალაქეებისთვის ღამის პერიოდში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემა ფუნქციონირებს გამართულად. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია დროულად. მუნიციპალიტეტში გარე განათების ქსელით მოცულია დასახლებული ტერიტორიების 80%; და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 03 01
650,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გარე განათებას. შესაბამისად საჭიროა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულის გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მისი პერიოდული შეკეთება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქვეპროგრამის ფარგლებში და ფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლა;
- ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება, ახლით ჩანაცვლება;
- დაზიანებული სადენების აღდგენა, შეკეთება.
ქვეპროგრამა ასევე მოიცავს გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებას. ქვეპროგრამის მიზანია გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება, მოქალაქეებისთვის ღამის პერიოდში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემა ფუნქციონირებს გამართულად. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია დროულად და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 03 02
103,9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა, არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, რეაბილიტირებულ გზებზე ახალი სანათი წერტილების მოწყობა. ქვეპროგრამის მიზანია უფრო მეტ ქუჩაზე და დასახლებულ ადგილებზე განთავსდეს გარე განათების ახალი წერტილები, რათა ხელი შეეწყოს მოქალაქეების (მოზარდების, შშმ პირების, ეტლით მოსარგებლე ადამიანების, ბავშვიანი დედების და სხვ.) უსაფრთხო გადაადგილებას დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემა ფუნქციონირებს გამართულად. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია დროულად და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი
2025 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 04 01
1 780,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი“, რომელიც ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეთა მომსახურებას. ორგანიზაციის ავტოპარკი შედგება საქართველოს მტავრობის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი 18 ერთეული ავტობუსისგან. ორგანიზაციაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია 75 საშტატო ერტეული და 15 ერთეული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულის პოზიცია. ტრანსპორტის ბაზა-ავტოსადგომი მდებარეობს ქალაქ ახალციხის მიმდებარედ სოფელ კლდის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე, მგზავრობის ტარიფები და ავტობუსების მოძრაობის მარშრუტები (დღეის მდგომარეობით 17 მარშრუტი) დამტკიცებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდება ელექტრონული საგადახდო სისტემით, რომლის ინსტალაცია და მიმდინარე მომსახურება ხორციელდება სს ,,თიბისი ბანკი“-ს მიერ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სს ,,თიბისი ბანკს“ შორის გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ტრანსპორტის ელექტრონული დისპეტჩერიზაციის სისტემის დანერგვა.
ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის ხელშეწყობა, გადაადგილების ოპტიმალური მარშრუტების დადგენა და მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხო, ეფექტური ფუნქციონირება, ადაპტირება შშმ პირებზე, ასაკოვან მოქალაქეებზე, ბავშვიან დედებზე და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებული მუნიციპალური ტრანსპორტი, კმაყოფილი მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა, და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 04 02
260,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ახალი მუნიცპალური ტრანსპორტის შეძენა, ავტოპარკის განახლება. ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის ხელშეწყობა, გადაადგილების ოპტიმალური მარშრუტების დადგენა და მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხო, ეფექტური ფუნქციონირება, და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მოწესრიგებული მუნიციპალური ტრანსპორტი, კმაყოფილი მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კეთილმოწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 07
5 903,6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელებას; დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა–რეაბილიტაციას, კეთილმოწყობას და მოვლა-პატრონობას; სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობას; მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოების შესრულებას, რათა გაუმჯობესდეს არსებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობისათვის შეიქმნას სათანადო სანიტარული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები.
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების მიზნით სკვერების და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა; შენობების, ფასადების და სახურავების რეაბილიტაცია და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის შექმნილია რეკრეაციული ზონები;
გაზრდილია რეაბილიტირებული და ახლად მოწყობილი პარკების და სკვერების რაოდენობა, სადაც შექმნილია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარემო და დასვენების კომფორტული პირობები ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ბავშვიანი დედებისთის, შშმ პირებისთის და ა.შ.;
გაუმჯობესებული და გალამაზებულია კორპუსებისა და შენობების იერსახე და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საკადასტრო აზომვითი ნახაზები, ესკიზებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 07 01
1 070,1
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. ამასთან, იმ ხელშეკრულებებზე, რომელთა ღირებულება არ აღემატება 50,0 ათას ლარს, პროექტის შემდგენი ახორციელებს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება 50,0 ათას ლარზე მეტი თანხის ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის (საექსპერტო მომსახურების) სამუშაოების შესყიდვა.
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუტურული პროექტებისათვის დროულად და კვალიფიციურად მოხდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. ასევე, პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით. პროგრამის თანხების განკარგვა ხორციელდება რეგიონალურ დონეზე ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დროულად და კვალიფიციურადაა მომზადებული; შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და აკმაყოფილებს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდარტებს) და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
შენობების, ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 07 02
2 310,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქ ახალციხეში და ქალაქ ვალეში, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში ადმინისტრაციული შენობების, სოფლის სახლების, ამბულატორიების, რიტუალების სახლების და სხვათა მოწყობა-რეაბილიტაცია. ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების (კორპუსების) გადახურვა, ფასადების და სადარბაზოების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის შენობების მოწყობა-რეაბილიტაცია, მოწესრიგება და იერსახის გაუმჯობესება და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
კეთილმოწყობილი და რეაბილიტირებული შენობები, სუფთა და მოწესრიგებული სადარბაზოები და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
პარკებისა და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 07 03
1 043,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი პარკებისა და სკვერების მოწყობა, არსებული პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია, ქვეპროგრამის მიზანია სათანადო კომფორტული და ადაპტირებული დასასვენებელი გარემოს შექმნა ახალგაზდრებისთვის, ბავშვიანი დედებისთვის, გოგონებისთვის და ბიჭებისთვის, შშმ პირებისთვის, ასაკოვანი მოქალაქეებისთვის ტურისტებისთვის და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის და ჩამოსული ტურისტებისთის შექმნილია ნორმალური სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარემო და რეკრეაციული ზონები და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სოფლის მხარდაჭერის ქვეპროგრა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 07 04
1 480,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
სოფლის მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის გაანგარიშებაც ხდება შემდეგი პრინციპით:
ა) დასახლებას, რომლის მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 5 000 ლარი;
ბ) დასახლებას, რომლის მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400-მდე მაცხოვრებელს, გამოეყოფა 6 000 ლარი;
გ) დასახლებას, რომლის მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000-მდე მაცხოვრებელს, გამოეყოფა 8 000 ლარი;
დ) დასახლებას, რომლის მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 10 000 ლარი.
დასახლებაში განსახორციელებელი პროექტის შერჩევა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100 ამომრჩეველმა;
გ) დასახლებას, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 200 ამომრჩეველმა.
თანხის გამოყოფასთან და ხარჯვასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები და კრიტერიუმები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის N654 დადგენილებით.
ქვეპროგრამის მიზანია გამოიკვეთოს, დადგინდეს და განხორციელდეს ის პროიროტეტული ღონისძიებები, რომელთა მოგვარება და გადაჭრაც მნიშვნელოვანია ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობისთვის, გაიზარდოს მოსახლეობის აქტიურობა და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
გაზრდილია მოსახლეობის აქტიურობა;
მოსახლეობის აზრი გათვალისწინებულია საკუთარი დასახლების (სოფლის) პრობლემების გადაწყეტაში;
დაფინანსებული და განხორციელებულია პროექტები, რომელთა პრიორიტეტულობასაც განსაზღვრავს კონკრეტული დასახლების (სოფლის) მოსახლეობის უმრავლესობა, და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ ,,ახალციხის სასაფლაოების მართვის ცენტრი“
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
02 08 02
260,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ,,ახალციხის სასაფლაოების მართვის ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქ ახალციხის სასაფლაოების მოწყობა, გამწვანება, შემოღობვა, გასასვლელებისა და სავალი გზების კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N8 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი“-ს შესაბამისად დადგენილი საფლავის საფასურისა და სარიტუალო საქმიანობასთან (სასაფლაოების დახურვა, ახალი სასაფლაოს გახსნა) დაკავშირებული შემოსავლების ადმინისტრირება.
ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე არსებულ 7 სასაფლაოზე, რომლის ფართობია 283 366 კვ.მ, გასასვლელები, სავალი გზები იყოს მოწესრიგებული, მიმდინარეობდეს ინფრასტრუქტურის განახლება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
არსებული სასაფლაოები შემოღობილი, გამწვანებული და მოწესრიგებულია, გასასვლელები და გზები კეთილმოწყობილია, ხორციელდება სასაფლაოების აღრიცხვა, დაურეგისტრირებელი სასაფლაოების საკადასტრო ნახაზების მომზადება-აღიცხვა და სხ