განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 10 626,4 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

04 00

განათლება

10 626,4

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

7 950,0

04 01 01

ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება

7 950,0

04 02

განათლების დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

2 631,9

04 02 01

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა

663,5

04 02 02

ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ტრანსპორტით უზრუნველყოფა

1 968,4

04 03

ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს

44,5

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

04 01 01

7 950,0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის თანახმად აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.  შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები საბავშვო ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 26 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1740 ბავშვი.  ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 476 თანამშრომელი - აღმზრდელი (მათ შორის კაცი 0%), სხვა პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი (მათ შორის კაცი 5%). "სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია: ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები; ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებთან;  ბაგა-ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;  ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებთან; ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა; ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება. ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა და სხვა.

მოსალოდნელი შედეგი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილია შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცულია საქართველოს მოქმედი კანმდებლობით დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცულია სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით. მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში სარგებლობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1870-ზე მეტი შესაბამისი ასაკის ბავშვი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამ ასაკის ბავშვების 95%-ს შეადგენს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შექმნილია ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული, სტანდარტების შესაბამისი თანაბარხელმისაწვდომი სააღმზრდელო გარემო და უზრუნველყოფილია ბავშვთა ადრეული განვითარება და სასკოლო მზაობა და სხვ

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

04 02 01

663,5

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

აღნიშნული ქვეპროგრამიდან ფინანსდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხარჯები, ასევე მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის შეძენის ხარჯები.

ქვეპროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის ხელშეწყობა და აღსაზრდელთათვის და პერსონალისთვის საუკეთესო პირობების შექმნა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ინვენტარის განახლება და სხვა.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდების განათლების დონის ამაღლება და სხვა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ტრანსპორტით უზრუნველყოფა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

04 02 02

1 968,4

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების შენობების რეაბილიტაცია და აღდგენა, ასევე მოსწავლეთა უზრუნველყოფა სასკოლო ტრანსპორტით. ქვეპროგრამის მიზანია საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, პედაგოგებისთვის ეფექტური მუშაობისთვის ხელშეწყობა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სხვ.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის სკოლებში სასკოლო ასაკის მოზარდები განათლებას იღებენ კომფორტულ გარემოში, სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვის და ეფექტური მუშაობის ხელშეწყობის მიზნით პედაგოგებისთვის შექმნილია ხელსაყრელი პირობები და სხვ.

პროგრამის დასახელება

კოდი

ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს

2025 წლის დაფინანსება
ათას ლარში

04 03

44,5

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება წარმატებული სტუდენტების დაფინანსება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიით. ქვეპროგრამის მიზანია სტუდენტების ხელშეწყობა, წახალისება, მოტივაციის ამაღლება და სხვა.

მოსალოდნელი შედეგი

წარმატებული და მოტივირებული სტუდენტების გაზრდილი რაოდენობა და სხ