კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 13 635,1 ათასი ლარი. კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
05 00
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
13 635,1
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
6 626,4
05 01 01
სპორტული ღონისძიებები
741,1
05 01 02
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
3 435,3
05 01 05
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანება
2 450,0
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
6 717,8
05 02 01
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება
820,0
05 02 02
ა(ა)იპ სკოლისგარეშე საგანმანათლებლო-სახელოვნებო დაწესებულება ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა
750,0
05 02 03
ა(ა)იპ სკოლისგარეშე საგანმანათლებლო-სახელოვნებო დაწესებულება ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლა
270,0
05 02 04
ა(ა)იპ ახალციხის ციხე
0,0
05 02 07
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
260,5
05 02 08
კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
4 217,3
05 02 09
კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
400,0
05 03
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
116,0
05 03 01
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
116,0
05 04
თეატრები
125,0
05 05
ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
50,0
პროგრამის დასახელება
კოდი
სპორტის სფეროს განვითარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01
6 626,4
პროგრამის განმახორციელებელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის, სპორტული პროგრამების განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას; სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზებას (შესაბამისი სამსახურების მიერ), სპორტული ოლიმპიადების, სპორტის კვირეულების და სხვა სპორტული ღონისძიებების განხორციელებას, სპორტსმენების და ახალგაზრდების ხელშეწყობას, დაინტერესებას და სხვ.
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრების მოსახლეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრების დონის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, მოზარდების ჩართვა სპორტის სახეობებში, პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დაიცვას თანასწორობა და თანაბრად შეუწყოს ხელი როგორც ვაჟების, ასევე გოგონების დაინტერესებას და მოზიდვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში, განავითაროს სპორტული ინფრასტრუქტურა, რათა გაიზარდოს როგორც ახალგაზრდების, ასევე ნებისმიერი ასაკის მოსახლეობის დაინტერესება სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით, და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაზრდილია რეაბილიტირებული და ახლად მოწყობილი სპორტული მოედნების რაოდენობა; სპორტული ინფრასტრუქტურა განახლებული, მოწესრიგებული და გაუმჯობესებულია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის, შესაძლებლობის და დაინტერესების მქონე მოქალაქისთვის, გაზრდილია ჩატარებული ადგილობრივი და გასვლითი სპორტული შეჯიბრებების და წარმატებული სპორტსმენების რაოდენობა, გაუმჯობესებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრების დონე, გაზრდილია ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესება, და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ღონისძიებები
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01
741,1
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის, სპორტული პროგრამების განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოვება, წახალისება ფულადი და ფასიანი საჩუქრებით;
სხვადასხვა სპორტულ ღონისძებებში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენებისა და მწვრთნელების ტრანსპორტირების ორგანიზება;
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროექტები:
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა და სპორტი ბარიერების გარეშე, ევროპის სპორტის კვირეული, რომლებშიც მონაწილეობენ ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და საბაზო სკოლები და სხვა ღონისძიებები.
პროგრამის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების გაზრდილი რაოდენობა და მასში ახალგაზრდების მასიური ჩართულობა. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში. მეტი ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენი და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02
3 435,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მინიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა; ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრების დონის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სხვ.
ქვეპროგრამის ფარგლებში 2026 წელს იგეგმება მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტის - სპორტკომპლექსის მშენებლობის დასრულება ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, პროექტის ღირებულება - 4 500,00 ათასი ლარი.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრების დონის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კომპლექსური სასპორტო ღონისძიებების განვითარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 05
2 450,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
სპორტული გაერთიანება მოიცავს 9 სპორტულ მიმართულებას (კლუბს), ესენია: ფეხბურთი, სპორტული გაერთიანების ბაზაზე ფუნქციონირებს ფეხბურთის გუნდი ,,სამცხე“, ჭიდაობისა და ძიუდოს კლუბი, მძლეოსნობის კლუბი, რაგბის კლუბი, ჭადრაკის კლუბი, კალათბურთის კლუბი, კრივის კლუბი, ორთაბრძოლის კლუბი, ფიტნეს კლუბი. სპორტულ გაერთიანებაში სპორტის სახეობებს ეუფლება 476 მოზარდი, რომელთაც სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 3-ჯერ, სპორტულ გაერთიანებაში დასაქმებულია 81 თანამშრომელი, მათ შორის მწვრთნელი - 41, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი - 40, არასაშტატო თანამშრომელი -27.
სპორტული გაერთიანების სპორტსმენები პერიოდულად მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონალური და საქართველოს პირველობასა და საერთაშორისო შეჯიბრებებში. 2024 წელს გაერთიანების სპორტსმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოიპოვეს ოქროს 49, ვერცხლის 38 და ბრინჯაოს 52 მედალი.
სპორტული გაერთიანება მიზნად ისახავს სისტემატურად იზრუნოს სპორტული მოედნის, ბილიკებისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე,ქვეპროგრამის მიზანია დაიცვას გენდერული თანასწორობა და თანაბრად შეუწყოს ხელი როგორც ვაჟების, ასევე გოგონების დაინტერესებას, ხელშეწყობას და მოზიდვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, ქვეპროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება-პოპულარიზაცია, სპორტსმენების აღზრდა, განვითარება, ოლიმპიურ, მსოფლიო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე ლიცენზიების მოპოვება და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
წარმატებით ჩატარებული ადგილობრივი და გასვლითი სპორტული შეჯიბრებების გაზრდილი რაოდენობა. მეტი წარმატებული სპორტსმენი, გაუმჯობესებული და განახლებული სპორტული ინფრასრტუქტურა, სპორტული ინვენტარითა და ფორმებით აღჭურვილი სპორტსმენების გაზრდილი რაოდენობა და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01
820,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 4 კულტურის სახლი, 1 სკოლა- მუზეუმი, 13 ბიბლიოთეკა, 13 ახალგაზრდული ცენტრი და ფოლკლორული ანსამბლი - ,,მესხეთი“.
კულტურის სახლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში მოქმედებს სხვადასხვა წრეები: ქართული ცეკვის, სამეჯლისო და ფოლკლორული. ბავშვთა მუსიკალური წრეები. წრეების სწავლების პროგრამებში მონაწილეობს 700 აღსაზრდელი, ფოლკლორული ანსამბლი ,,მესხეთი“ შედგება 11 წევრისაგან. ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს როგორც ქვეყნის შიგნით დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ფესტივალებში.
სოფელ მუსხის სკოლა-მუზეუმში ახალგაზრდები ეუფლებიან ფარდაგ-ხალიჩების ქსოვას და მატყლის დამუშავების ხელოვნებას. დღეის მდგომარეობით მუზეუმში განთავსებულია 3 000 ექსპონატი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 1000-ს.
მუნიციპალიტეტის 13 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს 140 150 ერთეულს. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლობით 18 800 მოსახლე (გაცემული წიგნების რაოდენობის მიხედვით) 2025 წლისათვის 12 000 ლარია გათვალისწინებული ახალი წიგნების შესაძენად (მკითხველთა მოთხოვნის შესაბამისად).
13 ახალგაზრდული ცენტრის მიზანია ქვეპოგრამის ფარგლებში ახალგაზრდების დაინტერესება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებით, რათა არ მოხდეს ახალგაზრდობის მიგრაცია სოფლიდან ქალაქად და მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს კულტურულ ღონისძიებებში, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და შეძენილი უნარ-ჩვევების გამოყენებას სოფლის სასარგებლოდ. ახალგაზრდულ ცენტრებში აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდა მუშაკები, რომლებიც ეხმარებიან მოსახლეობას სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში.
მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ახალგაზრდულ ცენტრებში. ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებები ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. კულტურის სახლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში მოქმედებს სხვადასხვა წრეები. კულტურის სახლები, ახალგაზრდული ცენტრები, ბიბლიოთეკები და მუზეუმი საკუთარ მომსახურებას სთავაზობენ მსურველებს, კულტურის გაერთიანება უზრუნველყოფს მასში შემავალი ობიექტების სამუშაო პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას, ხელს უწყობს სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას და ახალგაზრდების წახალისებას (განსაკუთრებით სოფლად), გაზრდილია ინფორმაციის მიწოდება და ჩართულობა სხვადასხვა შემეცნებითი საკითხების ირგვლივ და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სამუსიკო ხელოვნების შესწავლა და პოპულარიზაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
05 02 02
750,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულება - ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 სამუსიკო სკოლა: ქალაქ ახალციხის, ქალაქ ვალის და სოფელ აწყურის სამუსიკო სკოლები, რომლებშიც დაწყებით და საბაზისო მუსიკალურ განათლებას 2024-2025 სასწავლო წელს იღებს სულ 481 მოსწავლე. ორგანიზაციაში დასაქმებულია 49 პედაგოგი და 18 ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი. სამუსიკო სკოლებში ფუნქციონირებს 5 განყოფილება: საფორტეპიანო, საგუნდო-სადირიჟორო, ჩასაბერი ინსტრუმენტების (ფლეიტა), დასარტყამი ინსტრუმენტების და საორკესტრო. ქვეპროგრამის განხორციელების მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მომავალი თაობების მუსიკალური, კულტურული და ესთეტიკური აღზრდა, მუნიციპალიტეტის კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა, გარე სამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბება, საზოგადოების აქტიური ჩართვა მიმდინარე კულტურულ პროცესებში, სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეთა დაინტერესება. სამუსიკო სკოლები ხელს უწყობენ და აძლევენ შესაბამის განათლებას განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემების მქონე მოსწავლეებს, რომლებიც მომავალში გეგმავენ უმაღლესი მუსიკალური განათლების მიღებას. ქვეპროგრამის მიზანია ყველა დაინტერესებულმა ბავშვმა მიიღოს დაწყებითი მუსიკალური განათლება. მოხდეს ეროვნული უმცირესობის მუსიკალური ცნობიერების ამაღლება, რათა სკოლის ასაკიდანვე ეზიარონ ქართულ მუსიკას. მოსწავლებმა მიიღონ მონაწილეობა, როგორც რეგიონულ ისე ეროვნულ და საერთაშორისო ფესტივალებში. სამუსიკო სკოლების პედაგოგები ვერ სარგებლობენ ,,პედაგოგის სტატუსით“, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ განხორციელებული პედაგოგთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების სპეციალური პროგრამებით, როგორიცაა: პედაგოგთა ჯანმრთელობის დაზღვევა, დანამატი მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებული პედაგოგებისთვის, პედაგოგთა სერტიფიცირების შედეგად ხელფასის ზრდა და სხვ. ამდენად, სასურველია პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად გაიზარდოს დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, რათა მოხდეს სკოლებში მაღალი დონის სპეციალისტების შენარჩუნება და ახალგაზრდა თაობისათვის სკოლაში მუშაობის დაწყების მოტივაციის ამაღლება. სამუსიკო სკოლებში სწავლა უფასოა, სკოლა სრულად ფინანსდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მოსალოდნელი შედეგი
მუსიკალური განათლება ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლისთვის, წინა წელთან შედარებით გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა 5%-ით. მაღალია მუსიკალური კულტურა, მუნიციპალიტეტში სისტემატურად ტარდება მუსიკალური ფესტივალები და კონკურსები. სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ და წარმატებებს აღწევენ რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო კონსკურსებსა და ფესტივალებზე. მნიშვნელოვნად ამაღლებულია მოსწავლეთა მუსიკალური განათლების დონე; განსაკუთრებული მუსიკლაური ნიჭის მქონე კურსდამთვრებულები სწავლას აგრძელებენ უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში და სხვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სამხატვრო ხელოვნების შესწავლა და პოპულარიზაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03
270,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ახალციხის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ახალციხის სამხატვრო სკოლაში ისწავლება ხელოვნების შემდეგი მიმართულებები: ხატვა, ფერწერა, მოდელირება, ქანდაკება, კერამიკა, გამოყენებითი ხელოვნება, ტრადიციული ხალხური ფარდაგების და თექის დამზადების ტექნოლოგიის შესწავლა. სკოლა წარმატებულია როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა გამოფენებსა და კონკურსებში მიღებული აქვთ საპრიზო ადგილები. სკოლაში დასაქმებულია 19 თანამშრომელი, აქედან: 11 პედაგოგი და 8 ადმინისტრაციის წარმომადგენელი. ახალციხის სამხატვრო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს ირიცხებოდა 361 მოსწავლე. სწავლის მსურველთა რიცხვი იზრდება ყოველწლიურად. სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 190 800 ლარს. 2026 წელს მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება 380 მოსწავლის ოდენობით და ბიუჯეტი იზრდება 270 000,00 ლარამდე.
მომავალი თაობების აღზრდაში, ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსწავლეთათვის ხელოვნების შესწავლას. ახალციხის სამხატვრო სკოლის მიზანია მომავალი თაობების კულტურული და ესთეტიკური აღზრდა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში განხორციელდება სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა, განვითარება, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება. ქვეპროგრამის მიზანია სასწავლო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მოსწავლეთა ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირება, სამუშაო ჯგუფების მუშაობის გაუმჯობესება, დახვეწა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგება, შშმ მოსწავლეთა აქტივობის ამაღლება და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
დაწესებულებს სასწავლო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებულია, ხდება მოსწავლეთა ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირების მაქსიმალური ხელშეწყობა, სამუშაო ჯგუფების მუშაობა გაუმჯობესებული, დახვეწილი და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულია. აქტიურად ხორციელდება შშმ მოსწავლეთა აქტივობის ამაღლება და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაცია და სხვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის“ როგორც ტურისტული ობიექტის განვითარებისა და მოვლა - პატრონობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 04
0,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ახალციხის ციხე
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ "ახალციხის ციხე" გახსნის დღიდან ყოველწლიურად ტურისტების მზარდ ნაკადს მასპინძლობს, საქართველოს ტურისტულ ბაზარზე ობიექტის სწორი პოზიციონირებით ციხის ადმინისტრაციის მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემების მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაზრდაა შესაძლებელი. ა(ა)იპ "ახალციხის ციხეს" აქვს პოტენციალი კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს მუნიციპალიტეტის შემოსავლების, დასაქმებისა და ინვესტიციების ზრდაში. რეკლამირება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა, სწორად დაგეგმილი ინფო-ტურები და მოწვეულ ტურისტული სააგენტოებისათვის მრავალფეროვანი და მაღალი სტანდარტის პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება მნიშვნელოვნად გაზრდის "ახალციხის ციხის" და ზოგადად ქალაქის მიმართ დაინტერესებას, რაც პირდაპირ იმოქმედებს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სწორი განვითარებისათვის მტკიცებულებებზე დაფუძვნებული ტურიზმის პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოებისათვის კვლევითი სამუშაოების წარმოება და მონაცემების სწორი ინტერპრეტირება, ხარისხიანი საცნობარი-საპრომოციო მასალის დროული მომზადება, ბეჭდვა და გავრცელება, ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება, მოტივირება და შენარჩუნება.
ობიექტის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპლექსის ინფრასტრუქტურული განვითარების უზრუნველყოფა, რაც თავისთავად გულისხმობს 13 წლის განმავლობაში ექსპლოატაციაში არსებული შენობა-ნაგებობების საჭიროების შემთხვევაში დროულ და ხარისხიან სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას, არსებული ინფრასტრუქტურის შშმ პირებისთვის ადაპტირებასა და სხვა ღონისძიებების გატარებას. 8 ჰექტრამდე ტერიტორიის მოვლა პატრონობას - მწვანე საფარის ზოლის განახლებასა და გამრავალფეროვნებას, არსებული მრავალწლოვანი ნარგავების მოვლას, ტერიტორიის დასუფთავებას. კომპლექსის ვიზიტორების კმაყოფილებას ასევე განსაზღვრავს როგორც ციხის ტერიტორიაზე, ასევე ქალაქ ახალციხის მასშტაბით არსებული (სწრაფი) კვების ობიექტების, სუვენირების მაღაზიების, სასტუმროების, ბარების, კაფეების, რესტორნებისა და სხვა ტურისტული ინფრასრუქტურის გამართულობა და ხელმისაწვდომობა. კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი მუდმივად ზრუნავს და აახლებს საინფორმაციო ბაზას მუნიციპალიტეტის და ქალაქის სასტუმროების ფასების, ადგილების რაოდენობისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ. ადგილზე ასევე შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოძრავი საჯარო ტრანსპორტის გრაფიკისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიღება ქალაქების და მიმართულებების მიხედვით, თავის მხრივ ა(ა)იპ ახალციხის ციხის ადმინისტრაცია ცდილობს ფართების ერთჯერადად გაიჯარებისას (ღონისძიებები, საკონფერენციო დარბაზი) მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ციხის ფუნქციურ მრავალფეროვნებას და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
წარმატებით ხორციელდება ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის " წარმოჩენა/პოპულარიზაცია, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ტურისტების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი და მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებით. ობიექტის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, შენახვა, დასუფთავება და გამწვანება. ინფრასტრუქტურულად გამართული ა(ა)იპ "ახალციხის ციხის" მიერ მაღალკვალიფიციური კადრებით ვიზიტორებისათვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
05 02 07
260,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპაალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალციხის მინიციპალიტეტში სადღესასწაულო დღეებში ღონისძიებების, ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას;
კულტურული პროექტების თანადაფინანსებას;
კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების წახალისებას;
კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შენარჩუნებას;
კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობას, ტრანსპორტით უზრუნველყოფას კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა ითვალისწინებს:
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების და სხვა პრობლემური ქცევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი აქტივობების ადმინისტრაციულ ხელშეწყობას;
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ქალების საზოგადოებაში ჩართულობის და ინტეგრაციის ხარისხის გაზრდის მიზნით დაგეგმილი აქტივობებს;
ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით აქტივობების ორგანიზებასა და წახალისებას.
შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისა და გააქტიურების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი აქტივობების უზრუნველყოფას, აგრეთვე სხვა ღონისძიებებს, და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებებლი იქნება მასობრივი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია და კულტურულ ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობის ზრდა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა მათი შემოქმედების წარმოჩენის გზით. და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
05 02 08
4 217,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში ხორციელდება კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა; ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობაში კულტურული ცხოვრების დონის ამაღლების ხელშეწყობა, ხელოვნების პოპულარიზაცია და სხვ.
ქვეპროგრამის ფარგლებში 2026 წელს იგეგმება ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება:
ქალაქ ახალციხეში სამუსიკო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა - 2 000 ,00 ათასი ლარი;
ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩის N124-ში კულტურის სახლის მშენებლობა - 2 500 ,00 ათასი ლარი.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კულტურული ცხოვრების დონე გაუმჯობესებულია და სხვ.
ვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
05 02 09
400,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესიების და მონასტრების მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და კულტურული ძეგლების და რელიგიური ორგანიზაციების ინფრასტრუქტურული მოწყობა. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური ძეგლების ისტორიული იერსახის შენარჩუნება, მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტურიზმის ხელშეწყობა და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობისა და რელიგიური ძეგლების ისტორიული იერსახე შენარჩუნებულია, გაზრდილია ტურისტული პოტენციალი, მოწესრიგებულია ინფრასრტუქტურა და სხვ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
2025 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
05 03 01
116,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალციხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის მრავალფეროვანი და გრძელვადიანი პროგრამების დაგეგვმა/განხორციელებას.
პროგრამების დაგეგმვამდე სამსახური იკვლევს ადგილობრივ დონეზე არსებულ საჭიროებებს და ინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ განხორციელებული პროგრამები იყოს გრძელვადიანი და შედეგებზე ორიენტირებული, სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა ახალგაზრდული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული და წარმოადგენს გრძელვადიან დოკუმენტს. სტრატეგია მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ახალგაზრდების დასაქმების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის შესაბამისი პირობების შექმნას, ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდაჭერას;
ქვეპროგრამის მიზანია: მოხდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინება, შემუშავდეს შესაბამისი მიდგომები და პროგრამები ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე,მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის შექმნილია შესაბამისი გარემო, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვა.
შესწავლილი და გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სპეციფიკური საჭიროებები და ინტერესები; პროფესიონალების მიერ შემუშავებულია შესაბამისი მიდგომები და პროგრამები. გაუმჯობესებულია ახალგაზრდების მდგომარეობა. ახალგაზრდების ინტელექტუალური დონე მნიშვნელოვნად ამაღლებულია, პროექტები განხორციელებულია თვისობრივად და ხარისხობრივად მაღალორგანიზებულად და სხვ.
პროგრამის დასახელება
კოდი
თეატრები
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
05 04
125,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ფინანსურ მხარდაჭერას და ხელშეწყობას.
პროგრამის მიზანია ხელოვნების პოპულარიზაცია, რეგიონში კულტურული ცხოვრების დონის ამაღლება და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
გაზრდილია მოქალაქეების მხრიდან ხელოვნების მიმართ დაინტერესება და სხვ.
პროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარებში
05 05
50,0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულმა ექვსივე მუნიციპალიტეტმა (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა) დააფუძნა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია. ორგანიზაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და მისი არსებობა დამოუკიდებელია მისი წევრებისგან. სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მიზნად ისახავს სფეროში ჩართულ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას რეგიონში.
ტურისტული აქტივობებისა და მიმართულებების მხარდასაჭერად, ორგანიზაცია მოახდენს რეგიონის პოპულარიზებისაკენ მიმართული აქტივობების კოორდინირებას კერძო და საჯარო სექტორებსა და თვითონ ორგანიზაციის წევრებს შორის. აქტივობები განხორციელდება სტრატეგიის შემუშავებისა და რეგიონული ტურიზმის განვითარების კუთხით, ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად და საქართველოს ეროვნული ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და პრიორიტეტების მიხედვით.
ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნას, როგორც ორგანიზაციის წევრების, ასევე ზოგადად, რეგიონში ტურიზმის სექტორის საკეთილდღეოდ; წაახალისებს კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობას რეგიონული ტურიზმის პოპულარიზებისთვის აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად. ხელს შეუწყობს რეგიონში მოქმედი ბიზნეს-კომპანიების ხარისხის განვითარებას და რეგიონის იმიჯის შექმნას, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად და სხვ.
მოსალოდნელი შედეგი
რეგიონის ტურიზმის სტრატეგიული დაგეგმვა, ტურიზმის სფეროში ჩართული მხარეების (სთეიქჰოლდერების) კოორდინაცია და სამცხე-ჯავახეთის, როგორც დანიშნულების ადგილის მარკეტინგი და სხ