მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
მონაწილეობითი ბიუჯეტი, პრაქტიკაში გამოიყენებენ, როგორც (თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება), რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიური დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციასა, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის დემოკრატიულ დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს.
მუციპალიტეტის მიერ თანადაფინასნებით მონაწილეობას საგრანტო კონკურსებში, რომელსაც განახორცილებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ და ფუძნებული იურიდიული პირები. მოქმედი თუ შემოსული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ საგრანტო კონკურს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ადგილობრივი თვითმართველობა რაც საშუალებას აძლევს მოიგოს პროექტი და განახორციელოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური მიმართულებით. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის წარმომამდენლობით და აღმასრულებელი რგოლების განვითარებისთვის და თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას.
კოდი
პროგრამის დასახელება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ლარში
2027 წლის დაფინანსება
ლარში
2028 წლის დაფინანსება
ლარში
2029 წლის დაფინანსება
ლარში
01 02 05
50000
50000
50000
50000
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა
მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა და გატარებული ღონისძიებებისა, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ადგილობრივ დონეზე ქალების საზოგადოებრივი აქტიურობის ხარისხი და ქალთა უფლებების დაცვა, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში ქალთა ჩართულობას.არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მიუხედავად, საჭიროა დამატებითი აქტივობების განხორციელებაქალთა უფლებებისდაცვის მიმართულებით. ქალთა სოციალურ–ეკონომიკური გაძლიერება ქალთა უფლებებისმნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავია მისი სოციალური მნიშვნელობა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მიზანი: ქალების მეტი ჩართულობისა და გააქტიურებისათვის ზრუნვა, განვითარებისხელშეწყობა. მცირე მეწარმეობის განვითარება, სტიმული, მოტივაცია და მაგალითი სხვა ქალებისთვის, რათა უფრო მეტად გააქტიურდნენ და მიიღონ მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერიის მიზნობრივ პროგრამებში,ა) ქალების სოციალურ-ეკონომიკურად გაძლიერება და გააქტიურება;
ბ) მათი იდეების, მოსაზრებების განხილვა, განზოგადება;
გ) მათი დაინტერესების ამაღლება;
დ) მეტი ქალი ბიზნესში;
ე) მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა;
ვ) ქალთაშემოსავლებისზრდისხელშეწყობა;
ზ) მეწარმე ქალთა წახალისების ღონისძიებების გატარება.
პროგრამის აქტუალობის დასაბუთება
არაერთი მნიშვნელოვანიღონისძიების მიუხედავად, საჭიროა დამატებითი აქტივობების განხორციელება ქალთა უფლებების მიღწევის პროგრესის დაჩქარების მიზნით.
გამოწვევა - ქალთა მდგრადი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში და მათი ეკონომიკურ-სოციალური თავისუფლების ხარისხი ადგილობრივ დონეზე ჯერჯერობით დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
ქალთა უფლებების დაუცველობის ერთ-ერთი შედეგი კი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაა.
ქალთამიმართძალადობასთანბრძოლისერთ-ერთიშესაძლებლობა კი ქალთაეკონომიკურიგაძლიერებაა.
ქალთა უფლებების დაცვის პროგრესის დაჩქარების მიზნით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ზომების განხორციელება აუცილებელია, კერძოდ: სოფლად მცხოვრები და ეროვნული უმცირესობების ქალების გააქტიურება, ბიზნეს პროექტების მომზადების სწავლება, მცირე და დამწყები მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და დაფინასების წყაროების მოძიება.
პროგრამა მიზნად ისახავს თანაბარ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მმართველობას, მეტკონკურენტუნარიანობას და დასაქმებას, ასევე ქალთა თანაბარი უფლებების და გაძლიერების მხარდაჭერას.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს: დამწყები, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და განვითარებას; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
პროექტის პრიორიტეტული მიმართულებებია:
1. ტურიზმი (ინოვაციური იდეები, რომელიც ხელს შეუწყობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში აგრო და ეკო ტურიზმის განვითარებას)
2. სოციალურ-საგანმანათლებლო;(ქართულიტრადიციული, ხელნაკეთი პროდუქტების წარმოება, ხელნაკეთი ნივთების, კერვის, ქსოვის, ქარგვისტრადიციების განვითარება, სასოფლო საყოფაცხოვრებო და კულტურული დანიშნულების საგნების, ნივთების დამზადება და სხვა.)
3. სოფლისმეურნეობა;(მებოსტნეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეფუტკრეობა, რძის წარმოება, ხილის, გარეული ხილის, სამკურნალო მცენარეების, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია, სასათბურე მეურნეობის მოწყობა)
წარმოდგენილი პროექტი არ უნდა ეხებოდეს:
1. პროექტის განხორციელების ეტაპზე რაიმე სახის ანაზღაურების მიღებას;
2. რელიგიურსაკითხებს;
3. სპორტისა და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს წარმოებას;
პროგრამით გათვალისწინებული დახმარება
პროექტი გულისხმობს მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთი პროექტი არა უმეტეს 5 000 ლარით იქნება დაფინანსებული.
პროექტის მინიმალური ბიუჯეტი 500 ლარი
პროექტის მაქმიმალური ბიუჯეტი 5000 ლარი
პროგრამა დაფინანსდება, გამარჯვებული პირის/ჯგუფის თანამონაწილეობით.
ფინანსური თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის მთლიანი ღირებულების 10 %-ს.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი და შშმ პირი ქალები, შშმ პირის დედა, ძალადობის მსხვერპლი, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები გამარჯვების შემთხვევაში თანამონაწილეობის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
პროექტის მიზანი
ქალების მეტი ჩართულობისა და გააქტიურებისათვის ზრუნვა, ქალების, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი და თანაბარ უფლებიანი წევრებისგანვითარების ხელშეწყობა. მცირე მეწარმეობის განვითარება, სტიმული, მოტივაცია და მაგალითი სხვა ქალებისთვის, რათა უფრო მეტად გააქტიურდნენ და მიიღონ მონაწილეობა არა მარტო მუნიციპალიტეტის მერიის მიზნობრივ პროგრამებში, არამედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, დონორების, მიერ გამოცხადებულ პროექტებში თავიანთი იდეების განსახორციელებლად.
მიზნების მიღწევის შეფასების ინდიკატორები
ა) ქალების სოციალურ-ეკონომიკურად გაძლიერება და გააქტიურება;
ბ) მათი იდეების, მოსაზრებების განხილვა, განზოგადება;
გ) მათი დაინტერესების ამაღლება;
დ) მეტი ქალი ბიზნესში;
ე) მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობა;
ვ) ქალთაშემოსავლებისზრდისხელშეწყობა;
ზ) მეწარმე ქალთა წახალისების ღონისძიებების გატარება.
პროგრამით მოსარგებლე პირები
ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალები და ქალთა საინიციატივო ჯგუფები.
პროგრამა განხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სახელმწიფო შესყიდვები
პროგრამა საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებს არ საჭიროებს, დაფინანსება განხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
კონკურსის ჩატარების ეტაპები
კონკურსი ჩატარდება შემდეგ ეტაპებად:
ა) ბიზნესიდეის წარდგენა-შეფასება;
ბ) ბიზნესგეგმის წარდგენა-შეფასება;
გ) გასაუბრება;
დ) ადგილზევიზიტი;
ე) გამარჯვებულისგამოვლენა;
ვ) ხელშეკრულების გაფორმება;
ზ) ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი.
გამარჯვებულისგამოვლენამოხდებამიღებულიქულათაჯამით.
კონკურსის ჩატარების ეტაპების ვადებს, ოქმით, განსაზღვრავს სპეციალურად შექმნილი სამუშაო კომისია.
მოსარგებლეთა შერჩევის წესი
კონკურსში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი ფიზიკურ პირი, ქალი ან ქალთა საინიციატივო ჯგუფი.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობის შემთხვებვაში რეგისტრაციის ქონა აუცილებელია პასუხისმგებელი პირისთვის.
გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს:
1. ბიზნეს იდეის, ბიზნეს-გეგმის პროექტი;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
4. ცნობა, რომ არ გააჩნია ვადაგადაცილებული დავალიანება ან ანგარიშზე ყადაღა იმ ბანკიდან, რომლიდანაც წარმოადგენს ანგარიშის ნომერს;
5. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან გამარჯვების შემთხვევაში;
6. ქალთა ჯგუფის მონაწილეობის შემთხვევაში − ჯგუფის წევრთა თანხმობები, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით ან/და ხელმოწერილი კომისიის მდივნის თანდასწრებით.
ბიზნეს იდეის/გეგმის შერჩევა შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილი სამუშაო კომისიის მიერ, რომელიც დამტკიცებული იქნება მერი ბრძანების მი