კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8,149,811 ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ლარი

დასახელება

2026 წლის გეგმა

05. 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები

8,149,811

05 01

სპორტის  განვითარების ხელშეწყობა

3,107,040

05 01 01

ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა

896,124

05 01 02

სპორტული ღონისძიებების დაფინანსება

250,000

05 01 03

სპორტული საკლუბო გუნდის მხარდაჭერა

1,034,500

05 01 04

სპორტული მოედნების მოწყობა

626,616

05 01 05

შპს ქობულეთის სტადიონი

299,800

05 02

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

5,042,771

05 02 01

ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება „ქობულეთის სახელოვნებო სკოლა“

1,189,780

05 02 02

ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრი

1,584,500

05 02 03

გურამ თამაზაშვილის სახელობის  (ა)იპ ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „მხედრული“

1,128,581

05 02 04

კულტურული ღონისძიებების დაფინანსება

105,220

05 02 05

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

68,800

05 02 06

ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი

491,690

05 02 07

წარმატებულ სტუდენტთა წახალისება

356,200

05 02 09

ქობულეთის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება

118,000

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 01 01

896 124

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

ბავშვთა  და მოზართდა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში.სასპორტო სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება. სკოლაში არსებული სპორტის სახეობაში მომეცადინე სპორტსმენთაგან ეროვნული ნაკრები გუნდების რეზერვის მომზადება, სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება.

ქვეპროგრამის და მიზანი სპორტულ-გამაჯანსაღებელ, პროფესიულ  სასპორტო და სპორტულ მეთოდური საქმიანობა.

ქვეპროგრამა ხელს უწყობს სპორტულ აქტივობებში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებას და სპორტული წრეების საქმიანობაში გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია  სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

-  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში.
-გამოვლენილი ახალგაზრდები, რომელთაც  აღმოაჩნდათ განსაკუთრებული ნიჭი და შესაძლებლობები. პერსპექტიული მოსწავლე სპორტსმენების შერჩევა, სასპორტო სკოლის და მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდების დაკომპლექტება  და სპორტსმენთა მიერ მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა
მიზანი 10 - შემცირებული უთანასწორობა

გენდერული

დიახ

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული ღონისძიებების დაფინანსება

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 01 02

250 000

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

სპორტული ღონისძიებების დაფინანსება სპორტული ღონისძიებების დაფინანსება: სპორტული ღონისძიებების დაფინანსების მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია. პროგრამა ემსახურება სპორტული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას, სპორტსმენთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ დაგეგმილ ტურნირებში ადგილობრივ სპორტსმენთა ჩართულობის ზრდას, პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენას, გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოვებას.

ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდთაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება.

ქობულეთელი სპორტსმენების/მწვრთნელების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა-წახალისება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება: 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა; 2, ქობულეთისმუნიციპალიტეტის სახელითმოასპარეზე სპორტსმენების სხადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის ხელშეწყობა. 3. გამარჯვებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა წახალისება ფინანსური ჯილდოთი. 4. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი სპორტის სხვადასხვა სახეობის გაძლიერება და მხარდაჭერა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი სპორტის სხვადასხვა სახეობის გაძლიერება და მხარდაჭერა

ქვეპროგრამა მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ფასიანი სპორტული სახეობების (ოლიმპიური და არაოლიმპიური) დაფინანსებას, როგორიცაა: კალათბურთი, ფეხბურთი, კრივი, ფარიკაობა და სხვა, რომლებიც მუნიციპალიტეტში ფუნქიონირებენ და მათში გაწევრიანებულია გოგონებიცა და ვაჟებიც.  აღნიშნული სპორტული სექციებიდან სპორტსმენები აქტიურად უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ფინანსური მხარდაჭერის გაწევა გულისხმობს: მომართვის საფუძველზე დახმარების გაწევას - უნიფორმების, შეკრებების, ინვენტარის, იჯარის თანხის გადახდასდა სხვა. ეს თანხა ერთ კონკრეტულ სპორტულ სექციაზე, წლიურად უნდა შეადგენდეს ჯამში - 15 000 ლარს - მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენით.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

-  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში.
-გამოვლენილი ახალგაზრდები, რომელთაც აღმოაჩნდათ განსაკუთრებული ნიჭი და შესაძლებლობები. პერსპექტიული მოსწავლე სპორტსმენების შერჩევა, სასპორტო სკოლის და მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდების დაკომპლექტება  და სპორტსმენთა მიერ მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა. სპორტისადმი გაზრდილი ინტერესი ახალგაზრდებში და საზოგადოების ჩართულობა სპორტის სხადასხვა სახეობებში

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული საკლუბო გუნდის მხარდაჭერა

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 01 03

1 034 500

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქობულეთის მუნიციპალიტეტის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

სპორტულ-გამაჯანსაღებელ, პროფესიულ  სასპორტო და სპორტულ მეთოდური საქმიანობა.

პროგრამების მიზანია:  მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული მეტი სხვადასხვა სპორტული ღონისძიება და მასში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა.

რაგბის სპორტული კლუბი საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატისა და სხვადასხვა სათამაშო გათამაშებებში, მათ შორის ბ. ლიგის, დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატისა და საქართველოს მასშტაბით გამართული ტურნირების ფარგლებში, აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და მიზნად დაისახავს საპრიზო ადგილების დაკავებას. კლუბის ძირითადი ამოცანაა შექმნას კონკურენტუნარიანი, ორგანიზებულად მომზადებული და ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც მაღალი დონის სპორტული შედეგებით შეძლებს დამკვიდრებას ეროვნულ და, შემდგომში, უმაღლეს ლიგაში.

კლუბის განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ წინაპირობად განიხილება შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც არსებული რესურსების გაძლიერებას, ისე გუნდის შემდგომ პროგრესს, პროფესიონალიზმის ამაღლებასა და წარმატებით ასპარეზობას ეროვნულ და რეგიონულ ჩემპიონატებში.

სარაგბო გუნდი წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად ეტაპობრივად გამოიყენებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახსრებს, რაც მოიცავს შრომითი ანაზღაურების, ოფისის ხარჯების, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებსა და გათამაშებებში მონაწილეობის შენატანის, გუნდების საწვრთნელი შეკრებების, ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის, მივლინების, ღონისძიებების ორგანიზების დაფინანსების, სამედიცინო მომსახურების, სპორტული ინვენტარისა და უნიფორმების, არაფინანსური აქტივებისა და სხვა საჭირო საქონელის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული სახსრები თანმიმდევრულად და მიზნობრივად დაიხარჯება კლუბის სტაბილური განვითარებისა და მისი სპორტული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ახალგაზრდა სპორტსმენთა პროფესიული ზრდის პროცესს, გუნდის სპორტული შედეგების გაუმჯობესებასა და კლუბის პოზიციის გამყარებას ეროვნულ ჩემპიონატებში.

სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
- მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში.
- გამოვლენილი ახალგაზრდები, რომელთაც აღმოაჩნდათ განსაკუთრებული ნიჭი და შესაძლებლობები.

ქვეპროგრამის მიზანია რაგბის სახეობის განვითარება რეგიონში და რაგბის სპორტული კლუბ „პონტოს“ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებსა და სხვადასხვა გათამაშებებში მონაწილეობის ხელშეწყობა. პროგრამა მიმართულია კონკურენტუნარიანი, ორგანიზებულად მომზადებული და ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც მიზნად დაისახავს მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას და წარმატებით ასპარეზობას ეროვნულ დონეზე. აღნიშნული ქვეპროგრამა მიზნად ისახავს, კლუბის წევრებში გააძლიეროს სპორტული მოტივაცია, გუნდურობა და პროფესიული ზრდის სურვილი, რაც დადებითად აისახება როგორც კლუბის, ისე რეგიონის სპორტულ განვითარებაზე.

მოსალოდნელიშედეგი: საქართველოს ჩემპიონატებსა და გათამაშებებში წარმატებული მონაწილეობა და საპრიზო ადგილების დაკავება; ქობულეთელი სპორტსმენების მოხვედრა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ და სარანგო ნაკრებებში; კლუბის სპორტული ინფრასტრუქტურის, ტრენინგის და საკადრო რესურსების გაუმჯობესება,ახალგაზრდა თაობაში რაგბის პოპულარიზაციის ზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული მოედნების მოწყობა

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 01 04

626 616

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია და  ა(ა)იპ  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო

ქვეპროგრამის აღწერა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტადიონების მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული რუსთაველის  №174-ში სტადიონის ტერიტორიის, ბუნებრივი საფარის  მიმდინარე მოვლა-პატრონობა.

რუსთაველის №174-ში სტადიონის მიმდინარე მოვლა-შენახვის ხარჯი;

სტადიონების მოწყობა/რეაბილიტაცია;

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში არსებული შენობის სავარჯიშო დარბაზად რეაბილიტაცია.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება და  შექმნა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

შპს „ქობულეთის სტადიონი"

2026 წლის დაფინანსება ლარში

05 01 05

299 800

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

შპს „ქობულეთის სტადიონი" და  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

სპორტული სტადიონი საჭიროებს მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნებას რაც ამავე დროს  ჯანსაღი მომავალი თაობების გაზრდისა და განვითარებისათვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა №174 -ის მიმდებარედ არსებული საფეხბურთო მოედნის  მოვლა და შენახვა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება „ქობულეთის სახელოვნებო სკოლა“

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 02 01

1 189 780

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქობულეთის მუნიციპალიტეტის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება „ქობულეთის სახელოვნებო სკოლა“

ქვეპროგრამის აღწერა

კლასიკური და საესტრადო მუსიკის სწავლება; კლასიკური  და თანამედროვე  საესტრადო მუსიკის კომპოზიტორთა და მხატვართა  შემოქმედების გაცნობა; სხვსდასხვა ხალხურ და საესტრადი ინსტრუმენტებზე დაკვრის ხელოვნების დაუფლება; ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბება განათლებულ მსმენელად; სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა კლასიკური და ხალხური მუსიკის ფესტივალებსა და კონკურსებში. სარაიონო ღონისძიებებში. მუსიკალური და სამხატვრო განათლების მიცემა მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებისღონისძიებები პასუხობს გოგონებისა და ბიჭების განსხვავებულ საჭიროებებს და ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის მიზანია: შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის  შესწავლისთვის შესაბამისი პირობების შექმნა: განსაკუთრებული მუსიკალური  ნიჭით  დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა; კლასიკური მუსიკის, სიმღერის, და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე   მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, საქართველოს მთელ ტერიტიორიაზე.

მოსალოდნელი შედეგი:  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო და სამხატვრო სკოლები, წლის განმავლობაში   ფუნქციონირებენ   შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული  სამუსიკო და სამხატვრო  დაწყებით განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების და მოზარდების მოთხოვნა. სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით  ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა
მიზანი 10 - შემცირებული უთანასწორობა

გენდერული

დიახ

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 02 02

1 584 500

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქობულეთის მუნიციპალიტეტის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში ქობულეთის კულტურის ცენტრი განახორცილებს სხვადასხვაკულტურული აქტივობების ორგანიზებას, მათ შორის ქვეყნის ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნას, ქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სანახაობის შეთავაზებას, კულტურის ცენტრის ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობას, სხვადასხვაკულტურული აქტივობების ორგანიზებას, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფორმაციული ღონისძიებების, საკლუბო შეხვედრების ორგანიზებას - ლიტერატურული საღამოები, ცნობილი მწერლების დაბადების დღისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოები, ღირშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილი საღამოები, ბიბლიოთეკის კვირეული, საიუბილეო საღამოები, ფოლკლორის საღამოები, საშობაო საახალწლო შეხვედრები, ასევე კულტურის ცენტრი განახორციელებს საბიბლიოთეკო ფონდების უზრუნველყოფას,  საბიბლიოთეკო ფონდების შეგროვებას, აღრიცხვა დამუშავება და საკატალოგო მეურნეობის წარმოება საბიბლიოთეკო წესების შესაბამისად, მათი დაცვის უზრუნველყოფას, საბიბლიოთეკო პროცესებში ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას და სრულყოფას, საბიბლიოთეკო ფონდების ელექტრონული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. მოქალაქეთა მომსახურება საბიბლიოთეკო ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკქებით, კულტურულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფორმაციული ღონისძიებების, საკლუბო შეხვედრების, გამოფენების მოწყობა, საინფორმაციო ბაზის შექმნა და სრულყოფას, საბიბლიოთეკო საქმიანობის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების და სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად. საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კულტურული ღონისძიებების უზრუნველყოფა, ანსამბლებისა და კლუბების ფუნქციონირება. სხვადასხვა ღონისზიების ჩატარდება კერძოდ: 1. პროექტი ‘ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა“ 2. ზორბეგ ოქროპირიძის საიუბილეო საღამო. 3. ჩაქვისთავობა - ფოლკლორის ფესტივალი, 4.ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი, 5. ამირან ხაბაზის სახელობის ლიტერატურული კონკურსი, 6.ჯემალ ქათამაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი, 7.შშმ პირების უფლებატა დაცვის დღეები, 8. ალილო.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სტუმრებისათვის სადღესასწაულო და სასიამოვნო გარემოს შექმნა;

საზოგადოების ფართო ნაწილის ჩართულობა სადღესასწაულო ღონისძიებებში; ნიჭიერი და პერსპექტიული შემოქმედების წარმოჩენა;

საზოგადოებაში მოხალისეობის იდეის წახალისება, აქტიური და ინიციატორი მოქალაქეების სტიმულირებას.

განხორციელებული ღონისძიებებისადმი საზოგადოების ინტერესის, ასევე, ღონისძიებებზე მონაწილეთა და დამსწრეთა რაოდენობის ზრდა.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მოსახლეობის წიგნიერების დონის ამაღლება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გურამ თამაზაშვილის სახელობის  (ა)იპ ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "მხედრული"

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 02 03

1 128 581

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქობულეთის მუნიციპალიტეტის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და გურამ თამაზაშვილის სახელობის  (ა)იპ ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "მხედრული"

ქვეპროგრამის აღწერა

ანსამბლში ღონისძიებებისა და კულტურული პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურულ სფეროში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა; კონკურსებში და ფესტივალებში მონაწილეობა; ღვაწმოსილ მუშაკთა საიუბილეო და შემოქმედებითი საღამოების ჩატარება, წახალისების სხვადასხვა ფორმებზე წარდგენა შესაბამის ზემდგომ ორგანოებში. ქართული ხალხური ცეკვებისა და სიმღერების საუკეთესო ნიმუშების დადგმა  და რეპერტუარის განახლება.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ანსამბლი "მხედრული" ხელშეწყობის მიზანია: შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის  შესწავლისთვის შესაბამისი პირობების შექმნა: განსაკუთრებული ცეკვის ნიჭით  დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა; სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე   მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, საქართველოს მთელ ტერიტიორიაზე.

მოსალოდნელი შედეგი:  წლის განმავლობაში   ფუნქციონირებენ   შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული  მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების და მოზარდების მოთხოვნა. სკოლის აღსაზრდელები მონაწილეობენ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით  ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურული ღონისძიებების დაფინანსება

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 02 04

105 220

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

კულტურული ღონისძიებების დაფინანსება ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეების პოპულარიზაცია და  თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა პატივის მიგება. პედადოგოგთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ხელს უწყობს მათი ღვაწლის დაფასებას და სამომავლოდ მათი მოტივაციის გაზრდას, რაც  მნიშვნელოვნად აისახება სწავლების ხარისხზე. კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება. ქობულეთის სახელოვანი ადამიანების სახელების უკვდავყოფა  ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ცნობადობის ჯანმრთელობის, ადრეული ქორწინების საკითხებში ინფორმირებულობის გაზრდა. ახალგაზრდებში არაძალადობრივი და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბება. საახალწლო განწყობის შექმნა ქალაქში.

კულტურული ღონისძიებები, კერძოდ:

სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეების აღნიშვნა (9 აპრილი, 26 მაისი), 2. გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამო 3. პედაგოგის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება;4. 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე; 5. საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ/სემინარების ჩატარება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისდა  სხვა საკითხებზე;6. რა? სად? როდის? 7. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დღე;

მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს გენდერულად მგრძნობიარე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას და გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია  სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და სტუმრებისათვის სადღესასწაულო და სასიამოვნო გარემოს შექმნა; საზოგადოების ფართო ნაწილის ჩართულობა სადღესასწაულო ღონისძიებებში; ნიჭიერი და პერსპექტიული შემოქმედების წარმოჩენა;საზოგადოებაში მოხალისეობის იდეის წახალისება, აქტიური და ინიციატორი მოქალაქეების სტიმულირებას. განხორციელებული ღონისძიებებისადმი საზოგადოების ინტერესის, ასევე, ღონისძიებებზე მონაწილეთა და დამსწრეთა რაოდენობის ზრდა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 02 05

68 800

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქობულეთის მუნიციპალიტეტის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება: ტურიზმისგანვითარებისხელშეწყობა1. ბათუმის ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა " ექსპო ბათუმი-2026"-ში მონაწილეობისთვის და საგამოფენო ფართით უზრუნველყოფა (ტრანსპორტირება მონაწილეებისთვის და საგამოფენო ნივთებისთვის, ტკბილეულით და ტრადიციული კერძებით უზრუნველყოფა 3 დღის განმავლობაში). 2. აგრო-სასურსათო გამოფენა (ტრანსპორტირება მონაწილეებისთვის და საგამოფენო ნივთებისთვის, ხილით, აგრო პროდუქტებით, ტკბილეულით უზრუნველყოფა 3 დღისგანმავლობაში)  3. ტურიზმის სარეკლამო მასალების დამზადება  (სარეკლამო ბეჭდური მასალები და სუვენირები, სასაჩუქრე ჩანთები) .4ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია მონასტრების, მშენებარე ტაძრების,ჯამეების, ციხე სიმაგრეები, თაღოვანი ხიდების, მემორიალური დაფების, საძმო სასაფლაოების, კულტურული ძეგლების, არსებული მოზაიკის, ძველი საუკუნოვანი სახლების (ხის სახლების), მოძიება, დასურათება, მდგომარეობის და ისტორიის  აღწერა და მათი პასპორტიზაცია. დრონით და ფოტო აპარატით. 5. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სასტუმროების, საოჯახო სახლების, კვების ობიექტების, გასართობი ობიექტების, საბავშვო ცენტრების, საკონდიტროების, ღვინის მარნების და მაღაზიების. მეფუტკრეების მოძიება, დასურათება აღწერა და პასპორტიზაცია

მოსალოდნელი შედეგი

ტურიზმის პოპულარიზების მიზნით, ქობულეთის ტურისტული ადგილების, ტრადიციის და საინტერესო ადამიანების წარმოჩენა, ტურისტების მოზიდვა, როგორც საქართველოს ასევე უცხოეთის სხვადასხვა ქალაქებიდან, ტრადიციების წარმოჩენა, დაცული ტერიტორიების პოპულარიზება

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 02 06

491 690

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქობულეთის მუნიციპალიტეტის  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლკებში ქობულეთის მუზეუმი განახორციელებს სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო-სამეცნიეროაქტივობებისორგანიზებას, მათშორის: ქობულეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების შესწავლისა და კვლევის მიზნით მუნიციპალიტეტის მკვიდრებისა და სტუმრებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის შეთავაზებას, მუზეუმის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას, მუზეუმში დაცული სამუზეუმო მნიშვნელობის მქონე ნივთების დაცვას, ინტერპრეტაციას და პოპულარიზაციას. კულტურულ-შემეცნებითი და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას.

კულტურული ღონისძიებები კერძოდ:

1. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნამუშევრების პოპულარიზაცია-ქალის როლი საზოგადოებაში. 2. ახალგაზრდა ქობულეთელი მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. 3. მუზეუმების საერთაშორისო დღე. 4. ზურაბობა. 5. ქობულეთური ტრადიციული სამზარეულო კულტურის პოპულარიზაცია. 6. საგანმანათლებლო-შემეცნებითი და ქობულეთელი მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. 7. სახალხო ზეიმი ,,ხინოწმინდობა“. 8. საგანმანათლებლო პროგრამა სკოლა და მუზეუმი ღვინოობის თვე. 9. საგანმანათლებლოპროგრამასკოლადამუზეუმიგიორგობისთვე. 10. საგანმანათლებლოპროგრამასკოლადამუზეუმიქრისტეშობისთვე.

მოსალოდნელი შედეგი

ჩატარებული ღონისძიებების ფონზე მუნიციპალიტეტის სამუზეუმო ცხოვრების გამრავალფეროვნება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

დამატებითი ინფორმაცია

სახალხო ზეიმი ხინოწმინდობის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 2026 წლის 11-12 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჭახათის თემის სოფელ ხინოწმინდაში, მოხდება სხვადასხვა ნომინაციაში საპატიო სიგელების გადაცემა კერძოდ;  1. ,,ჭეშმარიტი ხინოწმინდელი’’ - ამ ნომინაციაში დაჯილდოვდება ის პიროვნება, რომელიც ერთგულებით ემსახურება თავის ხალხს და ნამდვილ ქართულ ცნობიერებას;  2. ,,ღირსი ხინოწმინდელი“ - წარმოდგენილ ნომინაციაში ჯილდოვდება სასულიერო პირი,  რომელიც რომელმაც თავისი მოღვაწეობით განამტკიცა ქრისტიანული სამწყოს ერთგულება ქართული ეკლესიისადმი;  3.,,მადლობის სიგელი - გადაეცემა პიროვნებას, რომელმაც თავისი ღვაწლით ხელი შეუწყო ხინოწმინდობის განვითარებას; სიგელების ნომინაციას, გადასაცემ პირთა ვინაობას და ფორმას უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია; სიგელების დამზადებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგენით ტექნიკურად უზრუნველყოფს ქობულეთის მუზეუმი.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

წარმატებულ სტუდენტთა წახალისება

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 02 07

356 200

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

წარმატებულ  სტუდენტთა და მოსწავლეთა წახალისება  განათლებული საზოგადოება წარმატებული და ძლიერი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საყრდენია. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. იმისათვის, რომ უფრო მეტად ამაღლდეს სტუდენტის სწავლის ხარისხი, მნიშვნელოვანია მათი მოტივირება. სწორედ, ამ მიზნით შეიქმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიის გაცემას. სტიპენდია ეძლევათ სტუდენტებს სემესტრში ერთხელ, რომლებსაც მიღებული აქვთ სემესტრში საშუალო დადებითი შეფასება  (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი)  იმავე საფეხურის წინა სემესტრის საგნების მოსწრების დოკუმენტის თანახმად. პროგრამით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, თანხა სემესტრში შეადგენს 500 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალსიწინებული გადასახადების ჩათვლით. ხოლო სოციალურად დაუცველის (100 001 სოციალურ ქულამდე), ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების (200 001 სოციალურ ქულამდე) და შშმ სტატუსის მქონე (სოციალური ქულის გარეშე) სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 1000 ლარს.

2. უცხოეთის უმაღლეს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლებლებში ჩარიცხული და გაცვლითი პროგრამით მოსარგებლე  სტუდენტების ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობა.უცხოეთის უმაღლეს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტებზე გაიცემა ერთჯერადად წელიწადში 3000 ლარი, ხოლო გაცვლითი პროგრამებით მოსარგებლე სტუდენტებისთვის ერთჯერადად წელიწადში 1500 ლარი. ლარი. გაცვლითი პროგრამა უნდა მოიცავდეს  სასწავლო პერიოდს არანაკლებ 6 ( ექვსი)  თვისა.

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კერძო და საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ზოგად საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულეს ოქროს ან ვერცხლის მედალზე, ერთჯერადად გადაეცემათ ფულადი პრემია, ოქროს მედლის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარი ერთ  მოსწავლეზე.  ვერცხლის მედლის შემთხვევაში 300 (სამასი) ლარი ერთ  მოსწავლეზე.

მოსალოდნელი შედეგი

სტუდენტებისდა მოსწავლეების წახალისება, აქტიური და ინიციატორი სტუდენტების სტიმულირებას. განხორციელებული ღონისძიებებისადმი საზოგადოების ინტერესი

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 4 ხარისხიანი განათლება

მიზანი5  გენდერული თანასწორობა
მიზანი 10 შემცირებული უთანასწორობა

გენდერული

დიახ

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება

2026 წლის დაფინანსება
ლარში

05 02 09

118 000

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების  პროექტების დაფინანსება

საქართველოში ახალგაზრდების ჩართულობისა და გააქტიურების უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა და გატარებული ღონისძიებებისა, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების  აქტიურობის საკითხი.

პროგრამა განსაზღვრავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14 დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ინიციატივით წარმოდგენილი პროექტების დაფინანსების პირობებსა და წესებს. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წარმოჩენას, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება იყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განახორციელონ საკუთარი იდეები და ინიციატივები.გამოცხადებულ კონკურსში  ერთი და იგივე ორგანიზაციას, ახალგაზრდას, საინიციატივო ჯგუფს მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენის საშუალება ეძლევა

ახალგაზრდობა არის საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, აქტიურად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რათა წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.  ახალგაზრდებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ პროექტები, რომლებიც ემსახურება მათი თანატოლების საჭიროებების დაკმაყოფილებას. პროგრამა ხელს შეუწყოს ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას. ახალგაზრდული პროექტების ფინანსური ხელშეწყობის (დაფინანსება) პროგრამა, ვრცელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებზე, 14 დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებზე. ახალგაზრდებს მრავალი ფორმით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი ფლობდნენ სრულყოფილ, პრაქტიკულ და რელევანტურ ინფორმაციას არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების შესახებ; მუდმივად ხდებოდეს მონაწილეობის ახალი და ინოვაციური გზების მოძიება; ყურადღება არ იქნას გადატანილი მხოლოდ ახალგაზრდების დიდი რაოდენობით მონაწილეობაზე, არამედ ფოკუსირება ხდებოდეს ისეთ გზებსა და საშუალებებზე, რომლებიც ახალგაზრდების მონაწილეობის უკეთესს ხარისხს უზრუნველყოფენ და საჭიროებების შემთხვევაში, ახალგაზრდები იღებდნენ ფინანსურ, მორალურ, ინსტიტუციონალურ და სხვა მხარდაჭერას.

მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს გენდერულად მგრძნობიარე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას და გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია  სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტში  ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში  ფესტივალების, კონკურსების, გამოფენებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის პროგრამა განსაზღვრავს  წარმოდგენილი, ფესტივალების, კონკურსების, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური პროექტების მხარდაჭერას.

საქართველოში კულტურულ-საგანმანათლებლო და ინტელექტუალურ-სახელოვნებო საკითხი განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მიუხედავად, საჭიროა დამატებითი აქტივობების განხორციელება, საზოგადოების გააქტიურებისა და პროგრესის დაჩქარების მიზნით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წელიწადში ერთხელ (ერთი პროექტის წარმოდგენის შესაძლებლობით) საქართველოს სრულწლოვან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს გენდერულად მგრძნობიარე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას და გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია  სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

მოსალოდნელი შედეგი

1. ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების  პროექტების დაფინანსება

ახალგაზრდების მეტი ჩართულობა, მათი ინიციატივებისა და იდეების განხორციელება, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერება.

2.  ქობულეთის მუნიციპალიტეტში  ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა

კულტურისა და არაფორმალური განათლების განვითარება, სტიმული, მოტივაცია და მაგალითი სხვა მოქალაქეებისათვის, რათა უფრო მეტად გააქტიურდნენ. მოქალაქეების მეტიჩართულობა, მათი ინიციატივებისა და იდეების განხორციელება. კულტურისა და ხელოვნების სფეროს განვითარების მხარდაჭერა; ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა და განვითრება.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის

მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა
მიზანი 10 - შემცირებული უთანასწორობა

გენდერული

დი