ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 19,190,922 ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ლარი

დასახელება

2026 წლის გეგმა

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

19,190,922

06 01

ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები

3,602,852

06 01 01

იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარება

26,000

06 01 02

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის

187,200

06 01 03

სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება

1,300,000

06 01 04

ა(ა)იპ „ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი“

1,289,652

06 01 05

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

800,000

06 02

სოციალური დაცვის ღონისძიებები

15,588,070

06 02 01

ომის მონაწილეებზე  და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება

37,000

06 02 02

დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარება

19,200

06 02 03

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება

1,965,520

06 02 05

მუნიციპალური უფასო სასადილო

455,650

06 02 06

ცალკეული სოციალური კატეგორიის ოჯახების გაზიფიცირება

66,000

06 02 07

მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება

70,000

06 02 08

მარტოხელა მშობლების მატერიალური დახმარება

190,000

06 02 09

გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარება

50,000

06 02 10

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

100,000

06 02 13

ქ. ქობულეთში, პოპოვის ქუჩა №12 მრავალბინიანი სოციალური სახლების მშენებლობა

10,724,940

06 02 14

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და ავარიულ/ამორტიზირებულ მრავალბინიან  სახლებში მცხოვრები ოჯახების დახმარება

1,546,300

06 02 15

„საქმიანობათა ცენტრი ქობულეთის უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“

40,000

06 02 16

მოწყვლადი სოციალური კატეგორიების ბენეფიციართა  მატერიალური დახმარება

255,000

06 02 17

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების  პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფა

68,460

პროგრამის კოდი

პროგრამის დასახელება

პრიორიტეტის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა

06 01

ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები

ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვა

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

3 602 852

პროგრამის აღწერა

სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის  ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია.ქობულეთის მუნიციპალიტეტის (უპირატესად მოწყვლადი კატეგორიის) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუმჯობესება, შესაძლებლობის შეზღუდვის რისკის შემცირება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გაგრძელდება დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის  ქვეპროგრამები და ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:

იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარება;

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისათვის;

სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;

ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი";

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვების, შშმ პირების, მოხუცების, ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა ჯანდაცვის სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია: ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივება.

მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება, დაავადების სტაბილიზაცია, გამწვავებებისა და რეცივიდების თავიდან აცილება და ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 01 01

იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარება

ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

26 000

პროგრამის აღწერა

ფენილკეტონურია წარმოადგენს თანდაყოლილ იშვიათ გენეტიკურ დაავადებას, რომელიც დაკავშირებულია ამინომჟავების ცვლის დარღვევებთან და იწვევს  ც.ნ.ს.-ისა და სხვა შინაგანი ორგანოების ღრმა დაზიანებას.  ამ დაავადების მქონე პირები მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებენ დიეტოთერაპიას; კვებას კაზეინის  ჰიდროლიზატის  შემცველი ნარევებითა და მკურნალობას სხვადასხვა მედიკამენტებით, 18 წლამდე ასაკის ბავშვები ფედერალური პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად მარაგდებიან მათთვის საჭირო დიეტური სამკურნალო ნარევებით, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნილებებს. ხოლო 18 წლის ზემოთ ასაკის პირები, არ სარგებლობენ შეღავათებით.

გლუტეინის ავადმყოფობა (ცელიაკია) ქრონიკული დაავადებაა, რომელსაციწვევსსაკვებშიშემავალიგლუტეინისპეპტიდები. ავადმყოფებს ესაჭიროებათ მუდმივი დიეტოთერაპია.

იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარება ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას 18 წლის ზემოთ ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებულ 3 ბენეფიციარზე 3000 ლარის ოდენობით,  18 წლამდე ასაკისფენილკეტონურიით დაავადებულ  3 ბენეფიციარზე 1500 ლარის ოდენობით. 18 წლის ზემოთ ასაკის გლუტეინის ავადმყოფობით, ცელიაკიით დაავადებულ 8 ბენეფიციარზე 1000 ლარის ოდენობით, 18 წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებულ 3 პირზე 1500 ლარის ოდენობით.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

იშვიათი დაავადების მქონე პირთათვის მატერიალური დახმარების გაწევა

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 01 02

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის

ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

187 200

პროგრამის აღწერა

მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები, რომლებიც ხანგრძლივი  დროით თავსდებიან სტაციონარში, სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ  ამბულატორიულ დაწესებულებას, წყვეტენ მკურნალობას, ვერ ხორციელდება მედიკამენტების უწყვეტად მიწოდება, რაც ფსიქოპათოლოგიური  სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს. ირღვევა საფეხურებრივი და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების პრინციპი, რის გამოც შეფერხებულია ხანგრძლივი რემისიისა და სტაბილიზაციის შენარჩუნების შესაძლებლობა, რაც ხშირად ხდება პაციენტის მხრიდან ძალადობრივი ქცევის მიზეზად, როგორც საკუთარი თავის, ასევე ირგვლივ მყოფთა მიმართ.

წარმოდგენილი  მიზნობრივი ქვეპროგრამა  განაპირობებს მძიმე ფსიკური აშლილობის მქონე პირთა ჩართულობას ფსიქიატრიულ სერვისებში, ასევე ხელს შეუწყობს პაციენტთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც. ქვეპროგრამა ითვალისწინებს  ორი მობილური გუნდის დაფინანსებას თვის განმავლობაში 100 პაციენტის ადგილზე მომსახურებით (თითოეული მობილური გუნდის მიერ თვეში არანაკლებ 50 პაციენრის ადგილზე მომსახურებას). გუნდის მუშაობა ითვალისწინებს ბინაზე ვიზიტსა და მედიკამენტოზურ მკურნალობას საქართველოში რეგისტრირებული, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და ნეიროლეფსიური საშუალებებით, რომელსაც გამოიყენებს მობილური გუნდის ფსიქიატრი, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შესაბამისად.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის ბენეფიციარები ჩართული არიან ფსიქიატრიულ სერვისებში

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 01 03

სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება

ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

1 300 000

პროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სამედიცინო მომსახურება, რომელიც ნაწილობრივ ან არ ფინანსდება მოქმედი სახელმწიფო ან/და აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებით. დასაფინანსებელი თანხა განისაზღვრება წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით.

ქვეპროგრამით განსაზღვრული პროპორციებით ასევე დაფინანსდება 2025 წლის დეკემბერში და  2026 წლის განმავლობაში წარმოშობილი ვალდებულებები, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული იურიდიული დოკუმენტით.

ქვეპროგრამით  გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით   რეგისტრირებული მოქალაქეები, ასევე ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ და დარეგისტრირდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2026 წელს, კერძოდ:

პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით; შშმ პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილი); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტიშვილი) ოჯახის წევრები; ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი პირები - სოციალური ქულით შეზღუდვის გარეშე;

200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები;

სარეიტინგო ქულის არმქონე ბენეფიციარები;

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ბენეფიციარების სიცოცხლის შენარჩუნება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, შესაძლებლობების შეზღუდვის შემცირება; მკურნალობასთან დაკავშირებული  ფინანსური რისკებისაგან დაცვა.

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 01 04

ა(ა)იპ „ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი“

ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია; ა(ა)იპ „ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი“

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

1 289 652

პროგრამის აღწერა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლის დასახლებულ ადგილებში, განსაკუთრებით მთიან სოფლებში, გეოგრაფიული მდებარეობის და კლიმატური პირობების გამო მოსახლეობისათვის დროული სამედიცინო მომსახურების მიწოდება გართულებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სოფლის მოსახლეობის ადგილზე სამედიცინო მომსახურებით უზრულვენყოფის მიზნით საჭირო გახდა

პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა: ამბულატორიის მედპერსონალის უზრუნველყოფა სატრანსპორტო საშუალებით- მაღალი გამავლობის ავტომანქანით;

ადგილზე ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ორგანიზება: მოსახლეობისათვის დროული სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით ადგილზე ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ორგანიზება და პირველადი დახმარების მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

მოწყვლადი  კატეგორიის ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერა:

3,1 0-დან 150 000-ს ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მძიმე და ღრმა შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა და ასევე  0-დან 150 000-ს ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მხცოვანი (80 წლის და მეტი) მწოლიარე ბენეფიციარებისუზრუნველყოფას მოვლის საშუალებებით; კერძოდ, ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაეწევა პირებს, რომლებიც ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და შესაბამისად მოვლის საშუალებებს, რაც დასტურდება  ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ  (სამედიცინო დოკუმენტი ფორმა - №IV- 100/ა).

3,2 მგრძნობელობის დაქვეითების მქონე მძიმე და ღრმა შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას; კერძოდ,  ნაწოლებისაგან დამცავი ბალიში, რომელიც ,,ტეტრაპარეზი"-ს, მგრძნობელობის დაქვეითების მქონე შშმ პირებს დაიცავს ნაწოლების გაჩენისაგან. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაეწევა პირებს, რომელთაც აქვთ ,,კვადრიპლეგია"(ოთხივე კიდურის დამბლა).

3,3 სოციალურად დაუცველ ოჯახებში - 0-დან 150 000-ს ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე -  შვილის დაბადებისას, ბავშვის უზრუნველყოფას ერთი წლის ასაკამდე მოვლის საშუალებებით ან/და ბავშვთა კვებით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება ოჯახს უწყდება 1 წლის ასაკის შესრულების მომდევნო თვიდან.

3,4 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოთა - 30 ბენეფიციარის - უზრუნველყოფა სპეციალური ხმოვანი სამედიცინო ტექნიკით - არტერიული წნევის საზომი აპარატით და გლუკომეტრით.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

სოფლის მოსახლეობის ადგილზე სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის ბენეფიციარების, მათ შორის მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის ამაღლება და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა;

ქვეპროგრამის ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან მედიკამენტებით, მოვლის საჭიროების მქონე პირები  უზრუნველყოფილი არიან მოვლის  და დამხმარე საშუალებებით, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის შეძენისას მოვლის საშუალებებით ან/და ბავშვთა კვებით.

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 01 05

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური და ა(ა)იპ „ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი“

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

800 000

პროგრამის აღწერა

საქართველოს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარება ძირითადად უზრუნველყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მთელი რიგი სამედიცინო პროგრამებით. მიუხედავად ამისა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისა და მოწყვლადი კატეგორიის მქონე ბენეფიციარებისათვის  მედიკამენტების მიწოდება სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მოწყვლადი კატეგორიის მქონე მოსახლეობას მედიკამენტების შეძენა არ შეუძლია.

აქედან გამომდინარე წინამდებარე ქვეპროგრამა ითვალისწინებს მოწყვლადი ოჯახებისათვის - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები;  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები  (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;  მარტოხელა მშობლებo და მათ შვილები; მარტოხელა ასაკით პენსიონერები - რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ მკურნალობის ჩატარებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

ქვეპროგრამის ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებენ   მედიკამენტოზურ მკურნალობას წელიწადში ერთხელ ოჯახზე მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას მედიკამენტების ვაუჩერის სახით. იმ შემთხვევაში თუ ოჯახში არის ორი შშმ პირი, ორი ვეტერანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირი/ვეტერანი, შშმპირი/ ვეტერანი და ა.შ. , მათ მიეცემათ ორი 200 ლარიანი ვაუჩერი.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. დაავადებულთა გართულებების თავიდან აცილება. მედიკამენტებით უზრუნველყოფილი ბენეფიციარი.

პროგრამის კოდი

პროგრამის დასახელება

პრიორიტეტის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა

06 02

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

15 588 070

პროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარების ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას,  დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისტრანსპორტირების ხელშეწყობას, ბავშვთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებისა და შშმ ბავშვების ფინანსურ დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვების, შშმ პირების, მოხუცების, ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა სოციალური სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მიზანია: გარკვეული  კატეგორიის ბენეიციარების  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება

მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 02 01

ომის მონაწილეებზე  და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

37 000

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის მიზანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა უკდავყოფის და სადღესასწაულო დღეების უზრუნველყოფა, პროგრამა ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა უკდავყოფას, სადღესასწაულო დღეების ორგანიზებას. ქვეპროგრამას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არეგულირებს 2000 წლის საქართველოს კანონი „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და ასევე 1995 წლის საქართველოს კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ მუხლი 14, პუნქტი „გ“, მუხლი 15, პუნქტი „გ“, მუხლი 16, პუნქტი „გ“, მუხლი 17, პუნქტი „ბ“.

საქართველოს კანონის “სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ 1995 წლის კანონის“ 21 მუხლის თანახმად გარდაცვლილი ომის მონაწილის ოჯახებზე გამოიყოფა ერთჯერადი ფინანსური დახმარება  600 ლარის ოდენობით დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის მიზანია ოჯახების თანადგომა და ფინანსური მხარდაჭერა. სამიზნე ჯგუფებისათვის სოციალური  მდგომარეობის შემსუბუქება  ომის მონაწილეთა ღვაწლის დაფასება, გარდაცვლილ ვეტერანთა სახელის უკვდავყოფა. გარდაცვლილი ომის ვეტერანის  პატივის მიგება.

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 02 02

დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარება

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

19 200

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს  დედ-მამით ობოლ ბავშვთა (9 ბენეფიციარი) მატერიალურ დახმამარებას თვეში 200 ლარის ოდენობით, მათთვის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისათვის, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს არ აქვს ელემენტარული სახსრები რაც ესაჭიროება მათ განვითარებას და აღზრდას.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარებას თვითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით. მათთვის  მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამისდასახელება,რომლისფარგლებშიცხორციელდებაქვეპროგრამა

06 02 03

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

1 965 520

ქვეპროგრამის აღწერა

წინამდებარე პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სტიქიური მოვლენის, მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის, შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსურ დახმარებას.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული  ოჯახების უზრუნველყოფილია კომპენსაციით

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 02 05

მუნიციპალური უფასო სასადილო

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

455 650

ქვეპროგრამის აღწერა

მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენის დახმარება წარმოადგენს ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტს. ქ. ქობულეთში მუნიციპალური უფასო სასადილო ემსახურება აღნიშნული კონტიგენტის 400 ბენეფიციარს ერთჯერადი ცხელი საკვებით კვირაში 7-ჯერ (წელიწადში 365 დღის) განმავლობაში  პროგრამით გათვალისწინებულ მენიუს შესაბამისად.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში მცხოვრები, პროგრამით განსაზღვრული, ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო ერთჯერადი კვებით. გაუმჯობესდება მათი ყოფითი პირობები.

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 02 06

ცალკეული სოციალური კატეგორიის ოჯახების გაზიფიცირება

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

66 000

ქვეპროგრამის აღწერა

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა შემოსავალი მეტად მწირია, დიდ პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი აირის შეყვანისათვის თანხის გაღება. ასევე მნიშვნელოვანი მორალური და მატერიალური მხარდაჭერაა 0-დან 200 001 ქულამდე ომის ვეტერანების ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული მეომრების ოჯახების გაზიფიცირება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში 0-დან  100 001-მდე სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული  ოჯახების,  0-დან 200 001 ქულამდე ომის ვეტერანებისა და 0-დან 200 001 ქულამდე შშმ პირების ოჯახების და ასევე  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული მეომრების ოჯახების(სოციალური ქულით შეზღუდვის გარეშე)  გაზიფიცირებას - ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების დაფინანსებას ერთი წერტილის გათვალისწინებით (გაზქურამდე) არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარით.

ქვეპროგრამაში გათვალისწინებულია 2023-2025 წლების „ცალკეული სოციალური კატეგორიის ოჯახების გაზიფიცირების“ ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარების (ოჯახების, რომლებზეც გაცემულია, ვაუჩერი, მაგრამ ვერ განხორციელდა გაზიფიცირების სამუშაოები ან/და საბიუჯეტო წლის განმავლობაში ვერ განხორციელდა ანგარიშსწორება მომსახურების მომწოდებელთან) გაზიფიცირების სამუშაოების დაფინანსება.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის, ცხოვრების ხარისხის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული მეომრებისა და 0-დან 200 000 ქულამდე ომის ვეტერანებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 02 07

მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

70 000

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ფონის გაჯანსღებისათვის მიმართული აქციების განხორციელებას. კერძოდ,  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 0-დან 200 000 ქულის   ჩათვლით დარეგისტრირებული ოჯახებზე მე-3, მე-4, მე-5 და მომდევნო შვილის დაბადებისას მატერიალური დახმარების გაწევას. მე-3 შვილის დაბადებისას  600 ლარი, მე-4 შვილის დაბადებისას  800 ლარი, მე-5 და მომდევნო შვილის დაბადებისას 1000 ლარი. ქვეპროგრამაში გათვალისწინებული იქნება დახმარების გაწევა იმ ოჯახებზე, სადაც 2025 წლის დეკემბრის თვეში დაიბადა მე-3, მე-4 და მომდევნო შვილი და ასევე, იმ ოჯახებზე, რომლებმაც 2025 წლის დეკემბრის თვეში მომართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას მე-3, მე-4 და მომდევნო შვილის დაბადების გამო და აკმაყოფილებს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარება მე-3, მე-4 მე-5 და მომდევნო შვილის დაბადებასთან დაკავშირებით. მათთვის მორალური და მატერიალური მახარდაჭერა. სტიმულის მიცემა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 0-დან 200 000 ქულის ჩათვლით დარეგისტრირებული ოჯახები  მესამე, მეოთხე, მეხუთე და მომდევნო შვილის შეძენისას უზრუნველყოფილი არიან მატერიალური დახმარებით.

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 02 08

მარტოხელა მშობლების  მატერიალური დახმარება

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

190 000

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში  0-დან 200 001-მდე ქულის მქონე  მარტოხელა მშობლების მატერიალურ დახმამარებას  მათთვის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისათვის, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს  არ აქვს ელემენტარული სახსრები რაც ესაჭიროებათ ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

ა) დახმარების გაცემის წესი: მარტოხელა მშობელზე, რომელსაც მარტოხელას სტატუსი დაუდგინდა არაუმეტეს 3 ბავშვის მიმართ, ერთჯერადად გაიცემა 1000 ლარი, ხოლო მარტოხელა მშობელზე, რომელსაც მარტოხელას სტატუსი დაუდგინდა 4 და მეტი ბავშვის მიმართ, 1500 ლარი.

ბ) მატერიალური რესურსის გაცემის სქემა:

მარტოხელა მშობელი/უფლებამოსილი პირი მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის ან/და მერის მოადგილის რეზოლუციით შედის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში სადაც  განიხილება წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ხდება მათი სისრულეში მოყვანა. რის შემდეგაც სამსახური მიმართავს მერს დახმარების დანიშვნის თაობაზე, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მერიის საფინანსო სამსახური მერის ბრძანების საფუძველზე გადაურიცხავს  ბენეფიციარს შესაბამის ანგარიშზე დახმარებას.

გ) მოსარგებლეთა შერჩევის წესი:

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით   რეგისტრირებული,სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში  0-დან 200 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე  მარტოხელა მშობლებისათვის, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ი და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტს:

განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

მარტოხელა მშობლის/უფლებამოსილი პირის  პირადობის მოწმობის ასლი

დაბადების მოწმობის ასლი

ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ

სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 0-დან 200 001-მდე)

შენიშვნა : დახმარების გაწევა განხორციელდება მხოლოდ იმ ბავშვების რაოდენობის მიხედვით, რამდენ ბავშვზეც აქვს მინიჭებული აღნიშნული სტატუსი მშობელს, უფლებამოსილი ორგანოსგან.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის მიზანია  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში  0-დან 200 001-მდე ქულის მქონე მარტოხელა მშობლების მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.

მოწყვლადი სოციალური კატეგორიის ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან მატერიალური დახმარებით

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 02 09

გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარება

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

50 000

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველპირთაგარდაცვალებისშემთხვევაში მათოჯახებზეერთჯერადიმატერიალური დახმარებისგაწევას სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში  0-დან 100 001 -მდესარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის;

ერთ ოჯახზე გასაცემი თანხა შეადგენს 600 ლარს.

ქვეპროგრამაშიასევე, გათვალისწინებულია უპატრონო გარდაცვლილი მოქალაქეები, რომლების დასაკრძალვა ხშირ შემთხვევებში ქმნის სერიოზულ პრობლემას.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მატერიალური მხარდაჭერა

მოწყვლადი სოციალური კატეგორიის ოჯახები უზრუნველყოფილნი არიან მატერიალური დახმარებით

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 02 10

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

100 000

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას  1500 ლარის ოდენობით

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები), რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში  0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულით ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით,ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის მიმართული აქციების განხორციელება, მათთვის  მორალური დამატერიალური მხარდაჭერა, სტიმულის მიცემა.

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

ქ. ქობულეთში, პოპოვის ქუჩა N-12 მრავალბინიანი სოციალური სახლების მშენებლობა

2026 წლის დაფინანსება
ლარში

06 02 13

10 724 940

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო და ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

პროექტის ფარგლებში აშენდება ქ. ქობულეთში, პოპოვის ქუჩა N12-ში (ს/კ 20.42.10.159) სოციალური სახლ(ებ)ი. საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებული კორპუს(ებ)ში განლაგებული ბინების რაოდენობამ ჯამში უნდა შეადგინოს არანაკლებ 120 ერთეული ბინა. თითოეული საცხოვრებელი კორპუს(ებ)ი უნდა იყოს არაუმეტეს 10 სართულისა. კორპუსების სასურველი რაოდენობაა 2 ერთეული, თუმცა მათი რაოდენობა არ უნდა იყოს ორ ერთეულზე ნაკლები. ბინების რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ: 50 ერთეული ოროთახიანი; 50 ერთეული სამოთახიანი; 20 ერთეული ოთხოთახიანი;

ქვეპროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული, ეკომიგრამტი ოჯახები.

გადაწყვეტილებას ბენეფიციარების   ქვეპროგრამაში ჩართვის  შესახებ ღებულობს შესაბამისი კომისია (შემდეგ- კომისია), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით.

კომისიის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით,№

დასახელება

თანხა ლარი

1

ქ. ქობულეთში, პოპოვის ქუჩა N-12 მრავალბინიანი სოციალური სახლების მშენებლობა

10 724 940

ლარი

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი პირობების მოგვარება, რათა ოჯახებს მიეცეს პრობლემის შემსუბუქების და სოციალური ფუნქციონირების  ამაღლების  პერსპექტივა.

ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული, ეკომიგრანტი ოჯახებიუზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით.

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 02 14

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და ავარიულ/ამორტიზირებულ მრავალბინიან  სახლებში მცხოვრები ოჯახების დახმარება

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

1 546 300

ქვეპროგრამის აღწერა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარაებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებზე მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ხორციელდებოდა დროებითი საცხოვრებლის ბინის ქირის უზრუნველსაყოფად  მატერიალური დახმარება.  2021 წლის შემოდგომაზე მოსულმა უხვმა  ატმოსფერულმა ნალექმა  დიდი ზარალი მიაყენა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, მნიშვნელოვნად გაზარდა ქირის მიმღები ოჯახების რაოდენობა და საჭირო გახდა მიზნობრივი პროგრამის შემუშავება.

ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არის რამოდენიმე ავარიული/ამორტირიზებულიმრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/სამსახურის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი,  შესაბამისად, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრება არ არის უსაფრთხო. საჭიროა ავარიული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებლებზე დროებითი თავშესაფარის უზრუნველყოფის მიზნით დახმარების გაწევა.

წინამდებარე ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და ავარიულ/ამორტიზირებულ მრავალბინიან  სახლებში დაზიანების შესახებ შესაბამისი დასკვნის დადების მომენტისთვის  მუდმივად მცხოვრები ოჯახების დროებითი უსაფრთხო თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით ფინანსურ დახმარებას.

ქვეპროგრამის ფარგლებში (ბინის ქირის ასანაზრაურებლად) კომპენსაციის მიღების უფლება აქვს:

1) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სტიქიით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ზღვის, წყლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა) დაზიანებულ  საცხოვრისში, დაზიანების შესახებ შესაბამისი დასკვნის დადების მომენტისთვისმუდმივად მცხოვრები ოჯახები,რომლებიც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან  გაცემული  დასკვნის საფუძველზე ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას (ეკომიგრანტი ოჯახები) და არ გააჩნია ალტერნატიული თავშესაფარი.

2)  ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სტიქიით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ზღვის, წყლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლს ზვავი და სხვა) /ხანძრით/ძლიერი ქარი/ დიდთოვლობა - დაზიანებულ  საცხოვრისში, დაზიანების შესახებ შესაბამისი დასკვნის დადების მომენტისთვისმუდმივად მცხოვრები  ოჯახები რომლებსაც არ გააჩნიათ ალტერნატიული თავშესაფარი და:

ა. რომელთა საკუთრებაში ან მფლობელობაში  არსებული საცხოვრებელი სახლი: დაზიანდა მთლიანად ანნაწილობრივ,  შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან  გაცემული  დასკვნის საფუძველზე საცხოვრებლად გამოუსადეგარია და ექვემდებარება  დროებით გაყვანას უსაფრთხო ადგილას საცხოვრებელი სახლების შედგომი ექსპლუატაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებამდე.

ბ.  სტიქიით დაზარალებული ოჯახები, რომლებიც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან  გაცემული  დასკვნის საფუძველზე ექვემდებარება  დროებით გაყვანას უსაფრთხო ადგილას საცხოვრებელი სახლების შედგომი ექსპლუატაციის მიზნით სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიების განხორციელებამდე.

3) ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული/ამორტირიზებულიმრავალბინიანი საცხოვრებელსახლებში დაზიანების შესახებ შესაბამისი დასკვნის დადების მომენტისთვისმუდმივად მცხოვრებ იმ ოჯახს რომლის ფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ბინა ავარიულია/ამორტიზირებლია და შესაბამისი უფლებამისილი ორგანოდან გაცემული დასკვნის საფუძველზეექვემდებარება დროებით გაყვანას უსაფრთხო ადგილას, საცხოვრებელი სახლების შედგომი ექსპლუატაციის მიზნით, სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიების განხორციელებამდე. ამასთანავე, ოჯახისწევრებს არ უნდა გააჩნდეთ საკუთრებაში/ ფაქტიურ მფლობელობაში სხვა საცხოვრებლად ვარგისი ალტერნატიული ფართი, შესაბამისი უფლებამისილი ორგანოდან გაცემული დასკვნის დადების თარიღიდან დღემდე.

ალტერნატული თავშესაფარად არ ჩაითვლება  და არ წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას მოქალაქეებისთვის „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და ავარიულ/ამორტიზირებულ მრავალბინიან  სახლებში მცხოვრები ოჯახების დახმარება“ ქვეპროგრამით სარგებლობისას:

ალტერნატიული ქონება, რომელიც მდებარეობს მაღალმთიან საკურორტო ზონაში (გომისმთა, ბახმარო, ბეშუმი და ა.შ.);

ალტერნატიულ საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც არის/იყო ქორწინების შედეგად შემატებული წევრის თანასაკუთრება ქორწინებამდე.

კომპენსაციის გაცემა ერთ ბენეფიციარზე შესაძლებელია განხორციელდეს ყოველთვიურად იმ პრობლემის აღმოფხვრამდე, რაც საფუძვლად დაედო კომპენსაციის გაცემას.

დაუშვებელია ოჯახების დაყოფა და ცალკე-ცალკე ფართის დაქირავება კომპენსაციის დადგენილზე მეტი ოდენობის მიღების მიზნით, გარდა იმ  შემთხვევისა თუ ოჯახი დაყოფილი იყო დაზარალებამდე, ეწეოდა ცალკ-ცალკე მეორნეობას და არიან ენერგომოხმარების დამოუკიდებელი აბონენტები  რაც დადასტურდება მოხსენებითი ბარათით შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ და შესაბამისი დოკუმენტით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ენერგოკომპანიაში აბონენტად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/გადახდის ქვითარი).

ოჯახებისთვის, რომელთა წევრების რაოდენობა არ აღემატება შვიდს, დახმარების ოდენობა თვეში ოჯახზე განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით, ხოლო 8 და მეტ სულიან ოჯახებზე  500 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის გაცემა განხორციელდება ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ნოტარიულად (სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება) ან სსიპ- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნება დამოწმებული.

თანხა ჩაირიცხება  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული/ავარიულ(ამორტიზირებულ) მრავალბინიან  სახლებში მცხოვრები ოჯახის  წევრის  საბანკო რეკვიზიტებზე.

დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს განცხადება და ახალი ნოტარიულად (სავალდებულოა მხოლოდ ნოტარიუსის მიერ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება) ან სსიპ- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული (ხელშეკრულებაში ცვლილების დადასტურება) ქირავნობის ხელშეკრულება.

მოსარგებლეთა შერჩევის წესი:

დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით სტიქიით დაზარალებული ოჯახის უფლება მოსილიწევრის საბანკო რეკვიზიტებზე შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.

ოჯახის ერთობლივი განცხადებადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

დაზიანებული საცხოვრისის ოჯახის საკუთრებაში/ფლობელობაში არსებობის დადასტურებელი დოკუმენტი;

განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად, არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში  დაბადების მოწმობის ასლები;

შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული დასკვნა;

შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულშიმერის წარმომადგენლისმოხსენებითი ბარათი (ინფორმაცია, წარმოადგენს, თუ არა ოჯახი მუდმივ მაცხოვრებელს სტიქიით დაზარალების მისამართზე და აქვთ თუ არა ფაქტიურ მფლობელობაში ალტერნატიული უძრავი ქონება);

ქირავნობის ხელშეკრულება;

საბანკო რეკვიზიტები;

საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაცია.

2025 წელს პროგრამაში ჩართული ოჯახები ქირის ხელშეკრულების ვალიდურობის შემთხვევაში განაცხადის განახლების გარეშე რჩებიან პროგრამის ბენეფიციარები.

შენიშვნა:

იმ შემთცვევაში, თუ ალტერნატიულ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი გასხვისებულია საპატიო მიზეზით, ან ალტერნატიული ქონება არ შეესაბამება საცხოვერებლით უზრუნველყოფისთვის საჭირო პირობებს,  ბენეფიციარის ქვეპროგრამაში ჩართვის საკითხი გადაწყდეს შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და ავარიულ/ამორტიზირებულ მრავალბინიან  სახლებში მცხოვრები ოჯახების უზრუნველყოფა უსაფრთხო დროებითი თავშესაფარით

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და ავარიულ/ამორტიზირებულ მრავალბინიან  სახლებში მცხოვრები ოჯახები უზრუნველყოფილია კომპენსაციით

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 02 15

საქმიანობათა ცენტრი ქობულეთის უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის  ხელშეწყობისათვის

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

40 000

ქვეპროგრამის აღწერა

გახშირებული სტიქიური უბედურებები თუ სხვადასხვა სახის დაავადებათა გავრცელების საფრთხე, მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს, დიდი რისკის წინაშე აყენებს. საქართველოში ამ მიმართულებითაც არა ერთი რეფორმა განხორციელდა და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სრულყოფილი და სტაბილური სისტემის შექმნა მოითხოვს გრძელვადიან განვითარებას. თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის ჩვენ ქვეყანაში, გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც საზოგადოება, ასევე ჯანდაცვის სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა. გასათვალისწინებელია, რომ არაერთი გამოწვევის წინაშე მდგომი მოსახლეობის დღის წესრიგი გულისხმობს მოქალაქეების საყოველთაო ჩართულობასა და უშუალოდ თემის წევრების აქტიურ მონაწილეობას  განვითარების პროცესში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაცია  (საქართველოს კანონი ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ 15/07/2017), ემსახურება განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების ხვედრის შემსუბუქებას, მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვას. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის sაქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წარმოადგენს ერთადერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის #508 დადგენილება) შესაბამისად შემდეგი ფუნქციები აქვს: მონაწილეობს სამძებრო და სამაშველო საქმიანობებში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კოორდინირებით ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოფხვრაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებს; არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამხმარე რგოლი დაზარალებული მოსახლეობისათვის პირველი დახმარების უზრუნველყოფაში და საველე ჰოსპიტალის მოწყობაში; ასევე ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაზარალებული მოსახლეობისათვის წყლისა და საკვების მიწოდებაში საგანგებო სიტუაციის დროს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს:

კატასტროფების მართვა (რისკის შემცირება, მზადება და რეაგირება), რაც გულისხმობს თემის მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასებას, ცოდნის ამაღლებას კატასტროფების შესახებ თემში მათი შესაძლებლობების გაზრდისა და თემის ეფექტური რეაგირებისათვის საგანგებო/კრიზისული სიტუაციის დროს; რეაგირების გუნდების შექმნას (მათ შორის პირველი დახმარების და ფსიქოსოციალური დახმარების გუნდები), წვრთნას/სწავლებას, სიმულაციური ვარჯიშების მოწყობას და რეაგირების მექანიზმში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას; მუნიციპალიტეტების რეაგირებისა და ევაკუაციის გეგმების (მათ შორის საოჯახო გეგმის) შემუშავებაში/განახლებაში აქტიურ მონაწილეობას.

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ითვალისწინებს მობილური პირველადი ჯანდაცვის კაბინეტების მეშვეობით  უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკურ კვლევებსა (მუცლის ღრუსა და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება უახლესი აპარატურით, კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური და ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, სისხლში შაქრის შემცველობის დონის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევა) და ექიმი-თერაპევტის, გინეკოლოგისა თუ ოფთალმოლოგის კონსულტაციას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით ქალაქებიდან მოშორებით მდებარე დასახლებებსა და თემებში. ასევე სისხლის უანგარო, ნებაყოფლობითი დონაციის პროპაგანდის მეშვეობით სისხლის დონორების მობილიზებას და ქვეყანაში არსებული სისხლის მარაგის შევსებას, იმუნიზაციის გზით ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურ დაცვას  მართვადი დაავადებებისაგან, საგანგებო სიტუაციებისთვის, მათ შორის პანდემიებისთვის მზადყოფნას, ეპიდემიური კონტროლის, წყლის ჰიგიენისა და სანიტარიის, მასობრივი საგანგებო სიტუაციებიის მართვის, პირველი დახმარებისა და ფსიქოლოგიური პირველი დახმარების შესახებ ცოდნის ამაღლების და პრაქტიკული უნარების განვითარების გზით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თემის დონეზე საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების გაუმჯობესებას;

სოციალური მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში  ,,ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის“  ბაზაზე არის შექმნილი სხვადასხვა საქმიანობათა ჯგუფები და ხორციელდება ბენეფიციართა უნარ-ჩვევების განვითარება (თემატური ტრენინგები, სემინარები, სასწავლო სესიები და ა.შ.), სერვისების მიწოდება (ბინაზე ვიზიტები, შინმოვლა, საოჯახო საქმეებში დახმარება, რეცხვა და ა.შ.) და ადვოკატირება (სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, კონსულტაცია და ინფორმირება). ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ ღირსეულ გარემოში დაგეგმონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში, რაც ხელს უწყობს მათი ყოფის შემსუბუქებას, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თაობათაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობრივი ინსტიტუტის პოპულარიზებასა და გაძლიერებას, მოსახლეობის ჩართვას სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც თავისმხრივ ხელს უწყობს თითოეული ინდივიდის პიროვნულ ზრდას (ტრენინგების/სემინარების/სასწავლო სესიების/პრაქტიკული სავარჯიშოების და ა.შ. საშუალებით) სხვადასხვა მიმართულებით, მათში ჰუმანიტარული ღირებულებების ჩამოყალიბებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას, მათ მობილიზებას და აქტიურ მონაწილეობას მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაში, როგორც სასოფლო, ასევე საქალაქო თემებში. ახალგაზრდებს ეძლევათ არაფორმალური განათლების და სხვადასხვა ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალება, რაც ხელს უწყობს მათ თვითრეალიზებას და უშუალო მონაწილეობას თემის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში. ახალგაზრდებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება ჩაერთონ თანასწორთა განათლების პროცესში და დაეხმარონ თანატოლებს გახდენენ უფრო მოტივირებულები, აქტიურები და გაიუმჯობესონ მათთვის საჭირო შესაბამისი უნარ-ჩვევები.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას აქვს როგორც თემებში მოწყვლადი ჯგუფების ((სკოლამდელი ასაკის ბავშვები და მოზარდები, ხანდაზმულები, ასევე იძულებით გადაადგილებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები) წინაშე არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირების, ასევე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და რისკების შემცირების მრავალწლიანი გამოცდილება, ცოდნა და პოტენციალი. იგი ხელს უწყობს უსაფრთხოადგილობრივითემებისგანვითარებას საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე პარტნიორთა მობილიზებით და თთგ (თემის თანამონაწილეობით განვითარება) მიდგომის გამოყენებით, რომლის უპირატესობა  იმაში მდგომარეობს, რომ ის ყველა დაინტერესებულ მხარეს თემის საჭიროებებზე რეაგირების პროცესში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და თვით თემის წევრებს, რაც შემდგომში არის ამ პროცესის მდგრადობის წინაპირობა.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და მისი  მოხალისეთა ჯგუფი ქობულეთის თავისი პრიორიტეტებიდან და განსაზღვრული მანდატიდან გამომდინარე ცდილობს წვლილი შეიტანოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან  მჭიდრო თანამშრომლობით, რისთვისაც ის თავის რესურსსა და გამოცდილებას იყენებს მოსახლეობის  კეთილდღეობისა და ღირსეული გარემოს შექმნისათვის.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეთა ჯგუფი ქობულეთის აქტიურად ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, სოციალურ მხარდაჭერასა და თემის უნარიანობის ამაღლებაზე ორიენტირებულ  საქმიანობებს. იგი ასევე მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების და მოხალისეთა ინიციციატივების განვითარების მიმართულებით, კვალიფიციურ მოხალისეთა  ქსელის საშუალებით  აწვდის  სხვადასხვა სახის სერვისებს დაუცველ ჯგუფებს და აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.  სულ უფრო თვალსაჩინო და ხელშესახები ხდება სარგებელი როგორც მიზნობრივი ჯგუფებისათვის, ასევე მთლიანად თემის წევრებისათვის. სასწავლო ტრენინგ მოდულებისა და კვალიფიციური ტრენერების არსებობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საშუალებას აძლევს განახორციელოს როგორც თემის წევრების სწავლება, ასევე მოახდინოს სათანადო რეაგირება საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ.

პროექტი საშუალებას მისცემს თემს შეისწავლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს  ის  ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წითელი ჯვრის საზოგადოება გადასცემს თემის წევრებს  თავის პარტნიორებთან ერთად.   თემის წევრები  მიღებულ ცოდნასა და გამომუშავებულ უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით შეძლებენ უფრო მეტად უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბებას, რომელსაც შესწევს უნარი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ქობულეთის წითელი ჯვრის გუნდთან კოორდინირებაში მოახდინონ  კატასტროფების მიმართ მოწყვლადობის რისკის შემცირება და გაუმკლავდნენ ადგილზე წარმოქმნილ სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს, მათ შორის covid-19-ით მიღებულ ზიანს. შეთავაზებული პროექტის განხორციელებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და მოხალისეთა ჯგუფს ქობულეთის შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კატასტროფებისადმი მოწყვლადი ჯგუფების, ახალგაზრდების, ხანდაზმულების და მთლიანად თემის  ჯანმრთელობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაში, მათ გაძლიერებასა და მათივე  პრობლემების  ადვოკატირებაში. მობილიზებული პარტნიორები, თემის წევრები და სერვისების მიწოდებასა და განხორციელებაში გაწრთვნილი მოხალისეები კი არის შეთავაზებული პროექტის წარმატებით განხორციელებისა და მდგრადობის გარანტი.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

უსაფრთხო თემების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობა კატასტროფებისთვის მზადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და სოციალური მხარდაჭერით

საქმიანობათა ცენტრი, რომელიც პასუხობსმოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს და ფუნქციონირებს პერსონალის, მოხალისეებისა და ბენეფიციარების თანამონაწილეობით.

ჩამოყალიბებული საქმიანობათა ჯგუფები, რომელთა მართვა ხორციელდება  ჯგუფის ლიდერების მიერ.

რეგულარული ტრენინგები და წამახალისებელი ღონისძიებები  მოხალისეთათვისშერჩეული, გადამზადებული და აღჭურვილი მოხალისეთა  მობილური ჯგუფი კატასროფებზე, მათ შორის მასობრივ საგანგებო სიტუაციებზე  სწრაფი და ეფექტური რეაგირებისათვის.

პერსონალის, მოხალისეებისა და ბენეფიციარებისგაზრდილი რაოდენობა, რომლებიცსარგებლობენპროგრამისმომსახურებით.

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ქვეპროგრამა

06 02 16

მოწყვლადი სოციალური კატეგორიების

ბენეფიციართა  მატერიალურიდახმარება

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

255 000

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზოგიერთი სოციალური კატეგორიის ბენეფიციართა მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფას. კერძოდ,:

ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტები არიან თირკმლის პათოლოგიის მქონე შ.შ. მ პირები, რომელთაც თვის განმავლობაში ესაჭიროებათ  12-13 პროცედურა და შესაბამისად ტრანსპორტირების ხარჯები, რისი საშუალებაც მათ არ გააჩნიათ. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყოველთვიური დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

ასევე, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ფინანსური დახმარება 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვთა და 3 წლამდე ასაკის მძიმე, ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვთა ოჯახებისთვის.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს  მიეკუთვნება

ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტები;

18 წლამდე ასაკის შშმ პირები და ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია /რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ბენეფიციარები(ბავშვთა  ცერებრალური დამბლის, კუნთების  პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების,  კუნთოვანი  დისტროფიის,  თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების  სხვა  (მათ  შორის  დაუზუსტებელი) დაზიანების, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის და განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე (R 62.0 - R 62.9 კოდი)  3 წლამდე ასაკის ბავშვები.)

წინამდებარე ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული:

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დიალიზის ცენტრებამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური ხარჯების დაფინანსებას 100 ლარით, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ მდებარე დიალიზის ცენტრებამდე 200 ლარით (სულ 70 ბენეფიციარი);

18 წლამდე ასაკის შშმ და 3 წლამდე ასაკის მძიმე, ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში  0-დან 200 001- მდე  სარეიტინგო ქულით,  ერთჯერად მატერიალურ   დახმარებას 500 ლარის ოდენობით.

დამატებითი ინფორმაცია

პირველი ღონისძიების შემთხვევაში:

ა) დახმარების გაცემა მოხდეს 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის დეკემბრის  ჩათვლით.

ბ) მატერიალური რესურსის გაცემის სქემა:

2025 წელს დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების პროგრამით მოსარგებლეები და 2026 წელს ახალი პაციენტის წარმოშობის შემთხვევაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური მიმართავს მერს ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებზე  ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მერიის საფინანსო სამსახური მერის ბრძანების საფუძველზე გადაურიცხავს  ყოველთვიურად თვის პირველ რიცხვებში პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარს შესაბამის ანგარიშზე თანხას.  ბენეფიციარებს რომლებიც დიალიზის სეანსებს იტარებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვეში ჩაერიცხება 80 ლარი, ხოლო ბენეფიციარებს, რომლებსაც დიალიზის სეანსები უტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებს გარეთ - 150 ლარი.

გ) მოსარგებლეთა შერჩევის წესი:

2025 წელს ქვეპროგრამით მოსარგებლე პაციენტები, ასევე 2026 წლიდან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტები.

მეორე ღონისძიების შემთხვევაში:

ა) ქვეპროგრამაში ჩასართავად წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. განცხადება მერის სახელზე;

2. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

3. მშობლების ან მეურვის პირადობის მოწმობების ასლები;

4. შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი /ბავშვთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ვაუჩერი (ასლი);

ბ) მატერიალური რესურსის გაცემის სქემა:

ბენეფიციარი მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის ან/და მერის მოადგილის რეზოლუციით შედის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში, სადაც განიხილება წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ხდება მათი სისრულეში მოყვანა, რის შემდეგაც სამსახური მიმართავს მერს ერთჯერადი დახმარების გაცემის თაობაზე. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად იგზავნება საფინანსო სამსახურში დაფინანსების მიზნით.

ღონისძიებებს შორის გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ფაქტიური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის ბენეფიციარების კომპენსაციით უზრუნველყოფა. ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ქვეპროგრამის კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

პროგრამისდასახელება,რომლისფარგლებშიცხორციელდებაქვეპროგრამა

06 02 17

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების  პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფა

სოციალური დაცვის ღონისძიებები

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება
ლარში

68 460

ქვეპროგრამის აღწერა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უმეტესად ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, რაც გამოწვეულია ქვეყანაში  არსებული ფიზიკური და სხვა  ბარიერებით, რის გამოც მათ ესაჭიროებათ  საყოფაცხოვრებო სფეროებში მხარდაჭერა, კერძოდ, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში გაყოლა, კომუნიკაციაში და ყოველდღიურ ქმედებებში (ჰიგიენა, ჩაცმა, კვება, გადაადგილება და სხვა) მხარდაჭერა, რისთვისაც სჭირდებათ დამხმარე პერსონალის მომსახურება. ამიტომ ქვეპროგრამა ითვალისწინებს 18 წლის და მეტი ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების  მხარდაჭერის მიზნით პერსონალური ასისტენტის დაფინანსებას, კერძოდ:

პერსონალური ასისტენტის სერვისი - შშმ პირებს გაუწევს სათანადო მხარდაჭერას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდაში, სამუშაო ადგილზე, განათლების მიღების პროცესში, საჯარო სერვისებით სარგებლობისას, ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას.

გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლით (დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა) და შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით აღებული ვალდებულების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ქვეპროგრამა ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებით 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იმ პირების (5 პირი) უზრუნველყოფას, რომლებიც ცდილობენ დამოუკიდებელი ცხოვრების წესით ცხოვრებას და მონაწილეობენ სხვადასხვა ყოველდღიურ (საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და სხვა) აქტივობებში, მუშაობენ და / ან არიან მარტოხელა შშმ პირები და საჭიროებენ მხარდაჭერას ცხოვრებისეულ, ყოველდღიურ აქტივობებში (ჰიგიენა, ჩაცმა, კვება, გადაადგილება და სხვა).

პერსონალური ასისტენტის მომსახურების ხარჯი მოიცავს პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების სტანდარტის შესაბამისად ყოველთვიურად 10 შშმ პირისთვის (4 პირი სპეციალიზებულში, ხოლო 6 პირი რეგულარულ ასისტირებაში) სერვისის უწყვეტად მიწოდების მიზნით საჭირო თანხებს.

დამატებითი ინფორმაცია

ქვეპროგრამით ისარგებლებენ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2026  წლის 1 იანვრამდე.

ქვეპროგრამის პერსონალური ასისტენტის კომპონენტი განხორციელდება ამავე ქვეპროგრამის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვალის N ბრძანება №01-13/ნ-ით განსაზღვრული პირობებით.

ქვეპროგრამაში ჩასართავად საჭიროა ბენეფიციარებმა წარმოადგინონ:

განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, შშმპ დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება რომ პირს ესაჭიროება რომელიმე. კონკრეტული სახის (რეგულარული ან სპეციალიზებული) პერსონალური ასისტირების სერვისი და 2026 წლის 1 იანვრამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტუტრებელი დოკუმენტი.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

გაუმჯობესებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხი

თავი III

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებე