დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8,934,678 ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
დასახელება
2026 წლის გეგმა
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
8,934,678
03 01
მუნიციპალიტეტის სანიტარული დასუფთავების ღონისძიებები
6,593,260
03 01 01
დასუფთავების ღონისძიებები
85,000
03 01 02
ა(ა)იპ ქობულეთის სანდასუფთავება
6,416,700
03 01 03
ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენა (200 ერთეული)
91,560
03 02
გარემოს დაცვა
2,341,418
03 02 01
ა(ა)იპ ქობულეთის გამწვანება
1,246,963
03 02 02
ა(ა)იპ ქობულეთის პარკი
1,094,455
კოდი
პროგრამის დასახელება
მუნიციპალიტეტის სანიტარული დასუფთავების ღონისძიებები
2026 წლის დაფინანსება
ლარში
03 01
6 593 260
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია და (ა)იპ ქობულეთის სანდასუფთავება
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიის დასუფთავება,რაც თავის მხრივ მოიცავს ქუჩებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების, ეზოების, პარკების დაგვას, ნარჩენების შეგროვებასდა გატანას. ნარჩენების მართვის პროცესში მოხდება გენდერული ასპექტების გათვალისწინება.მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიბების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მთელი წლის განმავლობაში ა(ა)იპ „ ქობულეთის სანდასუფთავება მუნიციპალურ ტერიტორიის, 22 სოფლის დაგვა დასუფთავებას ასვე მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებლო ნარჩენების გატანას ჯამში სანდასუფთავების სამსახური ემსახურება 98 090, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოქალაქეს.
დასუფთავების ღონისძიებები;
ა(ა)იპ ქობულეთის სანდასუფთავება;
სანაგვე კონტეინერების შეძენა (200 ერთეული);
მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება , განსაკუთრებით კი ქალებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად ქალები არიან ჩართული საოჯახო საქმეებში და მათი არაანაზღაურებადი შრომის ნაწილია საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე ზრუნვა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი სუფთა გარემოს არსებობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიღწეული იქნება სისუფთავის და სანიტარული მდგომარეობის მაღალი დონე. მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ქალაქიდან ნარჩენების გატანა;
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
მიზანი 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება
გენდერული
დიახ
კოდი
პროგრამის დასახელება
დასუფთავების ღონისძიებები
2026 წლის დაფინანსება
ლარში
03 01 01
85 000
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო
პროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დასუფთავების ღონისძიებები (მაწანწალა ცხოველების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაჭერილი ცხოველების გაუვნებელყოფა) დაგეგმილია მაწანწალა ცხოველების (ძაღლების) პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები: დაჭერა და ტრანსპორტირება; ევთანაზია (ჰუმანური დაძინება ნარკოზით); სტერილიზაცია; კასტრაცია; ვაქცინაცია და დაბირკვა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია მაწანწალა ცხოველების პოპულაციის რეგულირების ღონისძიებები ჩატარება
კოდი
პროგრამის დასახელება
ა(ა)იპ ქობულეთის სანდასუფთავება
2026 წლის დაფინანსება
ლარში
03 01 02
6 416 700
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
(ა)იპ ქობულეთის სანდასუფთავება
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიის დასუფთავება, რაც თავის მხრივ მოიცავს ქუჩებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების, ეზოების, პარკების დაგვას, ნარჩენების შეგროვებას და გატანას. მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიბების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მთელი წლის განმავლობაში ა(ა)იპ „ ქობულეთის სანდასუფთავება მუნიციპალურ ტერიტორიის, 22 სოფლის დაგვა დასუფთავებას ასვე მუნიციპალიტეტის მთელი მთელი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებლო ნარჩენების გატანას ჯამში სანდასუფთავების სამსახური ემსახურება 98090, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოქალაქეს, ამ საქმიანობას ემსახურება 328 ადმინისტრაცია.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი სუფთა გარემოს არსებობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიღწეული იქნება სისუფთავის და სანიტარული მდგომარეობის მაღალი დონე. მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ქალაქიდან ნარჩენების გატანა;
კოდი
პროგრამის დასახელება
ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენა (200 ერთეული)
2026 წლის დაფინანსება
ლარში
03 01 03
91,560
პროგრამისგანმახორციელებელისამსახური
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო
პროგრამისაღწერა
სანაგვე ურნების განთავსება ხელს შეუწყობს ტურისტული ადგილებში სისუფთავის შენარჩუნებას, რაც უკავშირდება ტურისტული მომსახურების ხარისხს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებლად შეძენილი იქნება ნაგავშემკრები კონტეინერები (200 ერთეული)
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
კოდი
პროგრამის დასახელება
(ა)იპ ქობულეთის გამწვანება
2026 წლის დაფინანსება
ლარში
03 02 01
1 246 963
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
(ა)იპ ქობულეთის გამწვანება
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) დარეგისტრირება პრიორიტეტულად მიგვაჩნია, რადგან იგი საშუალებას მოგვცემს შემდგომში მართული იქნას პრივატიზაციის პროცესები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტოშემოსავლებს.
მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თანამედროვე ტურისტული და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, ქალაქის, დაბებისა და სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, დამსვენებლებისა და ტურისტების რაოდენობის ზრდას და ნაწილობრივ გადაჭრის დასაქმების პრობლემას. პროგრამის ფარგლებში ასაევე ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა. კერძოდ, სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ტარდება მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიები, ნარგგავების დარგვა, მორწყვა, შეწამვლა და საჭიროების შემთხვევაში შხამქიმიკატების შეტანა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე დაირგვება ნარგავები; მოხდება მათი მორწყვა, შხამ ქიმიკატების შეტანა და ნიადაგის გაფხვიერება. განხორციელდება ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და გზის ნაპირის გაცელვითი სამუშაოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში და პარკებში მოსახლეობისთვის სასიამოვნო, ჯანსაღი გარემოს შექმნა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ა(ა)იპ ქობულეთის პარკი
2026 წლის დაფინანსება
ლარში
03 02 02
1 094 455
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ქობულეთის პარკი
ქვეპროგრამის აღწერა
მცენარეების მოვლა პატრონობა: ხე-მცენარეების დეკორატიული სხვლა, გადამხმარი და დაზიანებული ხე მცენარეების ამოძირკვა და გატანა, სასუქის და მიწის შეტანა, ხე-მცენარეების გადაბელვა, ხე-მცენარეების შეხვევა გახსნა სეზონურად, მწვანე ნარგავების მორწყვა, ტერიტორიის ჰერბიციდებით დამუშავება, ხე-მცენარეების შეღებვა ჩაუმქრალი კირით, ხე-მცენარეების ირგვლივ შემობარვა გათოხნა-გაფხვიერება, სეზონური მოყვავილე ერთწლიანი ყვავილების დარგვა და ამოღება, მცენარეების ირგვლივ გამარგვლა-გამოხილვა, მცენარეების შეწამლვა შხამქიმიკატი
მწვანე ზოლის მოვლა-პატრონობა: გაცელვითი სამუშაოები 83739 კვ.მ. დაფოცხვა გაწმენდა. არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა პატრონობა (მიმდინარე სარემონტო სამუშაოები): განათების სისტემის მიმდინარე შეკეთება, დაზიანებული ნათურების შეცვლა, სავალი ბილიკების და ბორდიურების შეკეთება გამოცვლა. შადრევნების (სულ 5 ერთეული) მოვლა-პატრონობა, ღობეების, სკამების, განათების ბოძების, სანაგვე ურნების, ატრაქციონების, ტრენაჟორების, შენობა-ნაგებობების და ა.შ. მიმდინა-რე რემონტი, აღდგენა/შეღებვა.
ტერიტორიების დალაგება-დასუფთავება: სავალი ტერიტორიის (სულ 25862 კვ.მ.) დახვეტა, დალაგება, ნაგვის ურნების დაცლა. საპირფარეშოების დალაგება (სულ 8 ერთეული). ქობულეთის პარკებისა და სკვერების მოვლა პატრონობა, განაშენიანება
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქობულეთის პარკებისა და სკვერების მოვლა პატრონობა, განაშენიანე