1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ბიუჯეტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტისთვის თანდართული მასალები უნდა შეიცავდეს ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსის ამსახველ ინფორმაციას, განახლებულ საშუალოვადიან პრიორიტეტებს და ფისკალურ პროგნოზებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსიდან გამომდინარე.
3. საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მერის წარდგინებით, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი იმავე წესით, რა წესითაც ხდება მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტის წარდგენა, განხილვა და დამტკიცებ