1. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტები საკრებულოში შეიტანება მხოლოდ მერის წარდგინებით, შესაბამისი წლის არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტს ადგენს მერი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოსთან, სხვა შესაბამის ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის სამსახურებთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან, ასევე საკრებულოს კომისიებთან კონსულტაციით.

3. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი არის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი გეგმა, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტის მერის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზი და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებული პროგნოზები;

ბ) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებული მაჩვენებლები;

გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის:

გ.ა) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების და მათ ფარგლებში განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერა, დაფინანსების მოცულობები, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები;

გ.ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს დაფინანსების მოცულობები;

გ.გ) დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრული რიცხოვნობისა და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები, მხარჯავი ორგანიზაციების (მათ შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების) მიხედვით.

4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელშიც აისახება არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) ბიუჯეტის ბალანსი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობები საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:

ბ.ა) შემოსავლები (შემოსავლის საერთო მოცულობა, ძირითადი წყაროები და სახეობები);

ბ.ბ) არაფინანსური აქტივების კლება;

ბ.გ) ფინანსური აქტივების კლება;

ბ.დ) ვალდებულებების ზრდა;

გ) ბიუჯეტის გადასახდელები საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:

გ.ა) ხარჯები (ხარჯების საერთო მოცულობა, ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები);

გ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;

გ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;

გ.დ) ვალდებულებების კლება;

გ.ე) მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა სწავლება-გადამზადებისთვის, შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობის 1%;

დ) ბიუჯეტის ნაშთის ცვლილება (დაგროვება - გამოყენება);

ე) ბიუჯეტის პროფიციტის (დადებითი მთლიანი სალდო) ან დეფიციტის (უარყოფითი მთლიანი სალდო) მოცულობა;

ვ) საბიუჯეტო წლის დასაწყისისათვის არსებული გამოუყენებელი ფულადი  სახსრები, მათ შორის, გარდამავალი საბრუნავი საშუალებების მოცულობა;

ზ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;

თ) ბიუჯეტით განსაზღვრული ძირითადი ღონისძიებები, პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგები და შესრულების შეფასების ინდიკატორები;

ი) სარეზერვო ფონდის მოცულობა;

კ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის მოცულობა (წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულების დაფარვისა და მომსახურების ასიგნებების მოცულობა);

ლ) დონორების (ფონდების) მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა (ტრანსფერებით) და გრანტებით დაფინანსებული პროექტები;

მ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა ორგანიზაციული (მხარჯავი სუბიექტების), ეკონომიკური და პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;

ნ) მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტით გათვალისწინებული საშუალოვადიანი პრიორიტეტები, მათი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები;

ო) დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის ბიუჯეტის დაფინანსებით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი საშუალოვადიანი პრიორიტეტების, ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების აღწერა, დაფინანსების მოცულობები, შესაბამისი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები.

5. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები:

ა) ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათი:

ა.ა) ბიუჯეტის შესრულების ძირითადი ინდიკატორების აღწერა;

ა.ბ) ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზების აღწერა;

ა.გ) ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების აღწერა;

ბ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვა:

ბ.ა) შუალედური შედეგების ანალიზი და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებული პროგნოზები;

ბ.ბ) ინფორმაცია პროგრამული და კაპიტალური (ინფრასტრუქტურული) პროექტების შესრულების შესახებ;

ბ.გ) ინფორმაცია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;

გ) წლიური ბიუჯეტის ამოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი;

დ) ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და საკრებულოს მიერ არ მტკიცდებ