1. საკრებულოს სხდომაზე მიღებული ნორმატიული აქტი – დადგენილება მიღებიდან (ხელმოწერიდან) არაუგვიანეს მეხუთე დღისა გამოსაქვეყნებლად ელექტრონული ფორმით გადაეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
2. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – matsne.gov.ge, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე – khelvachauri.gov.ge.
3. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, მათი პროექტების და სხვა საჯარო ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე - khelvachauri.gov.ge ან/და მათ ღიად განთავსებას საკრებულოსა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – რეგიონალურ გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდსა და გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში ან/და მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულშ