1. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:

ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – საკრებულოს დადგენილება;

ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება.

2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ რეგლამენტით.

3. საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სავალდებულოა შესასრულებლად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირისათვი