1. ამ რეგლამენტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობა.

2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება მის მიერ შემდეგი დარღვევების ჩადენისთვის:

ა) მოწვეულია საკრებულოს ან საკრებულოს კომისიაში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;

ბ) არღვევს საკრებულოს წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისთვის დაწესებულ პროცედურას;

გ) საკრებულოს ან საკრებულოს კომისიას დადგენილ ვადაში არ აწვდის ანგარიშს ან სხვა ინფორმაციას;

დ) საკრებულოს ან საკრებულოს კომისიას აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;

ე) არ ასრულებს საკრებულოს ან საკრებულოს კომისიის რეკომენდაციებს;

ვ) საკრებულოს წევრს დაბრკოლებებს უქმნის ამ რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულო ამ თანამდებობის პირის მიმართ იყენებს შემდეგ რეაგირების ფორმებს:

ა) იღებს განკარგულებას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად;

ბ) შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახე