1. საკრებულოს წევრის ქცევის ეთიკური სტანდარტები განისაზღვრება საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსით, რომელსაც საკრებულო ამტკიცებს განკარგულებით.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია ხელი შეუწყოს საკრებულოს ეთიკის კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვას.
3. საკრებულო თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის საკრებულოს ეთიკის საბჭოს. საკრებულოს ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და უფრაქციო საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს შესაბამისი კომისია.
5. საკრებულოს ფრაქციები პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად ეთიკის საბჭოს წევრებად დასახელებულ პირებს ამ კვოტების დამტკიცებიდან 1 კვირის ვადაში წარუდგენენ საკრებულოს, რომელიც ცნობად იღებს ეთიკის საბჭოს შემადგენლობას.
6. ეთიკის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება და ორგანიზაციული საკითხები წესრიგდება საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსითა და ეთიკის საბჭოს დებულებით.
7. ეთიკის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
თავი XII
საკრებულოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღების წე