1. საკრებულოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ინიციირების (შეტანის) უფლება აქვს:
ა) მერს;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) საკრებულოს კომისიას;
დ) საკრებულოს ფრაქციას;
ე) საკრებულოს წევრს;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს – პეტიციის წესით;
ზ) დასახლების საერთო კრებას – პეტიციის წესით.
2. საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის ან დასახლების საერთო კრების მიერ ინიციირების წესით წარდგენილ პროექტს უნდა დაერთოს შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
3. ინიციირების წესით საკითხი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების (განკარგულების) პროექტის სახით.
4. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ: ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი და ამ პრობლემის გადასაჭრელად აქტის მიღების აუცილებლობა; პროექტის ძირითადი არსი და მოსალოდნელი შედეგი;
ბ) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო აქტის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
გ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
დ) პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
ე) პროექტის გავლენა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე;
ვ) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
ზ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;
თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
ი) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები;
კ) პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი.
5. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს ასევე უნდა დაერთოს პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა