1. საკრებულოს სხდომის ოქმს საკრებულოს სხდომაზე ადგენს საკრებულოს აპარატის შესაბამისი თანამშრომელი.

2. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილი, რიცხვი, თვე და წელი;

ბ) ოქმის რიგითი ნომერი;

გ) საკრებულოს წევრთა სრული, სიითი და სხდომაზე დამსწრეთა რაოდენობა;

დ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;

ე) სხდომის დღის წესრიგი მომხსენებელთა ვინაობის მითითებით;

ვ) სხდომაზე გამომსვლელთა სია;

ზ) საკითხები, რომლებიც დაისვა კენჭისყრაზე;

თ) კენჭისყრის შედეგები;

ი) მიღებული გადაწყვეტილებები.

3. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელმოწერის შემდეგ აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 143-ე მუხლით დადგენილი წესი