ზღვის ფსკერის დავების პალატას არ აქვს იურისდიქცია ორგანოს მიერ წინამდებარე ნაწილის შესაბამისად თავისი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. არავითარ შემთხვევაში მან არ უნდა ჩაანაცვლოს ორგანოს დისკრეცია თავისი დისკრეციით. 191-ე მუხლისთვის ზიანის მიყენების გარეშე, 187-ე მუხლის შესაბამისად თავისი იურისდიქციის განხორციელებისას, ზღვის ფსკერის დავების პალატამ არ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ორგანოს რომელიმე ნორმის, წესისა და პროცედურის წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისობის საკითხთან დაკავშირებით, ასევე, ბათილად არ უნდა ცნოს ასეთი ნორმები, წესები და პროცედურები. ამ მხრივ, მისი იურისდიქცია შემოიფარგლება შემდეგი პრეტენზიების გადაწყვეტით: პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ორგანოს ნებისმიერი ნორმის, წესის და პროცედურის გამოყენება ცალკეულ შემთხვევებში ეწინააღმდეგება დავის მხარეთა საკონტრაქტო ვალდებულებებს ან მათ ვალდებულებებს წინამდებარე კონვენციის მიხედვით; პრეტენზიები იურისდიქციის გადამეტების ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ; და პრეტენზიები ზიანის ანაზღაურების გადახდის ან სხვა სახის სამართლებრივი დაცვის საშუალების შესახებ, რომელიც უნდა მიეცეს დაინტერესებულ მხარეს მეორე მხარის მიერ მისი საკონტრაქტო ვალდებულებების ან წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ“ · რედაქცია 10.12.1982
მუხლი 189. იურისდიქციის შეზღუდვა ორგანოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 182. ორგანოსთან დაკავშირებული გარკვეული პირების პრივილეგიები და იმუნიტეტები
- მუხლი 183. გადასახადებისა და იმპორტის გადასახდელებისგან გათავისუფლება
- მუხლი 184. ხმის მიცემის უფლების განხორციელების შეჩერება
- მუხლი 185. წევრობიდან გამომდინარე უფლებებისა და პრივილეგიების განხორციელების შეჩერება
- მუხლი 187. ზღვის ფსკერის დავების პალატის იურისდიქცია
- მუხლი 188. დავების გადაცემა საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის სპეციალური პალატისთვის ან ზღვის ფსკერის დავების პალატის ad hoc პალატისთვის, ან სავალდებულო ძალის მქონე კომერციული არბიტრაჟისთვის
- მუხლი 190. სპონსორი მხარე სახელმწიფოების მონაწილეობა და გამოცხადება სამართალწარმოებაში
- მუხლი 191. საკონსულტაციო მოსაზრებები
- მუხლი 193. სახელმწიფოების სუვერენული უფლება, განახორციელონ თავიანთი ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია
- მუხლი 194. ზღვის გარემოს დაბინძურების პრევენციის, შემცირებისა და კონტროლის ზომები
- მუხლი 195. ზიანის ან საფრთხეების გავრცელების ან დაბინძურების ერთი სახის მეორე სახედ გარდაქმნის თავიდან აცილების ვალდებულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.1982. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/11/2026.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ““, მუხლი 189, №1833 UNTS 3, 10.12.1982, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016880 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.1982). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7034431/muxli-189-2/