შემრიგებელთა სიას ადგენს და აწარმოებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. თითოეულ მხარე სახელმწიფოს უფლება აქვს წარადგინოს ოთხი შემრიგებელი, რომელთაგან თითოეული უნდა იყოს პირი, რომელიც სარგებლობს სამართლიანობის, კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი რეპუტაციით. ამგვარად წარდგენილ პირთა სახელები ქმნის სიას. თუ ნებისმიერ დროს მხარე სახელმწიფოს მიერ ამგვარად შედგენილ სიაში წარდგენილი მომრიგებლების რაოდენობა ოთხზე ნაკლები იქნება, ამ მხარე სახელმწიფოს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ, წარადგინოს დამატებითი კანდიდატები. მომრიგებლის სახელი სიაში რჩება მანამ, სანამ მას არ გამოიხმობს კანდიდატის წარმდგენი მხარე სახელმწიფო, იმ პირობით, რომ ასეთი შემრიგებელი ნებისმიერ შემრიგებელ კომისიაში, რომელშიც ეს შემრიგებელი დაინიშნა, გააგრძელებს მუშაობას ამ კომისიაში საქმისწარმოების დასრულებამდე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ“ · რედაქცია 10.12.1982
მუხლი 2. შემრიგებელთა სია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. ანგარიშები და ფინანსური ანგარიშგებები
- მუხლი 10. წმინდა ამონაგების განაწილება
- მუხლი 11. ფინანსები
- მუხლი 12. ოპერაციები
- მუხლი 13. სამართლებრივი სტატუსი, პრივილეგიები და იმუნიტეტები
- მუხლი 1. საქმისწარმოების დაწყება
- მუხლი 3. შემრიგებელი კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. პროცედურა
- მუხლი 7. ანგარიში
- მუხლი 8. შეწყვეტა
- მუხლი 10. მხარეთა მიერ პროცედურაში ცვლილების შეტანის უფლება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.1982. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/11/2026.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ““, მუხლი 2, №1833 UNTS 3, 10.12.1982, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016880 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.1982). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7034431/muxli-2-13/