სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ დროშის სახელმწიფოს და ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოს უცხოური გემების წინააღმდეგ მე-6 განყოფილების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ზომის შესახებ და დროშის სახელმწიფოს უნდა წარუდგინონ ყველა ოფიციალური ანგარიში ამ ზომების შესახებ, თუმცა ტერიტორიულ ზღვაში ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით სანაპირო სახელმწიფოს ზემოაღნიშნული ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ სამართალწარმოების ფარგლებში მიღებულ ზომებზე. დიპლომატიური აგენტები ან საკონსულო თანამდებობის პირები და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დროშის სახელმწიფოს საზღვაო უწყება დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი უცხოური გემების წინააღმდეგ მე-6 განყოფილების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ასეთი ზომის შესახებ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ“ · რედაქცია 10.12.1982
მუხლი 231. დროშის სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებული სახელმწიფოებისთვის შეტყობინება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 224. აღსრულების უფლებამოსილების განხორციელება
- მუხლი 225. აღსრულების უფლებამოსილების განხორციელებისას უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ვალდებულება
- მუხლი 226. უცხოური გემების გამოძიება
- მუხლი 227. დისკრიმინაციის აკრძალვა უცხოური გემების მიმართ
- მუხლი 228. სამართალწარმოების დაწყების შეჩერება და შეზღუდვები
- მუხლი 230. ფულადი ჯარიმები და ბრალდებულის აღიარებული უფლებების დაცვა
- მუხლი 232. სახელმწიფოების პასუხისმგებლობა, რომელიც გამომდინარეობს აღსრულების ზომებიდან
- მუხლი 233. დაცვის გარანტიები საერთაშორისო ნაოსნობისთვის გამოყენებული სრუტეების მიმართ
- მუხლი 234. ყინულით დაფარული არეალები
- მუხლი 235. ვალდებულება და პასუხისმგებლობა
- მუხლი 236. სუვერენული იმუნიტეტი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.1982. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/11/2026.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ““, მუხლი 231, №1833 UNTS 3, 10.12.1982, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016880 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.1982). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7034431/muxli-231-2/