,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№958
სარეგისტრაციო კოდი
010.320.030.22.033.010.704
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 109, 03/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.033.010.704

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №958

2007 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

� საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

� ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებით დამტკიცებულ � საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ� დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №58, მუხ. 503) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 2. სამინისტროს სპეციალური წოდებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება � უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება � III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება � ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.

3. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება � რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება � უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება � მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება � გენერალ-მაიორი.�;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში და სპეციალური დანიშნულების რაზმში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:

ა) გენერალ-მაიორი � დეპარტამენტის უფროსი;

ბ) პოლკოვნიკი � დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე;

გ) ვიცე-პოლკოვნიკი � ადმინისტრაციის უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის განყოფილების უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი;

დ) მაიორი � სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი გამომძიებელი, უფროსი მზვერავი;

ე) კაპიტანი � მთავარი სპეციალისტი, უფროსი ბუღალტერი, გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, მზვერავი;

ვ) უფროსი ლეიტენანტი � თანაშემწე, უფროსი სპეციალისტი, ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორი;

ზ) ლეიტენანტი � სპეციალისტი, ინსპექტორი;

თ) უმცროსი ლეიტენანტი � უმცროსი ინსპექტორი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ საბაჟოებში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:

ა) ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი � რეგიონალური საბაჟოს უფროსი;

ბ) I კლასის მრჩეველი � რეგიონალური საბაჟოს უფროსის მოადგილე;

გ) II კლასის მრჩეველი � საბაჟო საგუშაგოს უფროსი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, განყოფილების უფროსი, მთავარი ბუღალტერი;

დ) III კლასის მრჩეველი � საბაჟო საგუშაგოს უფროსის მოადგილე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილე;

ე) I კლასის ინსპექტორი � მთავარი ინსპექტორი;

ვ) II კლასის ინსპექტორი � უფროსი ინსპექტორი;

ზ) III კლასის ინსპექტორი � ინსპექტორი, ბუღალტერი;

თ) უმცროსი ინსპექტორი � სპეციალისტი, თანაშემწე.�;

გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

� 5. უმცროსი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ უმაღლესი განათლების არქმონე მოსამსახურეებს, რომლებიც მიიღებიან სამუშაოდ სამინისტროს სისტემაში რიგით თანამდებობებზე, ამასთან, მინიჭებული წოდება უნდა შეესაბამებოდეს სამხედრო სამსახურში მინიჭებულ წოდებას, რომელიც ამ მოსამსახურეს გააჩნია�.

დ) მე-5 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

� 20. კონტროლს სპეციალური წოდებების მინიჭებაზე ახორციელებს წოდების მინიჭების უფლებამოსილების მქონე უწყების შესაბამისი სამსახური.�;

ე) მე-5 მუხლის 101 პუნქტის � მ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

� მ) ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, არმიის გენერალი, კონტრ-ადმირალი, ვიცე-ადმირალი, ადმირალი � გენერალ-მაიორი.�;

ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 8. შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელთათვის სპეციალური წოდების დაქვეითება

1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

3. ფინანსთა მინისტრს შეუძლია წოდების აღდგენა, წოდების დაქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

4. დაქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის ვადაში არ შედის.�.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი