,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.012.473
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №910
2008 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
�საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
��� მუხლი 1
�საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 3 ივნისის №372 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004წ., №58, მუხ. 503) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:
ა) გენერალ-მაიორი � სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი;
ბ) პოლკოვნიკი � საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსი, რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, საგადასახადო ინსპექციის უფროსი;
გ) ვიცე-პოლკოვნიკი � საგამოძიებო დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსი, რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, საბაჟო საგუშაგოს უფროსი;
დ) მაიორი � უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი, უფროსი მზვერავი, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის განყოფილების უფროსი;
ე) კაპიტანი � გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი, მზვერავი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის მთავარი ინსპექტორი, საგამოძიებო დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი;
ვ) უფროსი ლეიტენანტი � საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი ინსპექტორი, სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი სპეციალისტი;
ზ) ლეიტენანტი � საგამოძიებო დეპარტამენტის სპეციალისტი, სპეციალური დანიშნულების რაზმის ინსპექტორი;
თ) უმცროსი ლეიტენანტი � სპეციალური დანიშნულების რაზმის უმცროსი ინსპექტორი.�.
2. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�10. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც დაინიშნა ფინანსთა სამინისტროში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება ფინანსთა სამინისტროში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა � ენიჭება ფინანსთა სამინისტროში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება. თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.�.
��� მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური