მუხლი 16🔗

სასამართლო სამედიცინო შემოწმება ტარდება იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა აღმოაჩინონ ადამიანის სხეულზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნიშანი ან თავისებურება, რისთვისაც ექსპერტიზა საჭირო არ არის, და ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებით გამოავლინონ ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიკური სიმთვრალის ან სხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობა, თუ ამისთვის ექსპერტიზა საჭირო არ არის. შემოწმება ტარდება სამართალდამცავი ორგანოს დადგენილებით. თუ შემოწმებას ატარებს ექიმი, იგი ადგენს და ხელს აწერს ოქმს, რომელსაც ასევე ხელმოწერით ადასტურებს შემოწმებული, რის შემდეგაც იგი გადაეცემა გამომძიებელს ან პროკურორს. შესამოწმებელმა პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. არაიდენტიფიცირებული პირის შემთხვევაში უნდა დადგინდეს ამ პირის ფსიქიკური მდგომარეობა, სისხლის ჯგუფი და განხორციელდეს დაქტილოსკოპიური რეგისტრაცი