ა) გამოსაკვლევი ობიექტის სრული და დეტალური აღწერა მიმდინარე გამოკვლევის თანმიმდევრობის მიხედვით, ქართულ ენაზე უცხო სიტყვებისა და სამედიცინო ტერმინების გარეშე, უნდა აღინიშნოს კვლევისათვის გამოყენებული ყველა მეთოდი, დაწვრილებით უნდა აისახოს საექსპერტო კვლევის პროცესი და ამ დროს ნანახი ყველა ფაქტობრივი მონაცემი, მოხდეს ნანახი ობიექტური მონაცემების ასახვა სქემატური გამოსახულებებით და ფოტოსურათებით;
ბ) გვამის ექსპერტიზისას აღწერილობითი ნაწილი უნდა მოიცავდეს გვამის გარეგან და შინაგან გამოკვლევას შემდეგი თანმიმდევრობით: ტანსაცმლის აღწერა და გვამის გარეგანი გამოკვლევის მონაცემები; სხეულის ღრუების, ორგანოებისა და ქსოვილების გამოკვლევა გვამის გამოკვლევის წესებით დადგენილი თანმიმდევრობით; სხეულიდან ამოღებული ობიექტების აღწერა, რომლებიც გადასაცემია გამოძიებისათვის სხვა სახის ექსპერტიზების ჩასატარებლად; ლაბორატორიული გამოკვლევისათვის გასაგზავნი ობიექტების ჩამონათვალი;
გ) ცოცხალი პირების ექსპერტიზებისას აღწერილობით ნაწილში უნდა აისახოს საექსპერტო გამოკვლევებით მიღებული ყველა ობიექტური მონაცემი, აღიწეროს ლაბორატორიულ გამოკვლევაზე გასაგზავნი ობიექტები (ნაცხი და სხვ.), დაფიქსირდეს დამატებითი გამოკვლევის შედეგების მონაცემები, აღინიშნოს დამატებითი გამოკვლევის ჩატარებისა და შედეგების მიღების თარიღი. აისახოს ექიმ-სპეციალისტთა მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები;
დ) ნივთმტკიცებების ექსპერტიზებისას აღწერილობით ნაწილში უნდა მოხდეს ობიექტის დეტალური აღწერა, დაფიქსირდეს თითოეული გამოკვლევისათვის გამოყენებული მეთოდები, გამოყენებული რეაგენტები, აპარატურა და მოწყობილობა, შედარებისათვის გამოყენებული რეაგენტები, აპარატურა, შესადარებლად გამოყენებული ნიმუშების აღწერილობა;
ე) სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებით ექსპერტიზების ჩატარებისას აღწერილობით ნაწილში უნდა მოხდეს ფაქტობრივი მონაცემების დეტალური აღწერა, რაც აუცილებელია შემდგომი საექსპერტო დასკვნებისათვის; საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებული ექსპერტიზებისას მონაცემები მოყვანილი უნდა იყოს სამედიცინო და სხვა ხასიათის დოკუმენტების დედნებიდა