ა) ექსპერტიზის ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო (წელი, თვე, რიცხვი და საათი); ექსპერტიზის ჩატარების პირობები, რაც მნიშვნელოვანია საექსპერტო გამოკვლევისათვის;
ბ) ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვისი დადგენილებით ტარდება ექსპერტიზა;
გ) ექსპერტის სახელი, გვარი, განათლება. სპეციალობა სახელმწიფო სერტიფიკატის ნომრის მითითებით, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, (თუ ექსპერტიზა კომისიურია, ჩამოთვლილი უნდა იყოს თითოეული ექსპერტის მონაცემები);
დ) გვამების ექსპერტიზისას – გარდაცვლილის სახელი, გვარი, ასაკი;
ე) ცოცხალი პირების ექსპერტიზისას – სახელი, გვარი, ასაკი, პროფესია, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები;
ვ) საქმის მასალებით ან ნივთმტკიცებების ექსპერტიზების ჩატარებისას – სამოქალაქო ან სისხლის სამართლის საქმის დასახელება და ნომერი, ტომების რაოდენობის და საქმის ფურცლების რაოდენობის ჩვენებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტების ჩამონათვალი. სამედიცინო დაწესებულების დასახელება, დოკუმენტების დასახელება და რიგითი ნომერი ფურცლების რაოდენობა;
ზ) დამსწრე პირების გვარი, სახელი, თანამდებობა;
თ) ექსპერტის ხელისმოწერა, რომელიც გაფრთხილებულია განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ;
ი) წინასწარი ცნობები (საქმის გარემოებანი, მოკლედ);
კ) ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვებ