,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.10.003.000.990
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 37, 10/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №46

2008 წლის 8 მარტი

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საბაჟო კონტროლს დაქვემდე­ბარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომო­ბილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვ­ნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსა­ვლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წ., №17, მუხლი 193) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ,,პუნქტი“ – შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საბაჟო გამშვები პუნქტი და საბაჟო საგუშაგო;“;

ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9.

ქვეყნის შიდა სივრცეში სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ატყობინებს იმ რეგიონალურ ცენტრს (საგადა­სახადო ინსპექციას), რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მოხ­და დარღვევის გამოვლენა და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას რეგიონალურ ცენტრთან (საგადა­სახადო ინსპექციასთან) შეთანხმებულ კორექტირების ადგილამდე პოლიციელის თანხლებით. კორექტირების ადგილამდე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის თაობაზე დგება ოქმი ამ დადგენილების მე-6 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ფორმით. ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო სა­შუალების მიმართ გამოიყენება ამ დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ვ. გურგენიძე