„საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№204
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.10.003.000.845
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 26/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №204

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №17,  მუხლი 193) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „პუნქტი“ – შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟოს/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საბაჟო გამშვები პუნქტი და საბაჟო საგუშაგო;“;

ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

ქვეყნის შიდა სივრცეში სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ატყობინებს იმ რეგიონალურ საბაჟოს/რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას), რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მოხდა დარღვევის გამოვლენა და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას რეგიონალურ საბაჟოსთან/რეგიონალურ ცენტრთან (საგადასახადო ინსპექციასთან) შეთანხმებულ კორექტირების ადგილამდე პოლიციელის თანხლებით. კორექტირების ადგილამდე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის თაობაზე დგება ოქმი ამ დადგენილების მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ფორმით. ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოიყენება ამ დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 12 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი