„კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.10.003.000.812
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 21/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №171

2007 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

„კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №243 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 22 ერთეულით.“;

ბ) დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. აპარატის შემადგენლობა

ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) სახელმწიფო მინისტრი;

ბ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

გ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი;

დ) აფხაზეთის საკითხთა კოორდინატორი;

ე) აფხაზეთის საკითხთა მთავარი ექსპერტი;

ვ) აფხაზეთის საკითხთა ექსპერტი;

ზ) ცხინვალის რეგიონის საკითხთა კოორდინატორი;

თ) ცხინვალის რეგიონის საკითხთა მთავარი ექსპერტი;

ი) ცხინვალის რეგიონის საკითხთა ექსპერტი;

კ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორი;

ლ) საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი ექსპერტი;

მ) საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი;

ნ) პრესასთან ურთიერთობის კოორდინატორი;

ო) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი;

პ) სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე;

ჟ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე;

რ) ფინანსების მმართველი;

ს) საქმეთამმართველი;

ტ) სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი;

უ) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე;

ფ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე.”;

გ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

2. აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

3. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები:

ა) მოქმედებენ სახელმწიფო მინისტრის მითითებით, ხელმძღვანელობენ და კოორდინაციას უწევენ აპარატის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენენ სახელმწიფო მინისტრს სამთავრობო სტრუქტურებში, შეხვედრებსა და ფორუმებზე, აგრეთვე ასრულებენ მის მოვალეობას სახელმწიფო მინისტრის შვებულების, მივლინების ან სხვა აუცილებელი მიზეზით დაწესებულებაში არყოფნის დროს.

4. აპარატის საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს და კოორდინაციას ახორციელებს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

5. აპარატის უფროსი:

ა) მოქმედებს სახელმწიფო მინისტრის მითითებით;

ბ) სახელმწიფო მინისტრს თანამდებობებზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მომსახურეთა კანდიდატურებს, აგრეთვე წინადადებებს მათ ფუნქციურ მოვალეობათა შესახებ.“;

დ) კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

თანამდებობა

საშტატო

ერთეულის

რაოდენობა

1

სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

2

3

აპარატის უფროსი

1

4

აფხაზეთის საკითხთა კოორდინატორი

1

5

აფხაზეთის საკითხთა მთავარი ექსპერტი

1

6

აფხაზეთის საკითხთა ექსპერტი

1

7

ცხინვალის რეგიონის საკითხთა კოორდინატორი

1

8

ცხინვალის რეგიონის საკითხთა მთავარი ექსპერტი

1

9

ცხინვალის რეგიონის საკითხთა ექსპერტი

1

10

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორი

1

11

საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი ექსპერტი

1

12

საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი

1

13

პრესასთან ურთიერთობის კოორდინატორი

1

14

პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი

1

15

სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე

1

16

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აღმასრულებელი თანაშემწე

1

17

ფინანსთა მმართველი

1

18

საქმეთამმართველი

1

19

სამეურნეო უზრუნველყოფის მმართველი

1

20

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

1

21

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე

1

 

სულ

22